ია აბულაშვილი
27.11.2013

ამ კვირის ბოლოს ვილნიუსში საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შეთანხმების პარაფირებას მოახდენს. თუმცა, ვილნიუსის სამიტის წინ უკრაინასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა აშკარა გახადა, რომ შეთანხმების პარაფირებიდან შეთანხმების ხელმოწერამდე ანუ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველო შესაძლოა, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგეს.

მარი ოთარაშვილი
27.11.2013

 "მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ისევ ჩატარდება, ოღონდ გარკვეულ სქემაში ჩაჯდება. ამ სქემაზე განათლების სამინისტრო მუშაობს. მე როგორც ვიცი, ამ სქემას განსახილველად დეკემბერში გამოიტანენ. რეალურად იცვლება საგამოცდო სქემა და ამ სქემაში ჯდება ეს გამოცდებიც", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

იაგო ნაცვლიშვილი
27.11.2013

 "მარგველაშვილს სააკაშვილისგან განსხვავებით არ აქვს პოლიტიკური მოტივები იმისთვის, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. სააკაშვილმა პატიმრები წინასაარჩევნოდ და პოლიტიკური ერთგულების მიხედვით გამოუშვა ციხეებიდან. ასეთი რამ არ მგონია მარგველაშვილის შემთხვევაშიც მოხდეს, მაგრამ თუ შეწყალება გამოყენებული იქნება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მე იმ კომისიაში აღარ ვიქნები", - განაცხადა შეწყალების კომისიის ახლადანიშნული თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
27.11.2013

 უშიშროების საბჭო მუშაობას წლის ბოლომდე შეუდგება. როგორც "რეზონანსს" საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, უახლოეს ორ კვირაში პარლამენტი "უშიშროების საბჭოს შესახებ" მიღებულ კანონს დაამტკიცებს, რის შემდეგაც საბჭო დაკომპლექტდება და შემდეგ უკვე ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაზეც დაიწყებს მუშაობას.

ბესო კუნელაური
27.11.2013

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იკრძალება ცივი იარაღის ტარება. კერძოდ, ცვლილებები ეხება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" და ცვლილების თანახმად, პირი 200 ლარით დაჯარიმდება, თუ მას თან ექნება ცივი იარაღი, ხოლო განმეორებით მსგავსი ქმედების ჩადენის დროს პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ან მას 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

თაკო მათეშვილი
26.11.2013

 ხელისუფლების აღიარება სამინისტროების არცთუ ისე ეფექტური მუშაობის თაობაზე, განვლილი ერთი წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები და ხარვეზები, ღარიბაშვილის მიერ მისთვის არასანდო სამინისტროებში პოზიციების გამაგრება - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამოც, პოლიტოლოგების აზრით, სამინისტროებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეიბს და მინისტრების მოადგილეები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებიან.

ბესო კუნელაური
26.11.2013

 "უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირისთვის უნდა იყოს სიგნალი. ევროკავშირმა უნდა დაინახოს, რომ საქართველოსა და მოლდოვას გაორმაგებული ყურადღება ესაჭიროებათ. ოფიციალური ბრიუსელი ორმაგად უნდა დაგვიდგეს მხარში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

თათია ჩაფიჩაძე
26.11.2013

რა უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ამის სწორად განსაზღვრა ერთადერთი გამოსავალია, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკეთ გავაანალიზოთ და და თავად გადავწყვიტოთ, ევროპისკენ ვიაროთ თუ ევრაზიულ კავშირში გავწევრიანდეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად დასავლეთის ინტერესისა, მათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა არ აქვთ და განცხადებების და მოწოდებების გარდა ვერც რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვენ რამეს.

სალომე სარიშვილი
26.11.2013

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დასახვეწად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელოვნებათმცოდნეები არიან ჩართულნი. პირველი სამუშაო შეხვედრა კულტურის სამინისტროში დღეს გაიმართება, სადაც კანონპროექტის შესახებ უფრო დეტალურად იმსჯელებენ. ამასთან, შესაძლოა, კანონპროექტის პარლამენტიდან გამოთხოვაც მოხდეს. თუმცა, ეს ცნობილი 26 ნოემბერს, სამუშაო ჯგუფის შეკრების შემდეგ გახდება.

ნატა გიორგაძე
26.11.2013

ის დევნილი, რომლის ყოველთვიური შემოსავადი 1 250 ლარს აღემატება, დევნილთა შემწეობას აღარ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტი დევნილთა შესახებ კანონს დაამტკიცებს. სამაგიეროდ, გაიზრდება დევნილთა შემწეობის თანხა, თუ ახალ დევნილი შემწეობის სახით 22-28 ლარს იღებს, სავარაუდოდ, უკვე იანვრიდან 45 ლარს მიიღებს.

სალომე სარიშვილი
25.11.2013

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ახალი მოადგილე ჰყავს - ალექსანდრე ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა, პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებული ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მან თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა. ალასანიამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

ეკა ბასილაია
25.11.2013

 მოსამართლეები, პროკურორები, ნოტარიუსების, პოლიციისა თუ ციხის ყოფილი თანამშრომლები ბოლო დროს არც თუ იშვიათად ყოფილი პატიმრების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებიან და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ნაცემი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების უდიდესი უმრავლესობა ამ ფაქტებს არ ასაჯაროებს. უფლებადამცველების თქმით, მალავენ, იმიტომ, რომ არ სურთ მათი დანაშაულებრივი ქმედებები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ამით იმიჯი შეელახოთ ან თანამდებობები დაკარგონ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×