Resonance
29.09.2017

  „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall-ი ქ. ბათუმში გახსნა. 10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall-ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

ნინო ქეთელაური
29.09.2017

 ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, თუმცა ბიზნესმენის ოჯახი დამკვეთების დასჯას ითხოვს და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს - ქურასბედიანს და უდესიანს. პირველი უკრაინაში ბიზნესმენია, მეორე კი სააკაშვილის პრეზიდენტობისას სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მერიის სპორტის დეპარტამენტის უფროსად. ორივე მათგანი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

ია აბულაშვილი
29.09.2017

 "კონსტიტუციის წარამარა განკითხვამ მოიტანა არასერიოზული დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ და ხალხშიც განელდა ინეტერესი კონსტიტუციის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს რკინის კანონი უნდა იყოს," - აცხადებს რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ნინო ქეთელაური
29.09.2017

 2012 წლიდან დღემდე სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, ასევე, იქ დასაქმებულთა რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი, რომელიც კორუფციის რისკებს ეხება.

გვანცა ღვედაშვილი
29.09.2017

 "ვენეციის კომისიაში რა განწყობაა, ამაზე შეიძლება მათი გამონათქვამებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ეს გამონათქვამები კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სრულიად დადებითი. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომლის მიხედვითაც, არც მწვადი დაიწვა და არც შამფური," - აღნიშნა შეფასება "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.

ეკატერინე ბასილაია
28.09.2017

 აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალის ქართულ მოსახლეობას ულტიმატუმს უკვე მკაცრად უყენებს, ე.წ. აფხაზური პასპორტის სანაცვლოდ ქართულ პასპორტებზე თქვან უარი, საქართველოს მოქალაქეობის დამალვის შემთხვევაში კი "აფხაზეთიდან გაძევებით" ემუქრებიან.

ნინი საყვარელიძე
28.09.2017

რას მივიღებთ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ - "სიცოცხლით სავსე ქალაქს" თუ მმართველობით კრიზისს? თბილისში მერის არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას, ძირითადად, ამ ფაქტორებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. კანდიდატები საკმაოდ ბევრია. მათ ზურგს პარტიული ნომენკლატურა უმაგრებთ გარდა ერთი კანდიდატისა, რომელიც ასე თუ ისე მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ანალიტიკოსების მტკიცებით, დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეძლებს იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას. შეიძლება მივიღოთ მმართველობის კრიზისი და ჩაგდებული პროექტები. 

გვანცა ღვედაშვილი
28.09.2017

 "ამ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ყველა მისმა წინამორბედმა, საზოგადოებას შუა თითი აჩვენა. მათ თქვეს, ისევე როგორც მიშა ამბობდა, რომ უნდოდათ ისეთი კონსტიტუცია დაეწერათ, რომელიც მათი ძალაუფლების მუდმივობას უზურუნველყოფდა", - აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის მიღებასთან დკავშირებით გააკეთა.

გვანცა ღვედაშვილი
28.09.2017

 კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის თავჯდომარემ პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. კონსტიტუციას, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით, ათწლეულებისთვის უნდა გაეძლო, გარკვეულ შესწორებებს უკვე მოითხოვს.

ეკატერინე ბასილაია
27.09.2017

 ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს. 117 ხმა 2-ის წინააღმდეგ - 9-თვიანი მწვავე დაპირისპირება-ურთიერთბრალდებების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი კონსტიტუცია სამი მოსმენით ერთპარტიულად უკვე მიიღო. "ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისინი დიდხანს იამაყებენ. ოპოზიციამ ფაქტს "ხელისუფლების უზურპაცია", "ერთპიროვნული დიქტატურა" უწოდა და საპროტესტო გამოსვლები დააანონსა, ხოლო პრეზიდენტი ვეტოს დადებისთვის ემზადება.

ია აბულაშვილი
27.09.2017

 "კონსტიტუციის დღევანდელი ტექსტი ნამდვილად უკეთესია იმაზე, რაც წლების განმავლობაში გვქონდა, სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის სამარცხვინო ჭრა-კერვის შედეგად," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

ნინო ქეთელაური
27.09.2017

 კითხვები ყოველთვის იქნება, რაც თავისთავად ხელისუფლების მიმართ ნდობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით მას გარკვეული პრობლემები ექნება, რადგან როცა დასავლეთს დასჭირდება, ყოველთვის გაიხსნებს, რომ კონსტიტუციის მიღებისას ჩვენმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა," - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×