თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ 9 საათიანი მოლაპარაკებები „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაშალა, რადგან ამ დისკუსიის შემდეგ „უსუსური და უსამართლო არგუმენტები" ჰქონდათ, ფიქრობს, რომ ისინი რევოლუციური სცენარის მოწყობას შეეცდებიან, თუმცა უშედეგო იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

დიდი ალბათობით მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიცია ორად გაიყოფა - ნაწილი პარლამენტში შევა და ნაწილი კი კარვებში დარჩება, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2021

კრისტიან დანიელსონის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის მომზადებული შეთავაზება გულისხმობს ოპოზიციის შესვლას პარლამენტში და მზადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. სწორედ შეთანხმების ეს ვერსია იდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს, თუმცა, ამ მხრივ ხუთშაბას შეიცვალა თუ არა რამე, გაურკვეველია.

რეზონანსი
18.03.2021

ხუთშაბათს ახალიციხეში დაფიქსირებულმა შემთხვევამ მნიშნელოვნად გააძლიერა ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობა ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროში გვიანობამდე მიმდინარეობდა მსჯელობა, შეეჩერებინათ თუ არა დროებით ვაქცინაციის პროცესი. ხელისუფლების წარმომადგენლები კი უკვე ღიად აღიარებენ, რომ აცრის საჭიროებაში მოსახლეობის დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2021

დასავლეთი საქართველოს მისამართით უპრეცენდენტოდ აქტიურდება. 23 მარტს აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. პარალელურად კი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ევროპარლამენტი სპეციალური ჯგუფის შექმნას აპირებს. რატომ მოექცა საქართველო დასავლეთის ასეთი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში?

ია აბულაშვილი
18.03.2021

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ყოფილი თანაპარტიელის გოგი წულაიას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაკავება პროცესუალური დარღვევებით მოხდა.

ია აბულაშვილი
18.03.2021

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოელ დიპლომატებზე გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შიშით სხნის. მისი აზრით, სააკაშვილს  არ სურს, რომ ამ განცხადების გავლენით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული გადაადგილებები დაიწყოს.

ელზა პაპოშვილი
17.03.2021

მძიმე 4 საათიანი მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ  უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ხვალ უნდა დასრულდეს. მათი თქმით, საუბარი მიდის რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრებზე. როგორც პოლიტიკოსების საუბრიდან ირკვევა, პრობლემური სწორედ ეს ორი საკითხია. „ნაციონალები“ ღიად ამბობენ, რომ თუ ამ ორ თემაზე შეთანხმება არ მოხდება, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ.  

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2021

ნატო ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების ერთგულია და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით - ამ შინაარსის მთავარი გზავნილი გააჟღერა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ია აბულაშვილი
17.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის "ლეიბორიტსული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2021

ეკლესია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ამ შინაარსის პასუხი გასცა საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის თხოვნას, რომელიც თვლის რომ ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან საზოგადოების ნდობა მათ მიმართ მაღალია.

ელზა პაპოშვილი
16.03.2021

უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, სადაც, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი. ამაზე მინიშნებები სამშაბათს ბრიუსელში გაკეთდა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნამდვილი ცივი შხაპია ოპოზიციისათვის.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×