სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    24.06.2013

    სადაზღვევო კომპანიების ნაწილი საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სტაგნაციას განიცდის. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სტაგნაციას მთლიანად ჯანდაცვის სფერო განიცდის, თუმცა ამჟამად ორიენტირებულია ამ პრობლემის მოგვარებაზე.

    ნინო ნაცვალაძე
    24.06.2013

    ბოლო ხანს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებრივი განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ 2009 წლის სექტემბერში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარებულ კონკურსზე, რომელსაც, სხვა თანამდებობებთან ერთად, საქართველოს ისტორიის ქვემიმართულების სრული პროფესორის თანამდებობაზე აკადემიური პერსონალი უნდა აერჩია. ორ თანამდებობაზე მაშინ სამმა პროფესორმა - მარიამ ჩხარტიშვილმა, ვაჟა კიკნაძემ და თედო დუნდუამ გააკეთა განაცხადი.

    თამთა ვირსალაძე
    24.06.2013

    საერთაშორისო ორგანიზაცია "კაპიტოლ ლინკის" წარმომადგენელი, ექსპერტი საარჩევნო და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში გრეგორი მინჯეკი ქართველ სამართალდამცავებს ქვეყანაში ცნობილი ამერიკელი პროკურორების ჩამოყვანას სთავაზობს, რომლებიც მათ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან.

    მაიზერ გელოვანი
    24.06.2013

    აფხაზეთის დაცემის შესახებ ბევრი დაიწერა და კიდევ მეტი დაიწერება. "მთელი კვირა" აგრძელებს ტამიშის სისხლიანი დღეების აღწერას იმ ხალხის, ანუ იმ მეომრების ნაამბობით, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა იმ ავადსახსენებელ საომარ სიტუაციებში.

    მარი ოთარაშვილი
    24.06.2013

     ეკა ბასილაია

    "აქ წაბლის ხეების სულ მცირე 70% გაფუჭებულია. ჩემი აზრით, ხის ტკიპა აქვთ, მაგრამ ეს სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. თუ ახლა წაბლის ხეები სასწრაფო წესით არ შეიწამლა, მომავალში წაბლი აღარ გვექნება," - ამბობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გრიგორიანის მკვიდრი გოჩა მგელაძე. ადგილობრივი რეინჯერი, აკაკი კურტანიძეც დაბეჯითებით ირწმუნება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ლაგოდეხის ნაკრძალი მართლაც წაბლის გარეშე დარჩება.

    ია აბულაშვილი
    24.06.2013

    1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" მიიღო და საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევიდა, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

    სალომე აბულაძე
    22.06.2013

    სამეგრელოში აღმოჩენილ შოკისმომგვრელ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი კონკრეტული თანამდებობის პირი დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, პატიმართა წამებას უწევდნენ ორგანიზებას - დავით ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა. ამავე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ პირადად არ იცნობდა და არც იცოდა ვინ იყვნენ ეს პიროვნებები.

    თამთა ვირსალაძე
    22.06.2013

     სამეგრელოში სკანდალური კადრების აღმოჩენის შემდეგ პოლიტიკოსები და უფლებადამცველები ყოფილი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ. საქმეზე დაკავებულ ცხრა ყოფილ ძალოვანს სასამართლომ უკვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად შესაძლოა, სისტემური დანაშაულის ფაქტის დადგენა გაჭირდეს.

    ნინო მშვიდობაძე
    22.06.2013

     სპეციალურად "რეზონანსისათვის" ლანჩხუთიდან

    ლანჩხუთელ კოტე გიგაშვილს 2009 წელს წვრილმანი ხულიგნობისთვის 3 წელი და რვა თვე მიუსაჯეს. იგი სასჯელს გეგუთის ციხეში იხდიდა. 2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო. როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, გიგაშვილი ციხიდან საკაცით გამოიყვანეს.

    მარი ოთარაშვილი
    22.06.2013

     უნივერსიტეტებს, მათ შორის თსუ-ს რექტორს მთავრობა დაუნიშნავს, თუ თავად პროფესორები აირჩევენ - ეს საკითხი როგორც თსუ-ში მოქმედ, ასევე მის გარეთ მოღვაწე პროფესურისთვის ფართო დავისა და დისკუსიის საგნად რჩება.

    მაია აბაიაძე
    22.06.2013

    შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება 23 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა, ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის გუშინდელი სხდომისას მათი განადგურება გადაიდო.

    თაკო მათეშვილი
    22.06.2013

     ინფორმაციამ, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარებლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სატენდერო განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სემინარში 300-მა პირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. გემგებელი აცხადებს, რომ მონაწილეობა მათ ყველა კორპუსის თავმჯდომარეს შესთავაზეს, თუმცა, უმეტესობამ უარი განაცხადა. ჩვენი რესპონდენტი კი ამას უარყოფს და ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეუთავაზებიათ და გამგეობები მხოლოდ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს სწყალობენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×