სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    24.04.2019

     თეირანის მუქარა, რომ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს, ნავთობის ფასებზე კატასტროფულად იმოქმედებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანმა ეს ნაბიჯი რომ არ გადადგას, ნავთობპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია.

    ნანა ბერუაშვილი
    24.04.2019

     სურსათზე ფასი მაისის შუა რიცხვებიდან დაიწევს. ეს, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს შეეხება, თუმცა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სიჭარბე იქნება და ფასის კლებაც მის ხარჯზე მოხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის მცირე ბიზნესის რეალური ხელშეწყობაა საჭირო. მანამდე მუდმივად სიძვირე იქნება.

    მარი ჩიტაია
    24.04.2019

     საქართველო ვალებს ვერ აუდის. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ვალი მუდმივად მატულობს, ქვეყნისათვის არანაკლები ზიანის მომტანია სახელმწიფო შპს-ების ვალიც, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, უდიდესია და ბოლო 6 წლის განმავლობაში 7 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი.

    მარი ჩიტაია
    23.04.2019

     მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ქართულ პროდუქციას ბარიერი ხვდება. პრობლემა მასშტაბურია არმატურისა და ცემენტის მწარმოებლებისთვის, რომელთა განცხადებითაც, პროდუქტს ვერ ყიდიან მეზობელ და რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აკავშირებს. ეს მაშინ, როცა საქართველოში იმპორტული ფოლადი უპრობლემოდ შემოდის და ხშირად ადგილობრივ ბაზარზე დემპინგურ ფასად იყიდება.

    მარი ჩიტაია
    23.04.2019

     საჯარიმო სანქციები დღითი დღე მკაცრდება და უკვე რეპრესიულ სახეს იღებს, თანაც ისე, რომ საჯარიმო თანხის მოცულობაც მატულობს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ბიზნესისთვის ეს საკითხი, შესაძლოა, ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიური ხარჯის გამკლავებასაც ვერ ახერხებს.

    თეო გუდავაძე
    23.04.2019

     სააღდგომოდ გაძვირებულმა პროდუქციამ და ძალიან მაღალმა ფასებმა მომხმარებლები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. გაძვირებულია როგორც საკვები პროდუქტები, ასევე სხვადასხვა მომსახურება, რის გამოც ხალხის დიდ ნაწილს უჭირს სადღესასწაულო ხარჯთან გამკლავება. ეკონომისტები "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ პროდუქტებზე ფასის ზრდა მაღალი მოთხოვნის შედეგია.

    თამუნა მუკბანიანი
    23.04.2019

     გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, შშმ პირებისათვის არაადაპტირებული გარემო, არასაკმარისი საპარკინგე ადგილები, ბიოტუალეტების სიმცირე, ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა - ეს პრობლემები აჭარაში ჩასულ დამსვენებლებს ყოველ წელს უცვლელად ხვდებათ. პრობლემები, რომელიც წლებია, დაგროვდა და ადგილობრივი ხელისუფლება მოგვარების პირობას ყოველი სეზონის ბოლოს დებს, კვლავ გადაუჭრელია. ამჯერადაც არსებობს დაპირება, რომ 2019 წლის ტურისტული სეზონი იქნება სხვაგვარი და მოწესრიგებულ გარემოში ჩაივლის.

    მარი ჩიტაია
    19.04.2019

     მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში ცვლილებები დაიწყო. ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ მინისტრები შეიცვლებოდნენ, რადგან მწვავე ეკონომიკური სიტუაციაა და ქვეყანა წინ ვერ მიდის, რაც პირველ რიგში, სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა. უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა, ვინ იქნება შემდეგი. ეს შეიძლება ფინანსთა მინისტრი აღმოჩნდეს.

    თამუნა მუკბანიანი
    19.04.2019

     საქართველოში ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა კიდევ 3%-ით გაიზარდა. აქამდე ერთ წლამდე ვადით მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25% იყო, 18 აპრილიდან კი 28% შეადგინა. განაკვეთი წელს კიდევ ერთხელ გაიზრდება და მაისში 30%-ს მიაღწევს. ემუქრება თუ არა საფრთხე ამ გადაწყვეტილებით ეროვნულ ვალუტას? ბანკებს მოუწევთ დოლარის ბრუნვიდან ამოღება და ბაზარზე დეფიციტი წარმოიქმნება.

    თეო გუდავაძე
    19.04.2019

     197 დაჯარიმებული სამედიცინო დაწესებულება და, ჯამში, 56-მილიონიანი ჯარიმა. ეს შედეგი გამოავლინა კლინიკების შემოწმებამ. წესების დამრღვევთა შორის ისეთი დიდი სამედიცინო ცენტრებიც არიან, როგორიცაა "ევექსი", "ჯეოჰოსპიტალსი" და სხვა. "რეზონანსის" ცნობით, დაჯარიმებულები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. სამედიცინო სეფროში კი ასეთი პრობლემები არ აღმოიფხვრება, სანამ არაერთგზის დაპირებული ელექტრონული სისტემა არ ამოქმედდება.

    მარი ჩიტაია
    19.04.2019

     ახალმა საარსებო მინიმუმმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი გაზაფხულია, რაც კი ბოლო წლებში ყოფილა. მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა კონკრეტულად როგორი უნდა იყოს სქემა, ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. სპეციალისტების რეკომენდაციაა, მასში სურსათის წილი დაახლოებით 20%-ით შემცირდეს და არასასურსათო ხარჯთან მიმართებით 50/50-ზე პროპორციით განისაზღვროს.

    რეზონანსი
    18.04.2019

     თბილისი, 18 აპრილი, 2019 – ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიასთან FlyHelp–ი თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა. მომხმარებელი უბრალოდ ავსებს განაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×