სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ირმა ჩაფიძე
    22.02.2010

    თამთა ქარჩავა
    ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული ვნებათაღელვაა. ქალთა პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ ამ დღეებში საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ არჩევნების ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად. რას ფიქრობს "ალიანსის" ფორმულაზე "ყველა მინუს ერთი", რამდენად წარმატებული იქნება ეროვნული კრების მოწვევის იდეა, ვის უჭერს მხარს თბილისის მერის არჩევნებში? ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" ქალთა პარტიის ლიდერს, გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

    ია ანთაძე
    22.02.2010

    გასულ კვირას "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს "რადიო თავისუფლების" ეთერში ია ანთაძემ დაუსვა. შემდეგ კი სიმონ ჯანაშია ბლოგს ეწვია, სადაც პირდაპირი საუბრის რეჟიმში უპასუხა კომენტატორების შეკითხვებს. "რადიო თავისუფლება" "რეზონანსს" მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მის მკითხველებს სთავაზობს ამ ორი ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

    ნათია ახალაია
    22.02.2010

    გასულ კვირას "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საყურადღებო განცხადება გააკეთა: "ბუნებრივია, რომ ჩვენ საერთო ძალებით, ერთიანი კანდიდატით უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, გამარჯვება გარდაუვალი იქნება. ამიტომაც, ჩვენ ამ ერთობას აუცილებლად შევქმნით".
    "მთელი კვირა" ამ საკითხზე "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.

    თამთა ქარჩავა
    20.02.2010

    ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი 25 თებერვალს, 12.00 საათზე, განახლდება. პროცესის გადადების მიზეზი ცოტნე გამსახურდიას ახალი ადვოკატის, გიორგი ქოიავას შუამდგომლობა გახდა, რომელსაც პროკურორი ზურაბ კუპატაძეც დაეთანხმა და მოსამართლემ დააკმაყოფილა.
    ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმის მასალებს არ იცნობს და განსასჯელის სრულყოფილად დაცვას ვერ განახორციელებს.

    ირმა ჩაფიძე
    20.02.2010

    საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე "რეზონანსი" კონსერვატიული პარტიის წევრსა და საქართველოდან დევნილ ბიძინა გიორგობიანს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა გიორგობიანი ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს.
    "რეზონანსი": მაინტერესებს, რას ფიქრობთ პრაიმერის იდეაზე და რამდენად შეუწყობს ის ხელს პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას?

    გიორგი ფუტკარაძე
    20.02.2010

    "მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, რომელსაც ვუამბე მთელი ის ისტორია, რაც ხდება და როგორი შავი პიარი მიდის ხელისუფლების მიერ ვახო კომახიძეზე, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი და აღმოჩნდა, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი", - აცხადებს "ალიანსის" წევრი სოზარ სუბარი, რომელიც გეგმავს, რომ კომახიძე შვეიცარიაში მოინახულოს და ამ საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს ესაუბროს.

    თამთა ქარჩავა
    20.02.2010

    "ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა სახელწოდებით - "კობა დავითაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 3000-ზე მეტი საქმე შევიდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ საქმეებს უკვე ახალი სისხლის სამართლის საქმე დაემატა.

    ია აბულაშვილი
    20.02.2010

    ბოლო პერიოდში ჩრდილო-კავკასიაში მიმდინარე მოვლენები ძალზე საშიშ ფორმას იძენს. დაპირისპირება ამბოხებულებსა და ოფიციალურ სტრუქტურებს შორის კულმინაციას აღწევს. პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ ვითარების შემდგომ ესკალაციას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოსაც.

    მარი ოთარაშვილი
    20.02.2010

    "მთავარია, ჩვენს კოლეგებთან (მათ შორის ქართველებს ვგულისხმობ) რაღაცა კონსესუსს, ურთიერთგაგებას მივაღწიოთ. თუ ჩვენ ამ მხრივ რაღაცას მივაღწევთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენი ხალხისთვის რაღაცა საქმე გაკეთდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი მერაბ ჩიგოევი და იმასაც დასძენს, რომ "ნებისმიერი ფორმისა თუ ფორმატის კონტაქტებში მთავარი სწორედ ამის მიღწევაა".

    თამთა ქარჩავა
    20.02.2010

    მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს სამხედრო საჰაერო ძალების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირები ადასტურებენ. რეფორმა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ინიციატივით ხდება, ბიუჯეტის გარღვევას უკავშირდება.

    რუსიკო მაჩაიძე
    15.02.2010

    გამყრელიძე, კაციტაძე და საგანელიძე, შესაძლოა, თბილისის საკრებულოს წევრები გახდნენ. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს მოლოდინი, რომ ალასანიას გუნდი არჩევანს ლიდერებზე გააკეთებს. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და არც იმის იმედს კარგავენ, რომ ოპოზიცია თბილისის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას კოორდინირებულად მოახერხებს.

    ირმა ჩაფიძე
    15.02.2010

    თამთა ქარჩავა
    "მთელმა უკრაინამ და არა მარტო იანუკოვიჩმა მოიგო არჩევნები. უკრაინამ აჩვენა მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია. თვალყურს ვადევნებდი, ევროკავშირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების დამკვირვებლები როგორ აფასებენ ამ არჩევნების შედეგებს. არავინ არ დავობს და ამბობს, რომ დემოკრატიულად არ ჩატარდა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ვინმემ აურია, ისევ საქართველომ აურია"


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter