სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თათია ჩაფიჩაძე
    04.07.2013

    2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საზოგადოებაში განხილვის საგნად მას შემდეგ იქცა, რაც სოციალურ ქსელში სკანდალური მასალა გამოჩნდა. მათემატიკოსი ირმა გუგუჩია, რომელიც აბიტურიენტებს უნარ-ჩვევებში ამზადებს, "ნიუსპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა გამოცდიდან გამოსული მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებელთან აზუსტებდნენ მოსამზადებელ პერიოდში დაზეპირებული პასუხები კარგად ახსოვდათ თუ არა.

    სალომე აბულაძე
    04.07.2013

    ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმკვეთი ღონისძიების შესახებ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა უფლებებისა და დაცვის გარანტიის გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამბობს, შემუშავებული ინიციატივა ევროსაბჭოს კონვენციით აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს ეფუძნება.

    თათია ჩაფიჩაძე
    04.07.2013

    სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარული სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, სადაც ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავების გამო შეშფოთებაა გამოხატული, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საგანგაშოდ აფასებენ და აცხადებენ, რომ ეუთომ საქართველოსთან მიმართებაში ტერმინი "პოლიტპატიმარი" პირველად ახსენა, რაც ქვეყნის რეპუტაციის შემლახავია.

    სალომე სარიშვილი
    04.07.2013

    ბოლო დღეებში ძლიერმა ქარმა აჭარა, რაჭა და სამეგრელო დააზარალა. ძლიერი ქარი 2 დღის მანძილზე თბილისშიც იგრძნობოდა, თუმცა როგორც "რეზონანსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, დედაქალაქში ზარალი არ ყოფილა.

    ანი ფაცია
    04.07.2013

    "მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მოუწევს," - ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა კახი კახიშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    დალი ქვირია
    04.07.2013

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში განხორციელებულ სიაახლეებზე "რეზონანსი" აკადემიკოს ივანე კიღურაძეს ესაუბრა.

    რუსიკო მაჩაიძე
    03.07.2013

    "სამწუხაროდ, პრეზიდენტმა უკვე მოახერხა გაუგებრობების შექმნა," - ასეთი იყო პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა არჩევნების თარიღი მაინც არასწორად დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ერთხელ უკვე შეცვალა.

    მარი ოთარაშვილი
    03.07.2013

    "რეზონანსის" ინფორმაციით, დღეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე მეორე ვიცე-პრეზიდენტად როინ მეტრეველის კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს. ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აკადემიკოსების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ეს კი იმან განაპირობა, რომ (სამართლიანად თუ უსამართლოდ) რადგან თსუ-ს ყოფილი რექტორის სახელი წლების მანძილზე უმაღლეს სასწავლებლებში გამეფებულ კორუფციასთან ასოცირდებოდა, ეს მეცნიერებათა აკადემიის ოპონენტებს მნიშვნელოვან იარაღს მისცემს ხელში მისი საწინააღმდეგო კამპანიისთვის.

    თაკო მათეშვილი
    03.07.2013

     "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, კოკი იონათამიშვილის ფრაქციიდან წასვლამ თბილისის საკრებულოში ახალი და ცოტა უჩვეულო რეალობა შექმნა. "ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. უკვე ყოფილ ოპოზიციაში კი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადარჩევა-არაგადარჩევის საკითხზე და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ. ამავდროულად, ახლო მომავალში "ნაცმოძრაობიდან" სხვა დეპუტატების გადმოსვლასაც ელოდებიან.

    ანი ფაცია
    03.07.2013

     "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს და მათ ბაზაზე ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება," ასეთი განცხადება "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ჯაბა სამუშიამ გააკეთა.

    თათია ჩაფიჩაძე
    03.07.2013

    ორიოდე კვირის წინ "რეზონანსში" დაბეჭდილ მასალას, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემატიკას ეხებოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი რესპონდენტი, მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "იმედის სახლის" ყოფილი დირექტორი ნანი ჭანიშვილი სტატიაში ამბობს, დიდი ბავშვთა სახლების დახურვის შემდეგ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხოლოდ მცირე ნაწილი - 5000-დან 1450-მდე ბავშვი დაბინავდა, 3550-ის ბედი კი გაურკვეველია.

    სალომე სარიშვილი
    03.07.2013

    საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე სასტუმრო "რედისონში" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დროებით რწმუნებულს, ნატაშა პრაჰს შევხვდით. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონ პრაჰს შეხვედრები ჰქონდა დიპლომატიური კორპუსის წარმომამდგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×