სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბესო კუნელაური
    13.11.2013

    ეკატერინე ბასილაია

    პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს რესპუბლიკის მოედანზე 22 საათზე თურქულ-არაბული ბარების დახურვის, ასევე სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნით აქცია იმართება, რისი მიზეზი გახდა აღმაშენებლის გამზირსა და რესპუბლიკის, იგივე ვარდების მოედნის მახლობლად არსებულ აზიურ ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცების ეთნიკური ნიშით არშეშვება.

    ნინო მშვიდობაძე
    13.11.2013

     სპეციალურად "რეზონანსისათვის" ლანჩხუთიდან

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ "რეზონანსისთვის" მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ გამგეობაში 2013 წლის სექტემბრისთვის ხელშეკრულებით 46 ადამიანია აყვანილი. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, კახა ასკურავა ამბობს, რომ ხელშეკრულებით აყვანილ ადამიანთა რიცხვი იმდენად დიდია, სერიოზული დაფიქრების საბაბს იძლევა:

    მარი ოთარაშვილი
    13.11.2013

    მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ გალში აფხაზრი პასპორტების შემოწმების პროცესი, როგორც "რეზონანსი" გუშინდელ ნომერში იუწყებოდა, შეჩერებულია, რამდენიმე გალელს ეს დოკუმენტი ჩამოართვეს. სავარაუდოდ, ეს მანამდე მოხდა, რაც შიდა დაპირისპირების შემდეგ სოხუმის სეპარატისტულ მთავრობაში ამ პროცესის შეჩერება გადაწყდა. ამას წინ უძღოდა უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას მოხსნა, რომელსაც ამ საკითხში რადიკალური პოზიცია ეკავა.

    იაგო ნაცვლიშვილი
    13.11.2013

    მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ 18 პატიმარი შეიწყალა. მათი უმეტესობა სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა, თუმცა არიან ასევე მკვლელობაზე, მკვლელობის მცდელობაზე, ყაჩაღობაზე (მათ შორის ჯგუფურზე) და თაღლითობაზე გასამართლებული პირები.

    ია აბულაშვილი
    13.11.2013

     ახალი მთავრობის ფორმირებაზე პარლამენტი მუშაობას პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღესვე დაიწყებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის მთავრობას მომავალ კვირაშივე ნდობას გამოუცხადებს. რა მოლოდინი აქვს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროსს, ამაზე "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

    სალომე აბულაძე
    13.11.2013

     ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე პოლიტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობასთან მძიმე დაზიანებებით იპოვეს. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ანჩაბაძე საკუთარმა მეგობარმა პირადი კონფლიქტის გამო აწამა.

    ანი ფაცია
    13.11.2013

    ა/ო "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ" 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც მისმა ხელმძღვანელმა გრიგოლ გაგნიძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშა, საქართველომ ამ არჩევნებით გამოცდა ჩააბარა, რომ მას შეუძლია, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.

    ქეთევან ლებანიძე
    13.11.2013

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ქუთაისიდან

    მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ხშირ ცვლაზე თავად საკრებულოს დეპუტატებიც კი ხუმრობდნენ, ამ საკითხს და ზოგადად ქუთაისის თვითმმარველობაში მიმდინარე პროცესებს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მიქაძე გამოეხმაურა.

    სალომე სარიშვილი
    13.11.2013

    მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გუშინ საზეიმო საერთო კრება გაიმართა, რომელიც მეცნიერათა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. მას მეცნიერები, პროფესორ-აკადემიკოსები ესწრებოდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოჩენილი მეცნიერები დააჯილდოვა.

    ელზა წიკლაური
    13.11.2013

    რკინიგზაში გაფიცვისთვის ემზადებიან. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის ხელმძღვანელობა "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების" მიერ წამოყენებულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, ხვალიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ისინი მოთხოვნებს არ შეცვლიან და თუ დღეს რკინიგზის ხელმძღვანელობისგან პასუხს არ მიიღებენ, ხვალ უკვე მოქმედებაზე გადავლენ.

    მაია აბაიაძე
    12.11.2013

    პროკურატურაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა და რომლის თანახმადაც კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანსა და სამეგრელოს გუბერნატორს შეიძლება ქართველებისადმი სასტიკი მოპყრობით ცნობილი აფხაზი ბოევიკების ბუთბას, ტურნანბასა და ხიშბას მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენონ ბრალი.

    თაკო მათეშვილი
    12.11.2013

    "გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქალაქის ისტორიული უბნების ბედი გახსნილი დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტილიყო," - ამბობს ურბანისტი და არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე ძველი თბილისის იერსახეზე საუბრისას და დასძენს, რომ დედაქალაქის მერია თავისი გადაწყვეტილებებით მას დიდ ზიანს აყენებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved