ნინო ფრანგიშვილი
16.01.2014

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ჟორდანის სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე ეხმაურება. აცხადებს, რომ ინ-ვიტრო (ანუ ლაბორატორიულ პირობებში) განაყოფიერების არსის შესახებ ილია მეორე შეცდომაშია შეყვანილი.

ვახტანგ შამუგია
15.01.2014

 10 იანვარს, გამთენიისას, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაცის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს. ხუთმა ერთეულმა სუ-27 ტიპის გამანადგურებელმა და ერთმა სატრანსპორტო ილ-76-მა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა და სომხეთში, ერევანთან ახლოს, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა.

თაკო მათეშვილი
15.01.2014

"გამგეობებისა და სამსახურების საქმიანობის შესწავლის გაგრძელებას ვაპირებთ. გვინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ყოფილი მერი მარტო იმ 47 მილიონის მოპარვასა და გაფლანგვაში კი არაა დამნაშავე, არამედ უამრავ კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული," - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე და დასძენს, რომ კომისიის საქმიანობის შედეგების სახით, მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შევიტყობთ.

ეკა ბასილაია
15.01.2014

 ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ, რომ თებერვლიდან პოლიტიკური თოქ-შოუები - "პოლიტმეტრი" და "არგუმენტები" - იხურება, მედიაქსპერტებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არხისათვის წამგებიანი იქნება და არც თუ კარგ ასოციაციას იწვევს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, ჯერ დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს არხი დახურული შოუების სანაცვლად და ამის შემდეგ მოხდეს შეფასებაო.

თიკო ოსმანოვა
15.01.2014

 თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის გამოც დედაქალაქის მოსახლეობა შესაძლოა, სოციალური შეღავათების გარეშე დარჩეს. მერიაში საკრებულოს შენიშვნების ნაწილის გათვალისწინებას შეუძლებლად მიიჩნევენ და აქცენტს სოციალური პროექტების შეჩერებაზე აკეთებენ, საკრებულოს უმრავლესობა კი ირწმუნება, რომ ხალხს იანვარში პრობლემები არ შეექმნება, თებერვლაში კი მერიის კეთილგონიერების იმედი აქვთ.

მაია აბაიაძე
15.01.2014

 "გვაქვს შეთანხმება, რომ შეწყალება 19 იანვრისთვის უნდა მოხდეს და სხდომა, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება," - აცხადებს შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, თუმცა უმატებს, რომ საბოლოოდ თარიღის დაგეგმვა პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

იაგო ნაცვლიშვილი
15.01.2014

 იანვრის ბოლოს კრწანისის რაიონში ძაღლების ჩხუბია დაგეგმილი, რასაც ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს ძაღლების წამებაა. იგეგმება საპროტესტო აქციებიც.

მარი ოთარაშვილი
15.01.2014

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის სახელწოდების შეცვლას, რისი მიზანიც აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში გარკვეული უხერხულობის მოხსნა იყო, სოხუმსა და ცხინვალში უკეთეს შემთხვევაში ინდიფერენტული დამოკიდებულება გამოიწვია, უარესში - გაღიზიანება.

თაკო მათეშვილი
14.01.2014

ქურდული სამყაროს გააქტიურება ქვეყანაში არ შეინიშნება და მათ არც საამისო პირობები აქვთ შექმნილი - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქურდული სამყარო კვლავ ცდილობს წარსული გავლენისა და პრივილეგიების დაბრუნებას, საფუძველს მოკლებულია.

მარი ოთარაშვილი
14.01.2014

სპეციალურად "რეზონანსისთვის" ახალგორიდან

"ახალი წლის გატარება საქართველოში მირჩევნია, ვიდრე აქ, ახალგორში", "იქეთ მივდივარ, საქართველოში", "ეს საქართველო კი არ არის! აქ სხვა წესებია!"... - ახალგორელები სოფელ მოსაბრუნის (სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარია) აქეთ, ქართული მხარის კონტროლირებად ნაწილში გამომგზავრებისას სწორედ ასე ამბობენ - "საქართველოში მივდივარ". ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო მზარდი გახდა. არანაირი ძალდატანება! ეს უბრალოდ, ინსტინქტურად მოსდით.

იაგო ნაცვლიშვილი
14.01.2014

 "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა ისევ დამოუკიდებლად თავად ნათელაშვილი კი თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება.

თათია ჩაფიჩაძე
14.01.2014

 უცხოელებზე თავდასხმის ფაქტების მატებას და მათ მიმართ მოსახლეობის აგრესიულ დამოკიდებულებას უსაფუძვლო ბრალდებად აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და ამბობს, რომ საქართველო ამ მხრივ თვალში საცემი ტოლერანტობით გამოირჩევა, თუმცა ამასთანავე, აცხადებს, რომ ორიოდე დღის წინ პეკინის ქუჩაზე ნიგერიის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტი ჩამორჩენილობის ნიშანია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×