სალომე აბულაძე
10.01.2014

საქართველოში ფსიქოტროპული ანუ პირველი ჯგუფის მედიკამენტების მიღება-შენახვა და აფთიაქიდან გაცემა მკაცრად კონტროლდება. ამასთან, მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე საკანონმდებლო რეგულაცია 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა და მათი გაცემა არასრულწლოვნებზე აღარ ხდება. რეგულირების გამკაცრების მიზანი ნარკომანიის შემთხვევების შემცირება და მედიკამენტების მიზანმიმართულად გამოყენებაა. თუმცა ე.წ. შავი ბაზრის არსებობა ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიის გაზრდას უწყობს ხელს.

ია აბულაშვილი
10.01.2014

საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ისტორიულ არქივში ინახება 350-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ასეა დასათაურებული: "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი - დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ".

ნინო ფრანგიშვილი
10.01.2014

გუშინ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ღირსშესანიშნავი თარიღი აღნიშნეს, - გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 70 წლის იუბილე.

მარი ჩიტაია
09.01.2014

 ურბანისტები თბილისის საკრებულოს პილოტურ პროექტს, რომელიც "ხრუშჩოვკების" დანგრევას ითვალისწინებს, აკრიტიკებენ. სპეციალისტები საკრებულოს წარმომადგენლებს მესაკუთრეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ და დასძენენ, რომ სპეციალური კონცეფციის გარეშე პროექტი არ უნდა განხორციელდეს.

ეკა ბასილაია
09.01.2014

მისაღებია თუ არა სუროგაცია და სინჯარაში ჩასახული ბავშვები რელიგიური კონფესიებისათვის - საქართველოში არსებული სამი დიდი რელიგიური აღმსარებლობა - მართლმადიდებლობა, მუსლიმთა კავშირი და კათოლიკური ეკლესია - სუროგაციას ეწინააღმდეგება.

მარი ოთარაშვილი
09.01.2014

"ნამდვილად ვიცი, რომ ეს საქმე ამ ერთი ადამიანის დაჭერით არ გაჩერდება. ვისაც დანაშაულში წვლილი მიუძღვის, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემიან. თუმცა ახლა უკვე ვისი დაკავება მოხდება, ამის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ახალგორის საკრებულოში არსებული "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ზვიად ბალაშვილი.

სალომე სარიშვილი
09.01.2014

 ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის (და არა მარტო) ქუჩებში საშაურმეების რიცხვი დღითიდღე მატულობს, თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჰიგიენურ ნორმებს ყველაზე მეტად ამ სწრაფი კვების ობიექტებში არღვევენ. გუშინ შუადღით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შაურმით მოწამლული 9 პაციენტი მოათავსეს. საბედნიეროდ, ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თიკო ოსმანოვა
09.01.2014

 საზოგადოებრივი მაუწყებელი გარკვეული დროს განმავლობაში კვლავ სამეურვეო საბჭოს გარეშე იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 27 ადამიანიდან კანდიდატთა საჭირო რაო-დენობა ამ დრომდე ვერ შეარჩიეს.

ია აბულაშვილი
09.01.2014

ამ ბოლო დროს პროკურატურასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მაღალია, საზოგადოებას უჩნდება კითხვები და ამ კითხვებს, სამწუხაროდ, პასუხი არა აქვს. პროკურატურაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, არის თუ არა კრიზისი ამ უწყებაში, "რეზონანსი" ყოფილ გენერალურ პროკურორს, გია მეფარიშვილს ესაუბრა.

ნინო ნაცვალაძე
09.01.2014

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლის მანდატურის სამსახური გარდაიქმნება ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად. სკოლის მანდატურები კი ბავშვთა დაცვის ოფიცრები ხდებიან. ამ ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა და "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა.

იაგო ნაცვლიშვილი
09.01.2014

 "არ შეიძლება იმის გამო გაგასამართლონ, რომ, ვთქვათ, თქვენ ქურდული სამყარო მოგწონთ. მე ჯერ არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, რომ ასეთი რამ პრაქტიკაში მომხდარიყო და ამის გამო ვინმე დაესაჯათ, მაგრამ ნორმა ისეთნაირად არის ჩამოყალიბებული, რომ თეორიულად შესაძლებელია ამდაგვარი ინტერპრეტაციაც მოხდეს," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

ნინო ნაცვალაძე
08.01.2014

 პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ილია მეორემ ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები და სუროგაცია "მძიმე ეთიკურ საკითხებად" მოიხსენია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×