სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    19.06.2013

    მარი ოთარაშვილი

    პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები კვირას, 15 საათზე, მედიის თანდასწრებით განადგურდება, პოლიტიკური და სხვა ტიპის ვიდეომასალების ნაწილი კი - ჯერჯერობით არა. უკანონო ჩანაწერების განადგურების მოთხოვნით შექმნილი სპეციალური ჯგუფი მასალების მეორე ნაწილის განადგურების შესახებ დღეს იმსჯელებს.

    მარი ოთარაშვილი
    19.06.2013

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ახალგორიდან

    ჩვეულებრივი პენსია - 5 800-მდე რუბლი (300 ლარამდე), ომის ვეტერანების საპენსიო თანხა - 7 000-მდე რუბლი (364 ლარამდე), 2 განაკვეთის მქონე მასწავლებლების ხელფასი - 25 000 რუბლი (1 300 ლარი), მასწავლებელზე ბევრად მეტი - მედპერსონალის ყოველთვიური ანაზღაურება - ასეთია პენსია და ხელფასები ახალგორის რაიონში. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იანვრიდან საპენსიო თანხის გაზრდას კიდევ აპირებს.

    ია აბულაშვილი
    19.06.2013

    "რექტორის დანიშვნა ძველი აკადემიური საბჭოს პირობებში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, თორემ ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორც იუსტიციის საბჭოში" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.

    ნინო ფრანგიშვილი
    19.06.2013

    გასულ კვირებში საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ 11 ახალი მეცნიერი გააწევრიანა თავის რიგებში. აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკოსი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, რომ აკადემიაში საქართველოს სხვადასხვა აკადემიის ცნობილი მეცნიერები არიან გაწევრიანებულნი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია 1994 წელს დაარსდა და ის ქართული მეცნიერების წინსვლას, მსოფლიოში ჩვენი მეცნიერებისა და მათი ნაშრომების პოპულარიზაციას ემსახურება. აკადემიას გაისად 20 წელი უსრულდება.

    თაკო მათეშვილი
    19.06.2013

    ყოფილი მოსამართლე, სამართლის დოქტორი, პროფესორი მერაბ ტურავა მოსამართლეთა მეათე კონფერენციის შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად, იმედგაცრუებულია. მისი თქმით, სასამართლომ დამოუკიდებლობის შანსი დაკარგა და ამის გამოსწორება ახლა პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს.

    სალომე სარიშვილი
    19.06.2013

    ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში უკრაინის საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაია ფანჯიკიძე და ლეონიდ კოჟარა ესწრებოდნენ.

    თაკო მათეშვილი
    19.06.2013

    არასამთავრობო ორგანიზაცია "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი" წინა ხელისუფლების დროს ქონების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიაციის პროგრამის ინიციატივით გამოდის. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს ან აიძულეს, სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად დაეთმოთ, საშუალება ეძლევათ, 2 თვის განმავლობაში ორგანიზაციას მიმართონ. მათ საკუთარი ქონების დაბრუნებაში უსასყიდლოდ დაეხმარებიან.

    თაკო მათეშვილი
    18.06.2013

    ცვლილებები, რომელთა შეტანაც კონსტიტუციაში უახლოეს მომავალში იგეგმება, მას უფრო დემოკრატიულს გახდის, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის უფლებებს პარლამენტის სასარგებლოდ ზღუდავს - ასე ახასიათებენ საკანონმდებლო ინიციატივას სპეციალისტები და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, რომელთაც "რეზონანსი ესაუბრა და ამბობენ, რომ კონსტიტუციური ცვლილების შედეგად, პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტი გაწონასწორდებიან. ოპოზიცია კი ერთი ცვლილებით მეორის გადაფარვის მცდელობას ხედავს.

    თამთა ვირსალაძე
    18.06.2013

    ამერიკელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გრეგორი მინჯეკი საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს რამდენიმე თვეა, ქვეყანაში აშშ-დან პროკურორების ჩამოყვანას სთავაზობს, რომლებიც ქართულ მხარეს მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან. ამერიკაში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მინჯეკი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად ეკონტაქტებოდა და მათგან პასუხი ვერ მიიღო.

    ქეთევან ლებანიძე
    18.06.2013

     სპეციალურად "რეზონანსისთვის" ქუთაისიდან

    "ქუთაისური იმპიჩმენტის" შემდეგ, რამაც ქალაქის მერ ბესიკ ბრეგაძეს თანამდებობა დაატოვებინა, ქუთაისს რიგით მეათე - ახალი მერი ჰყავს დიმიტრი კოპალიანის სახით. როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე უბრალო მოქალაქეების ინტერესი დიდია მის მიმართ, შესაბამისად, გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის ახალ მერთან.

    მარიკა გოგოხია
    18.06.2013

    წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ქართული მხარე აფხაზეთში ტურისტული სეზონის წარმატებებს ეჭვქვეშ არ აყენებს. ოკუპირებული ტერიტორიის ტურიზმს აპიარებენ არა მარტო რუსი ტურ-ოპერატორები, მაღალი რანგის ჩინოვნიკებიც, რამაც რუს დამსვენებელთა უმეტესობას აფხაზეთისკენ, შეიძლება ითქვას, გზა გაუხსნა.

    ეკა ბასილაია
    17.06.2013

    პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ბოლო დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე აქტიურად ალაპარაკდა. პირველად ეს თემა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ წამოწია. შემდეგ მას პარტია "თეთრებიც" აჰყვა და ბოლოს, სულ რამდენიმე დღის წინ, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად რეფერენდუმის მოთხოვნით ცესკოს განცხადებით პარტია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე სოსო მანჯავიძემ მიმართა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×