სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაია აბაიაძე
    17.07.2013

     პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა უსამართლო საარჩევნო გარემოზე საუბრობს და თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსი და არასტაბილურობა გარდაუვალი იქნება. "ქვეყანაში მანამდე იყო - "გადადგეს შევარდნაძე!" "გადადგეს სააკაშვილი!" ახლა მთავარი მოთხოვნა გახდება - "გადადგეს მარგველაშვილი! გადადგეს ივანიშვლი!" - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას. მიაჩნია, რომ არჩევნებზე მეორე ტურის აუცილებლობა დადგება, სადაც გამარჯვებას გიორგი მარგველაშვილს უწინასწარმეტყველებს.

    მარიამ აფციაური
    17.07.2013

    მიწების მასობრივი გაყიდვა ქართველების ტკივილია. გამოკითხულთაგან 100% ამ ფაქტს აპროტესტებს. მათი თქმით, ეს წინაპრების მემკვიდრეობაა და ქართველ გლეხს უნდა ეკუთვნოდეს. ასევე საუბრობენ იმ მძიმე შედეგებზეც, რაც მიწის გაყიდვას შეიძლება მოჰყვეს. გამოსავალს კი უკვე არსებული ფართობების შენარჩუნებასა და დაცვაში ხედავენ. უმეტესობა გაყიდულის უკან დაბრუნების სურვილსაც კი გამოთქვამს.

    მარი ჩიტაია
    17.07.2013

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემების არსებობას გამორიცხავს. საპირისპიროს საუბრობენ ავიაკომპანია "აირზენაში", სადაც აეროპორტში მაღალი რისკებისა და მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ალაპარაკდნენ.

    თამთა ვირსალაძე
    16.07.2013

     პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლების ტესტი იქნება და ის სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" არნახულ ზეწოლაზე საუბრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები კი წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებს აანონსებენ.

    მარი ოთარაშვილი
    16.07.2013

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ახალგორიდან

    უკვე გადაწყვეტილია! სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ვერც ერთი ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნით ვეღარ გადაადგილდება. თუკი ერთი კვირის წინ ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ ცხინვალის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში არ შევიდოდა, ახლა ამის აღარავის სჯერა, რადგან რუსულ გამშვებ პუნქტზე, სარეგისტრაციო ჯიხურის ფანჯარასთან, სადაც დე ფაქტო საზღვარი გადის, სპეციალური ბრძანება-გაფრთხილება უკვე გამოკრულია.

    რუსიკო მაჩაიძე
    16.07.2013

    "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის რეიტინგი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია. თუმცა, ეს პირდაპირ არ აისახება სააკაშვილის გუნდის რეიტინგზე და "ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობა მარტის მონაცემებთან შედარებით უმნიშვნელოდ არის გაუმჯობესებული.

    რუსიკო მაჩაიძე
    16.07.2013

    არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან იმ აპარატურის განადგურებას ითხოვენ, რითაც სააკაშვილის მთავრობაში უკანონო მოსმენას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, კვლავ ძალაშია მოთხოვნა უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების არქივის განადგურების შესახებ.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.07.2013

    2013 წლის იანვრიდან დღემდე, სხვადასხვა პრობლემის გამო, ბინა 66-მა ოჯახმა დაკარგა. ამ ეტაპზე მოვალეთა რეესტრში 90783 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, გარკვეული ნაწილი, ასევე, ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. სპეციალისტების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო დავების დასრულებამდე პირს ბინიდან ვერ გამოასახლებენ, პრობლემას მინიმუმამდეც ვერ მოაგვარებს

    მარი ჩიტაია
    16.07.2013

     გადაადგილების პრობლემის მოუგვარებლობის გამო გალში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მართალია, ორიოდე თვის წინ აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან ორი ახალი დამატებითი გამშვები პუნქტი გაიხსნა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ამ გადასასვლელებით ვერ სარგებლობს. ხალხს ზუგდიდიდან ტვირთის შემოტანა უჭირს. ეკონომიკური ბარიერის არსებობამ უარყოფითი გავლენა ფასებზეც მოახდინა. ადგილობრივების ინფორმაციით, საკვები პროდუქტი დღითიდღე ძვირდება.

    ელზა წიკლაური
    16.07.2013

    "ცენტრ პოინტის" ბედი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ გაიზიაროს. როგორც "ბიზნეს რეზონანსს" გენპროკურატურაში განუცხადეს, კომპანიების მიერ დაზარალებული მოსახლეობის მხრიდან პროკურატურაში არაერთი განცხადებაა შესული და მათზე გამოძიებაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიების დასრულებამდე კი ცნობილი მხოლოდ ის ბრალდებებია, რასაც ბაზარზე მოქმედი კომპანიების ერთი ნაწილი ერთმანეთს უყენებს, მათ შორის, მთავარი ბრალდებული "დექსუსია", რომელსაც როგორც "ცენტრ პოინტი", ასევე "ოლიმპიური ვარსკვლავი" მართვაში იძულებით შესვლის მოთხოვნაში სდებენ ბრალს.

    თათია ჩაფიჩაძე
    15.07.2013

    საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპის ამოქმედებამ სამკურნალო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობა გააორმაგა. ექიმები აცხადებენ, რომ 1 ივლისის შემდეგ პოლიკლინიკებში მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება, რის გამოც ექიმებთან შესვლის მსრუველებს რიგში დგომა საათობით უწევთ.

    რუსიკო მაჩაიძე
    15.07.2013

     ნინო ნაცვალაძე

    სააკაშვილი საქართველოს ახალ ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილია". ამის საპირისპიროდ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე საუბარი არასდროს ყოფილა და მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყო დაგეგმილი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×