სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    20.05.2010

      "რესპუბლიკელი" სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას "მოკავშირეების მიტოვებაში" ადანაშაულებს. ნიქსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას მაკკეინმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული აქვს და იქ სამხედრო ბაზებს აშენებს, ობამამ კონგრესს ხელახლა გადაუგზავნა რატიფიცირებისათვის რუსეთთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება.

    თამთა ქარჩავა
    20.05.2010

      საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმი ტრადიციულ ადგილზე - რუსთაველის გამზირზე ჩატარდება. სამხედრო აღლუმს ქვეყნის მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.

    სალომე ცეცხლაძე
    20.05.2010

      გია ცაგარეიშვილი თბილისის სარეზერვო ფონდიდან 2008-2009 წლებში გაცემულ თანხებზე ახსნა-განმარტებას ითხოვს. მისი თქმით, მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ უნდა ახსნას, თუ რატომ გადაურიცხა რამდენჯერმე თავის მეუღლე ლელა კილაძეს, რომელიც ასევე მერიის თანამშრომელია, თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან. ამასთანავე, ყველა გაცემულ თანხას თან უნდა ახლდეს ახსნა-განმარტება, რომ საკითხის შესახებ ყველა ეჭვი გაიფანტოს.

    გიორგი ფუტკარაძე
    20.05.2010

      ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ეროვნული ფორუმის" საჩივარი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის საოლქო და საუბნო კომისიების წევრთა მოსყიდვის ფაქტებს უკავშირდებოდა, არ დააკმაყოფილა. "ფორუმში" აცხადებენ, რომ ცესკოს ოფიციალურ პასუხს ელოდებიან და ამის შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    სააგენტო
    20.05.2010

      - არასაპარლამენტო ოპოზიციამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. რა გახდა, თქვენი აზრით, ამის მიზეზი და რამდენად დიდია ამ პირობებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის არჩევნებში გამარჯვების შანსი?

    თიკო ოსმანოვა
    20.05.2010

      წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევის სამართლებრივი საფუძვლი, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება გუშინ კრების საინიციატოვი ჯგუფის წევრებმა ექსპერტებთან ერთად მიმოიხილეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

    სალომე გოგოხია
    20.05.2010

      მოსკოვის მერიის საბიუჯეტო სახსრების ძარცვაში ეჭვმიტანილ ქართველ ბიზნესმენზე, ვლადიმერ გულორდავაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული მხარე ძებნილის მფარველობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათი ცნობით, გულორდავა ამჟამად საქართველოს აფარებს თავს. ქართული მხარე კი მომხდართან დაკავშირებით დუმს. შსს-ში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ გაქცეულის თაობაზე რუს სამართალდამცავებს მათთვის არ მოუმართავთ, საკუთარი ინიციატივით კი გულორდავას პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიებას არ აპირებენ.

    მარი ოთარაშვილი
    19.05.2010

      რუსეთმა ახალგორის მიმართულებით ახალი გზის გაყვანის გეგმა შეიმუშავა, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "... იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას ემსახურება, რასაც ჰქვია კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნა," - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

    ეკა ბასილაია
    19.05.2010

      მუხრან მაჭავარიანს, რომელიც ორშაბათ საღამოს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, 22 მაისს მთაწმინდაზე იაკობ ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ.

    ეკა ბასილაია
    19.05.2010

      ნატოს სამომავლო 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. დოკუმენტი ნოემბერში უნდა დამტკიცდეს. ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველო თავისი აქტუალობით ბოლო ადგილზე ინაცვლებს, რადგან ახალი სტრატეგიის თანახმად, ნატო ეცდება რუსეთი უფრო ინტენსიურად ჩართოს პროექტებში და უფრო დაიახლოვოს ის.

    სალომე ცეცხლაძე
    19.05.2010

      თსუში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", რომელსაც სტუდენტების ნაწილი ხელისუფლების მიერ ხელდასმულ ჯგუფად მიიჩნევს, კვლავ უმრავლესობაში იქნება - თანაც, სავარაუდოდ, თითქმის 100%-იანი შედეგით.

    გიორგი ფუტკარაძე
    19.05.2010

      "ამას აქვს ორი დატვირთვა, ერთია სამართლებრივი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მორალური დატვირთვა, თუ ახლა ამ საკითხს ასე მიუდგებით, პარლამენტში არც გირგვლიანის მკვლელობაზე უნდა გვესაუბრა, არც შვიდი ნოემბრის მოვლენებზე და არც სხვა ფაქტებზე, იმის შიშით, რომ არაფერი არ გამოვაო," - აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, რომელიც მოდელირებული "ქრონიკის" გამო პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter