სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეთერ ბალაძე
    24.09.2009

    გაუგებრობამ "უდოს" კომისიაში არასამთავროების წარმომადგენლის შეყვანის გამო სერიოზული სახე მიიღო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არასამთავრობოები ერთმანეთს გადაეკიდნენ, დიმიტრი შაშკინმა უკვე შერჩეულ არასამთავრობოებს უარი უთხრა და მათი ხელახალი შერჩევა დაიწყო.

    თამთა ქარჩავა
    24.09.2009

    სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე გუანტანომის ციხეში მყოფი ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირების საქართველოში გადმოყვანას ეწინააღმდეგება. ექსპერტი ამბობს, რომ გუანატანომის პატიმრების გადმოყვანა ქვეყანის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

    ია აბულაშვილი
    24.09.2009

    "გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადმოყვანის შესახებ მოლაპარაკება თეორიულ დონეზე მიმდინაროებს. კონკრეტული მოლაპარაკება ან გადაწყვეტილება მიღებული არ არის",

    გიორგი ფუტკარაძე
    24.09.2009

    "მერის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს ჩვენი ბრძოლის პირველი ეტაპი, პირველი ნაბიჯი ხელისუფლების შესაცვლელად...

    თიკო ოსმანოვა
    23.09.2009

    აწ უკვე ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ირაკლი ალასანიას პარტიას "ალიანსი საქართველოსთვის" შეუერთდა.
    როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, ალასანიასა და მისი ხედვა ქვეყანაში ძირეული დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების თაობაზე ემთხვევა ერთმანეთს.

    ჰილარი კლინტონი
    23.09.2009

    გასულ ოთხშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოიწონა ეროვნული უსაფრთხოების გუნდის რეკომენდაციები ევროპაში უფრო ძლიერი და სრულფასოვანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების თაობაზე.

    თამთა ქარჩავა
    23.09.2009

    აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია, დასკვნას 30 სექტემბერს გამოაქვეყნებს. საერთაშორისო კომისიის შექმნა ევროკავშირის სამიტზე გადაწყდა. აღნიშულ კომისიას შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ჩაუდგა სათავეში.

    რუსიკო მაჩაიძე
    23.09.2009

    საქართველოში ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უმჯობესი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა იქნება. მაგრამ ჯერჯერობით არც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საკონსტიტუციო კომისიაც ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავებას სამი მოდელის მიხედვით აპირებს და დემეტრაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ამ მოდელების შემუშავების შემდეგ იქნება მიღებული კონსესუსის საფუძველზე.

    რუსიკო მაჩაიძე
    23.09.2009

    ვინ შეაწყალებინა პრეზიდენტს პატიმარი თუ პატიმრები კანონდარღვევით, ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირთა სია, ვინც პრეზიდენტს პატიმართა სიები წარუდგინა, არც ისე დიდი უნდა იყოს, პრეზიდენტს მათი ვინაობა რომ არ ახსოვდეს.

    თამთა ქარჩავა
    23.09.2009

    რატი რეხვიაშვილის დედა, მარინა ქებაძე ამბობს, რომ მისი შვილი უზნაძის ქუჩაზე მომხდარ იციდენტთან კავშირში არაა. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე რატი რეხვიაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი გამვლელი ქალისთვის ჩანთისა და ოქროს ძეწკვის წართმევას ცდილობდა, მასთან მისული პოლიციის თანამშრომლები ცივი იარაღით დაჭრა.

    ია აბულაშვილი
    23.09.2009

    შემოდგომის დადგომასთან ერთად სამთავრობო პიარ-სვლებიც გააქტიურდა. ხელისუფლების "შოუებით" გაბრუებული საზოგადოება დაბნეულია და ვეღარ გაურკვევია, თბილისის მერობისთვის გიგი უგულავა ემზადება თუ მიხეილ სააკაშვილი. ყოველდღიური სახელისუფლებო "ინიციატივების" დაჩქარებულ ტემპს ხალხი ფეხს ვეღარ უწყობს, ხოლო "მთავრობის ანგარიშის" მოსმენით "ნასიამოვნები" საზოგადოება ოპოზიციის დასამარებაზე კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა.

    თამთა ქარჩავა
    23.09.2009

    პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალ სკანდალში აღმოჩნდა. უკრაინული გაზეთი "ნაროდნაია პრავდა" ბურჯანაძის კიევში ვიზიტის ახალ დეტალებს აქვეყნებს და მას ფულის გათეთრების მცდელობაში სდებს ბრალს. გაზეთის ცნობით, ბურჯანაძე ივნისის შემდეგ კიევში ვიზიტით კიდევ სამჯერ - ივლისსა და აგვისტოში იმყოფებოდა, სადაც ლეონიდ კუჩმას სიძესთან ვიქტორ პინჩუკთან კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter