სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო მშვიდობაძე
    22.06.2013

     სპეციალურად "რეზონანსისათვის" ლანჩხუთიდან

    ლანჩხუთელ კოტე გიგაშვილს 2009 წელს წვრილმანი ხულიგნობისთვის 3 წელი და რვა თვე მიუსაჯეს. იგი სასჯელს გეგუთის ციხეში იხდიდა. 2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო. როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, გიგაშვილი ციხიდან საკაცით გამოიყვანეს.

    მარი ოთარაშვილი
    22.06.2013

     უნივერსიტეტებს, მათ შორის თსუ-ს რექტორს მთავრობა დაუნიშნავს, თუ თავად პროფესორები აირჩევენ - ეს საკითხი როგორც თსუ-ში მოქმედ, ასევე მის გარეთ მოღვაწე პროფესურისთვის ფართო დავისა და დისკუსიის საგნად რჩება.

    მაია აბაიაძე
    22.06.2013

    შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება 23 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა, ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის გუშინდელი სხდომისას მათი განადგურება გადაიდო.

    თაკო მათეშვილი
    22.06.2013

     ინფორმაციამ, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარებლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სატენდერო განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სემინარში 300-მა პირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. გემგებელი აცხადებს, რომ მონაწილეობა მათ ყველა კორპუსის თავმჯდომარეს შესთავაზეს, თუმცა, უმეტესობამ უარი განაცხადა. ჩვენი რესპონდენტი კი ამას უარყოფს და ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეუთავაზებიათ და გამგეობები მხოლოდ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს სწყალობენ.

    ელზა წიკლაური
    22.06.2013

    საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მისი მოადგილე უპირისპირდება. გურამ ვახტანგიშვილი აცხადებს, რომ დავით შავლიაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თანამშრომლებს, მათ შორის მასაც, სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერა მოსთხოვა. იგი შავლიაშვილის მოთხოვნას ამ დრომდე არ ემორჩილება და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას არ წერს.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.06.2013

    მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი 1-ლი ივლისიდან აჭარა-გურიაში დაიწყება. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება საცხოვრებელი შენობებისა და ოჯახების აღწერა, შემდეგ კი - მოქალაქეებისა. აღწერის ჩასატარებლად სულ 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველადი შედეგები კი 2015 წლის გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი.

    ეკა ბასილაია
    21.06.2013

     "ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო: სასტიკი წამება, გაუპატიურება, გაუკუღმართებული ფორმით გაუპატიურება... ამაზრზენი სურათი იყო. პირადად მე, ქართველ ხალხს ამ სირცხვილს ვერ ვაჩვენებდი. ძნელია მძიმე და ნაკლებადმძიმეზე საუბარი, მაგრამ ბევრად მძიმე სანახავი იყო, ვიდრე გახმაურებული ციხის კადრები", - გუშინ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში არსებული წამებისა და ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი კადრების ნახვის შემდეგ განაცხადა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელმა თამარ გაბისონიმ.

    თამთა ვირსალაძე
    21.06.2013

    წინასაარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად მედია-საშუალებებისთვის, შესაძლოა გარკვეული რეგულაცია დაწესდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს კანონმდებლობაში ფარული პოლიტიკური რეკლამის ცნების შემოღების ინიციატივით მიმართეს.

    თათია ჩაფიჩაძე
    21.06.2013

    "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალის შემქმნელი და დამკვეთი პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ მომავალში ხელისუფლების მხრიდან მსგავს პრეცედენტს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.

    სალომე აბულაძე
    21.06.2013

    საქართველოში კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ თბილისში პოლიკლინიკების მასობრივი გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დედაქალაქი პირველადი ჯანდაცვის იბიექტების გარეშე დარჩება. როგორც უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, ამ პრობლემის ავთენტურობა გვაფიქრებინებს, რომ ახალ ხელისუფლებას კავშირი აქვს იმ სამედიცინო მაფიასთან, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს არსებობდა.

    მარი ოთარაშვილი
    21.06.2013

    აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში, მოსახლეობის აღწერა დაიწყო. როგორც "რეზონანსს" გალელებმა აცნობეს, აღწერა იმის გადამოწმებას გულისხმობს, ვინ ცხოვრობს რეალურად გალში და ვინ - არა. ვინც მუდმივი მცხოვრები არ არის, ასეთს შესაძლებელია აფხაზური პასპორტი ჩამოართვან.

    ანი ფაცია
    21.06.2013

     თბილისის ქუჩებში უპატრონო ბავშვების რაოდენობა აშკარად თვალშისაცემი გახდა. მათ ყველგან შეხვდებით: ქუჩებში, ეზოებში, მეტროში, შინაც კი გაკითხავენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს მიერ გაუქმებული უპატრონო ბავშვთა სახლების აღსაზრდელები საიმედო ხელში არიან, თუმცა რეალობა სხვაზე მეტყველებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×