სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    11.11.2013

     "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ინიციატივით დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრის თემა ვილნიუსის სამიტი და საქართველოში მიმდინარე ცვლილებები იყო. ჯგუფის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია "მთელ კვირასთან " ინტერვიუში შეხვედრის შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება რადიკალურ შეცდომას არ დაუშვებს, საქართველოს ვილნიუსის სამიტზე პარაფირებასთან დაკავშირებით წარმატება თითქმის გარატირებული აქვს.

    ია აბულაშვილი
    11.11.2013

    ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ახალ მთავარ პროკურორს ურჩევს, ფრთხილად იყოს პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან, რადგან, მისი აზრით, პოლიტიკა და პოლიტიკური კონიუნქტურა ყოველთვის დამხმარე და ხელისშემწყობნი არ იქნებიან.

    თიკო ოსმანოვა
    09.11.2013

     რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი, თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავება და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი - ეს ის გახმაურებული საქმეებია, რომელიც მომავალი მთვარი პროკურორის სახელთან არის დაკავშირებული, როდესაც იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

    თამთა ვირსალაძე
    09.11.2013

    2014 წლის სექტემბრამდე შესაძლოა ათასობით არალეგალი ემიგრანტი სამშობლოში დააბრუნონ. ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას სწორედ ამ პერიოდისთვის ელოდება. ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მთავარი პირობა კი რეადმისიის შეთანხმების შესრულებაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში მყოფი არალეგალების შინ დაბრუნებასაც გულისხმობს.

    ია აბულაშვილი
    09.11.2013

    მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თანამდებობას ოფიციალურად 17 ნოემბრის შემდეგ დატოვებს, მას ოთარ ფარცხალაძე შეცვლის და როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება.

    მაია აბაიაძე
    09.11.2013

    ქართველი სინოპტიკოსების განცხადებით, ევროპის სინოპტიკოსთა პროგნოზი - ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთრის შესახებ საქართველოზე არ ვრცელდება. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია და წელს ზამთრის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -8 გრადუსამდე დაეცემა.

    მარი ოთარაშვილი
    09.11.2013

    ცხინვალში პარტია "ედინაია ოსეტია" ვლადიმერ სანაკოევის, დიმიტრი სანაკოევისა და მთელი რიგი იმ ჩინოვნიკების დაკავება-გასამართლებას ითხოვს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში წლების განმავლობაში გარკვეულ თანამდებობებს იკავებდნენ.

    იაგო ნაცვლიშვილი
    09.11.2013

     "რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთში წასვლა ძალიან უჭირთ... გვესმის, რომ მიდის ვიზების ლიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის. მოვისმენთ, თუ რა წინსვლაა ამ მიმართულებით", - განუცხადა "რეზონანსს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

    თაკო მათეშვილი
    09.11.2013

    მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, აჭარასა და გურიაში უკვე დასრულდა. აღწერა, 12 - წლიანი პაუზის შემდგომ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. მისი პირველადი შედეგები 2014 წლის აპრილში, საბოლოო კი -2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება. საერთო ჯამში, ამისთვის დაახლოებით 18 მილიონი ლარი დაიხარჯება.

    სალომე აბულაძე
    09.11.2013

    თბილისში, მუხიანის აგარკზე მოსახლეობას წყლის, კანალიზაციის და გზის პრობლემა აქვს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ისინი ამბობენ, კანალიზაცია პირდაპირ ქუჩებში მოდის. სასმელი წყალი რეგულარულად ზამთარში მიეწოდებათ, ზაფხულში კი - შეზღუდულად. წვიმის დროს გზის საფარიც უარესდება. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღნიშნული პრობლემები ათეულობით წლებია აწუხებთ. რაც შეეხება გაზიფიკაციას და ელექტროენერგიას, ისინი აღნიშნავენ, რომ გაზიფიკაცია რამდენიმე წლის წინ მოხდა, ელექტროენერგიის გამრიცხველიანება კი რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

    ანი ფაცია
    09.11.2013

    ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი "რეზონანსთან" ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოცი ათასი მოწმე დაიკითხა, რომლის სიაც ბრალმდებელს აქვს, მაშინ პროცესის დასრულებას სამი წელი დასჭირდება.

    ბესო კუნელაური
    09.11.2013

    "პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის მიერ რეგულირდება ბრძანებულებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს მიიღო. ამ ბრძანებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო შეეწყალებინა ნებისმიერი მსჯავრდებული. ვფიქრობ, უნდა მოხდეს შეწყალების ინსტიტუტის მკვეთრი რეგულაცია. ყველა შეწყალება უნდა განხორციელდეს შეწყალების კომისიასთან კონსულტაციების შედეგად," - განუცხადა "რეზონანსს" სამართალმცოდნე კახი კახიშვილმა შეწყალების ინსტიტუტის რეფორმირების საკითხზე კომენტირებისას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved