სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხიდაშელი
    28.06.2013

    საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, თუმცა კი შემცირდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სარეკლამო ბაზარი შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 2012 წელს რეკლამისთვის 54 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამ ფულის 72% ტელევიზიებმა მიიღეს, 10% რადიოს ერგო, 5% - ბეჭდურ მედიას, ხოლო 2% - ინტერნეტ რეკლამას.

    ეკა ბასილაია
    28.06.2013

    "ნაციონალურმა მოძრაობამ", შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებს ბოლო წამს ბოიკოტი გამოუცხადოს, ამის მიზეზ კი მათი პარტიის მიმართ "მიზანმიმართული შანტაჟი" და "მასობრივი დაკავებები" სახელდება.

    რუსიკო მაჩაიძე
    28.06.2013

     ნატო-ს გენმდივანს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ ვეფხისტყაოსანი აჩუქა, "როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი საქართველოს დასავლური კულტურის წევრობისა". რასმუსენიც ამბობს, "საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა", მაგრამ 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი კვლავ გაურკვეველია და ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაიმეორა, რომ "ეს დამოკიდებული იქნება რეფორმების გაგრძელებაზე" და სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ნატო-ში გაწევრიანების გარანტია არ არის.

    ია აბულაშვილი
    28.06.2013

    "ის, რაც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენების თავს ხდება, სააკაშვილის მეთაურობით, აგონიასაც ვეღარ უწოდებ და პირდაპირი შედეგია მერაბიშვილის ვირის აბანოში მიბრძანების," - განაცხადა "რეზონანსთან" ყოფილმა პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ. "რეზონანსი" პეტრე მამარაძეს იმ უცნაურ განცხადებებზე ესაუბრა, რომელსაც ამ ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსები აკეთებენ.

    სალომე სარიშვილი
    28.06.2013

    ქუთაისში მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. ტრაგედია დილის 6 საათზე ქუთაისის შემოსასვლელთან დატრიალდა, როცა მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ თურქულ ტრაილერს დაეჯახა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიცია სიჩქარის გადაჭარბებაზე საუბრობს, თუმცა დეტალებს არ ახმაურებს.

    მარი ოთარაშვილი
    28.06.2013

    "ახლა მიდის სამზადისი იმისათვის, რომ სასწრაფო წესებით მოხდეს თანხის მობილიზება და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწესებული გადასახადების გაუქმება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია. თუმცა თავად ბაგა-ბაღების დირექტორები და აღმზრდელები ამაში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან.

    თათია ჩაფიჩაძე
    28.06.2013

     ერთიანი ეროვნული გამოცდები - 2013 ტრადიციულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წელს პირველად უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის რამდენიმე მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრულ კურსს აფინასებს, აბიტურიენტების მშობლები აცხადებენ, რომ არჩევანის გაკეთება სურვილის მიხედვით მოხდა და შეთავაზებული 17 სპეციალობა მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

    თაკო მათეშვილი
    28.06.2013

    საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების გუშინდელ დაკავებას "ნაცმოძრაობაში" საკრებულოს დღევანდელ სხდომას უკავშირებენ. ამბობენ, რომ სხდომების წინ საკრებულოს წევრების დაკითხვაზე დაბარება უკვე ჩვევად იქცა და ამ ყველაფერს უხეში ზემოქმედების მძაფრი სუნი ასდის.

    სალომე აბულაძე
    28.06.2013

    სტრასბურგში საქართველოს შესახებ გადაუდებელ დებატებს ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის არც ერთმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზურაბ დავითაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით ვერც ქვეყანა მოიგებს და ვერც პოლიტიკური პარტიები, თუმცა ტრაგედიას ამ დებატების ჩაშლით ვერ ხედავს.

    თათია ჩაფიჩაძე
    27.06.2013

     ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ პაატა ბურჭულაძე შეთავაზებას დათანხმდება. ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. თავად ბურჭულაძემ კი განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე 9 ივლისს დანიშნული სასცენო მოღვაწეობის 35 წლისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

    რუსიკო მაჩაიძე
    27.06.2013

    ნატო-ს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ "საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა." თუმცა ვერაფერს ამბობს, 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი იქნება თუ არა დღის წესრიგში და დასძენს, რომ ეს დამოკიდებული იქნება რეფორმების გაგძელებაზე. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გარანტი არ არის.

    თამთა ვირსალაძე
    27.06.2013

     2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრული სიებით ჩატარდება. რაც შეეხება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, ცსკოს ინფორმაციით, სიების გადამოწმება არ იგეგმება, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით კი, ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved