თათია ჩაფიჩაძე
03.12.2013

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში პრორუსული ძალების მობილიზება გამორიცხული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ძირითადი საგარეო კურსი დასავლურია, ექსპერტები მიძინებული პოლიტიკური ძალების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობენ.

თიკო ოსმანოვა
03.12.2013

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მიღებული კანონი შესაძლოა გადაიხედოს, ამის მიზეზი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაწესებული სანქციაა, რომელიც საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრებს კრძალავს.

ბესო კუნელაური
03.12.2013

 "არის ერთი სოფელი ახალგორის რაიონში, რომელიც ძალიან ახლოს, ფაქტობრივად, თბილისი-გორის ტრასაზეა და თუ ეს მართლა ასე მოხდა და იქ გაავლეს რუსებმა მავთულხლართები, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

მაკა ხარაზიშვილი
03.12.2013

 მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა შრომის ახალი კოდექსი მოქმედებს, დამსაქმებელი თავს დაცულად ისევ ვერ გრძნობს. მიზეზი მარტივია, არავინ აკონტროლებს იცავს თუ არა დამსაქმებელი კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს. დასაქმებულს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. შესაბამისად, ახალ კოდექსს დასაქმებულის მიმართ არსებული დისკრიმინაციული მდგომარეობა არ შეუცვლია.

ბესო კუნელაური
03.12.2013

 "საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა და ის რაც უკრაინაში ხდება, მსგავსი ფაქტი საქართველოში არ განმეორდება. თუმცა ილუზიებში არ უნდა ვიყოთ და რუსეთისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი კოალიცია ყველა გამოწვევისთვის მზადაა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ვიქტორ დოლიძე.

თამთა ვირსალაძე
03.12.2013

 სახალხო დამცველი თბილისის და ცხინვალის საპყრობილეებში მყოფი ეთნიკური ქართველებისა და ოსების გაცვლის საკითხის გააქტიურებას აპირებს. უჩა ნანუაშვილი რამდენიმე დღეში პეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და რამდენიმე პატიმრის შეწყალებას სთხოვს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
02.12.2013

 სპეციალურად "მთელი კვირისათვის" ბრიუსელიდან

ორიოდე დღის წინ ვილნიუსში საქართველომ და მოლდოვამ საზეიმოდ მოახდინეს ევროკავშირთან ასოცირების, ასევე მისი განუყოფელი ნაწილის - თავისუფალი და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირება. გარდა ამისა, ევროკომისიის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოლდოვამ ფაქტობრივად მიაღწია უვიზო მიმოსვლას.

მაია აბაიაძე
02.12.2013

ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე უარს ამბობს, მთავრობაში ამის მიზეზად მოსალოდნელ ფინანსურ სირთულეებს ასახელებენ. ექსპერტები და უფლებადამცველები კი უფულობის მომიზეზებით სამართლის აღდგენაზე უარის თქმას ცინიზმად მიიჩნევენ.

თაკო მათეშვილი
02.12.2013

 სპეციალურად "მთელი კვირისათვის" გორიდან

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორში სტალინის ძეგლს 21 დეკემბერს აღადგენენ, გორის მუნიციპალიტეტში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან და რომ ყველაფერს საზოგადოებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი წყვეტს. ისინი თავად ზრუნავენ აღდგენისთვის საჭირო საკმაოდ სოლიდური თანხის მოგროვებაზეც, ვინაიდან მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მათ ამისთვის 5 თეთრიც არ გადაუხდიათ. გორის მოსახლეობა ამ დღეს მოუთმენლად ელოდება.

მარი ოთარაშვილი
02.12.2013

 სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიუჯეტი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაცია ურიცხავს ხოლმე, წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდება. ამაზე კი თავად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ და სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. ქართველ კონფლიქტოლოგ-ექსპერტთა მოსაზრებით, ამას რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი განაპირობებს, რაც ძირითადად რუსეთის შიდა მდგომარეობას უკავშირდება.

სალომე სარიშვილი
02.12.2013

მე-13 პოლიკლინიკისა და მის მფლობელობაში არსებული ბავშვთა კლინიკა "შუა ქალაქის" მედპერსონალი უკვე 2 თვეა, აქციებს მართავს. ექიმები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერიამ 20 ნოემბერს ტენდერი გამოაცხადა და კლინიკები ქართველ ინვესტორზე გაყიდა, რის შემდეგაც კლინიკა "შუა ქალაქს" დირექტორი შეეცვალა.

თამთა ვირსალაძე
02.12.2013

"ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა სამინისტრომ სამართლადამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი 13 სხვადასხვა საქმე გადაუგზავნა, მათ შორის თვითმმართველი ორგანოების ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ყალბი დოკუმენტების გაცემის საფუძველზე, ყალბი ფორმით დევნილთა სტატუსის მინიჭების საკითხები. ასეთების რაოდენობა 120-ზე მეტია", - ამბობს დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×