სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    24.05.2010

      საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების "ახალი ეტაპი" დაიწყო და ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გარდა იმისა, რომ თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება, საქართველოში ასევე დაპატიჟებულია ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი.

    ელისო ჩაფიძე
    24.05.2010


        ხანგრძლივი ფრენის შემდეგ მიღებისათვის მადლობას ვუხდი. "არაფერია, ყოველთვის ვფხიზლდები, როცა პრესას ვესაუბრები", - ხუმრობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი. ინტერვიუ ამერიკელი სენატორისა და საქართველოს ლობისტის, ჯონ მაკკეინის ცნობილი განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა. შეგახსენებთ, რომ მაკკეინმა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსა და მოლდოვის მიტოვებაში დაადანაშაულა. ეთანხმება თუ არა ჯონ ბასი ამ მოსაზრებას, რას ელოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და აგრძელებს თუ არა აშშ-ს ადმინისტრაცია წნეხის რუსეთზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გასაყვანად? ამ და სხვა კითხვებზე "მთელ კვირასთან" აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჯონ ბასი საუბრობს.

    მარი ოთარაშვილი
    24.05.2010

      "მერიას, რომელიც დაახლოებით 27 მილიონს ხარჯავს ჯანდაცვაზე და 42 მილიონს საკუთარი თავის შენახვაზე, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი ექნება," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ქართული აკადემიის" წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი. "აკადემიელები" მოუწოდებენ საზოგადოებას, კარგად გაერკვნენ მერობის კანდიდატების სამოქმედო პროგრამებში, რადგან, მათი აზრით, დაპირებების უმეტესობა არადამაჯერებელია.

    ნათია ახალაია
    24.05.2010

      "როცა პოლიტიკოსი ციდან ვარდება; როცა მისი საარჩევნო პიარკამპანია წარმოებულია იგივე კომპანიის მიერ, ვინც ასეთ მომსახურებას უწევს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქრისტიან-დემოკრატებს", ეჭვის საფუძველი ლოგიკურად ჩნდება.

    ზაირა მიქატაძე
    24.05.2010

      "1918 წლის 26 მაისს, როგორც თანამედროვენი იგონებენ, საქართველოს მთელი მოსახლეობა ფეხზე იდგა. ამ დღეს თბილისში, მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა - ქარტია თავისუფლებისა. ქართველმა ერმა ამ დღეს უარყო სხვისი ბატონობა და გადაწყვიტა თვითბატონობა. 26 მაისს ქართველობა ერთსულოვნად გამოეყო ჩრდილოეთს, გამოვიდა მისი ტყვეობიდან, დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება... საქართველო იშვა 26 მაისს, იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში.

    თიკო ოსმანოვა
    24.05.2010

      "ჩვენ არასწორად გავთვალეთ ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-მ ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ როდესაც აშშ-ში ბუშის მმართველობა აღარ იქნებოდა, აშშ-ს სტრატეგია შეიცვლებოდა და ამიტომ აღმოვჩნდით საგარეო ხაფანგში", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომელიც თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

    ირმა ჩაფიძე
    24.05.2010

    თამთა ქარჩავა
       
      საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შესაფასებლად ექსპრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში ვესტუმრეთ. ინტერვიუ საინტერესოდ მიმდინარეობდა, როდესაც ბატონი ედუარდის პირად მობილურზე ზარი გაისმა. პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა დავითაშვილმა ბოდიში მოგვიხადა და მობილური ტელეფონი ბატონ ედუარდს მიაწოდა. "ირაკლი, გისმენ, როგორ ხარ? დიდი მადლობა, დიდი მადლობა, გაიხარე, ყოჩაღად იყავი" - დიდი სითბოთი უთხრა ბატონმა ედუარდმა. ის იყო, მომდევნო კითხვის დასმაზე ვფიქრობდით, როცა შევიტყვეთ, ედუარდ შევარდნაძეს მოსაკითხად და საკუთარი წიგნის გადასაცემად "ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელი ურეკავდა. ბუნებრივია, გაგვიკვირდა... "პოლიტიკური დაპირისპირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთან ადამიანური ურთიერთობა არ შეიძლება", - ასე აგვიხსნა მან თავისი დამოკიდებულება.

    ეთერ ბალაძე
    24.05.2010

      ახლახან "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი გოგა ხაინდრავა პარიზიდან დაბრუნდა, სადაც თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. ამბობს, რომ ოქრუაშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩამოვა.

    ირმა ჩაფიძე
    22.05.2010

      რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია "კავკასიამ" პოლიტიკური თოქ-შოუს მიმდინარეობისას დასვა კითხვა, რამდენად გამოხატავენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალები მათ ინტერესებს. გამოკითხულთა 75 პროცენტი აცხადებს, რომ არ ასახავენ. ექსპერტებში ლოგიკურად გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყოს ახალი პოლიტიკური ძალისა და ახალი პოლიტიკური ლიდერების ფორმირების პროცესი.

    თამთა ქარჩავა
    22.05.2010

      "გვთხოვთ ყველას, როგორც ძმა, როგორც შვილი და როგორც მეგობარი, გამოდით არჩევნებზე და გადავარჩინოთ საქართველო, რომელიც დღეს განსაცდელშია. ეს კაცი როდის ააფეთქებს კიდევ არსებულ სიტუაციას, არავინ არ იცის", - აცხადებს "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიტატი, ზვიად ძიძიგური. ის ცესკოს ტელეკომპანიების: "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების გატარებას სთხოვს. როგორ აფასებს საკუთარ შანსებს და მართლაც მუშაობენ თუ არა ნარკორეალიზატორები "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

    სალომე ცეცხლაძე
    22.05.2010

      თბილისის გლდანის ნომერ მერვე საპყრობილის დირექტორის თამაზ მელაძის წინააღმდეგ 84 ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ისინი მას პატიმრის ნახვისას გაუსაძლისი პირობების შექმნასა და ადვოკატის საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    22.05.2010

      ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინულმა კომპანიამ "პრომოვა" (ზრო.მოვა) მედია მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 30 მარტიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიში "პრომოვას" მმართველმა პარტნიორმა, ეუთოს ექსპერტმა ევგენი გლებოვიცკიმ წარადგინა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved