სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    14.04.2010

      ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნა. საქმე ეხება აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს.

    სალომე ცეცხლაძე
    14.04.2010

      "ვითხოვთ, ნორმალურ ხელფასებს, შრომით უსაფრთხოებას, სამედიცინო დაზღვევასა და უვადო კონტრაქტებს. ჭიათურის მაღაროში თვე არ გადის, რომ რაიმე ინცინდენტი არ მოხდეს. ხან ხელი ტყდება ვიღაცას და ხან - ფეხი. ხშირია დაღუპვის ფაქტებიც. ზესტაფონშიც ხდება მსგავსი რაღაცები, მაგრამ უფრო იშვიათად", - ამბობს ზესტაფონის მაღაროში მომუშავე გრიგოლ ბრეგვაძე და ხელმძღვანელობას დევნაში ადანაშაულებს. ისინი პროფკავშირების დახმარებით 20 მარტს გაფიცვას მოაწყობენ.

    თამთა ქარჩავა
    14.04.2010

      "ეროვნული საბჭოს" ლიდერებიდან მოსკოვში ვიზიტისთვის ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ემზადებიან. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რადგან დეტალები აქვთ შესათანხმებელი, რაც ორ დღეში გახდება ცნობილი. "რეზონანსთან" საუბრისას ძიძიგური არ აკონკრეტებს, ვისი ინიციატივა იყო ეს ვიზიტი.

    ეკა ბასილაია
    13.04.2010

      სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფას რუსული მხარე ეკიპაჟის შეცდომას უკავშირებს. უფრო მეტიც, დაშვების მოთხოვნით პილოტზე შესაძლო ძალდატანებაზე საუბრობს რუსულ მედიაზე დაყრდნობით "ნიუ იორკ ტაიმსი". კაჩინსკის პარტიის წევრი, დეპუტატი არტურ გურსკი მოსკოვს ადანაშაულებს, ერთ-ერთი პოლონელი სამხედრო მფრინავი კი რუსი დისპეტჩერის არაპროფესიონალიზმზე აკეთებს აქცენტს.

    თიკო ოსმანოვა
    13.04.2010

      პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტს დაესწრება, თუმცა ამერიკელ კოლეგას პირისპირ აღარ შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის მიზეზად პრეზიდენტ ობამას მოუცლელობას ასახელებს, ქართველი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველო ამერიკისთვის პრიორიტეტულ ქვეყანას აღარ წარმოადგენს. უშუალო კონტაქტი "ხელის ჩამორთმევით" შემოიფარგლება.

    რუსიკო მაჩაიძე
    13.04.2010

      "ქრისტიან-დემოკრატებმა" საარჩევნო ბლოკის შექმნა მოახერხეს, მაგრამ რცხევიანთ იმის თქმა, რომ მოლაპარაკებას ედპ-თანაც მართავდნენ და ერიდებიან იმის თქმას, რომ ბლოკში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტი მათივე ფრაქციის წევრია.

    ია აბულაშვილი
    13.04.2010

      პოლონელი ექსპერტები სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდარმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს პოლონეთის პოლიტიკა. მათი აზრით, რუსეთსა და პოლონეთს შორის მომავალი ურთიერთობა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიძიებენ რუსეთში ტრაგედიის მიზეზებს.

    თამთა ქარჩავა
    13.04.2010

      250-მდე გალელმა სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას რელიგიის თავისუფლება ეზღუდება. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებში აკრძალულია ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი რუსები და აფხაზები მუდმივად დევნიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

    რუსიკო მაჩაიძე
    13.04.2010

      მთავრობა 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებულ გადაუხდელ ჯარიმებზე ამნისტიის გამოცხადებას აპირებს. ამის არგუმენტად არსებული სოციალური ფონი სახელდება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი "მორიგი საარჩევნო ტრიუკია" (ცაგარეიშვილი).

    მაკა ხარაზიშვილი
    13.04.2010

      8 მილიარდზე მეტი საგარეო ვალის მქონე ქვეყანაში საშინაო ვალების გასტუმრება აღარავის ახსენდება. შიდა ვალებს ხელისუფლება აღიარებს, მაგრამ მის გასტუმრებაზე არც კი ფიქრობს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღემდე შიდა ვალის ზუსტი მაჩვენებელი არ არსებობს.

    ირმა ჩაფიძე
    12.04.2010

    თამთა ქარჩავა
       
      ზურაბ ნოღაიდელთან "მთელი კვირის" ინტერვიუ სწორედ იმ დროს შედგა, როცა პოლონური ტრაგედია სულ რამდენიმე საათის წინ იყო დატრიალებული. ბუნებრივია, პარტია "სამართლიანობისათვის" ლიდერმა ჩვენთან საუბარი სამძიმრის გამოთქმით დაიწყო პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და პოლონური ელიტის დაღუპვის გამო. გასულ კვირას ზურაბ ნოღაიდელი ყველაზე მწვავე გამოსვლებით გამოირჩეოდა.

    მარი ოთარაშვილი
    12.04.2010

      ახალგორში ოსური პასპორტების გაცემა მაისიდან დაიწყება. როგორც "მთელ კვირას" ახალგორიდან წყარომ შეატყობინა, ამაზე ქსნის ხეობაში უკვე სერიოზული ლაპარაკი მიმდინარეობს. დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესი ძალდატანებითი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პასპორტს ის აიღებს, ვისაც მოესურვება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter