გვანცა წულაია
27.08.2020

კორონავირუსისგან შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ სასტუმროების ნაწილი საკმაოდ დააზარალა. პანდემიის გამო, საქართველოში უმარავი სასტუმრო დაიხურა. ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროების ტიპის ობიექტებს შეექმნა. ახლა გასარკვევია, პანდემიის საფრთხის ჩავლის და ქვეყნის საზღვრის გახსნის შემდეგ, შეძლებენ თუ არა სასტუმროები ფუნქციონირების აღდგენას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა. მათი ნაწილის საქმიანობა კი, კორონავირუსმა დროებით ანდა საბოლოოდ გააჩერა.

ჯერ კიდევ, პანდემიის საწყის ეტაპზე, ქვეყანაში უამრავმა ადამიანმა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა. მარტსა და აპრილში, სასტუმროების ჯავშნის 80-90% გაუქმდა, რამაც ბიზნესს პრობლემები ეპიდემიის გავრცელებიდან მალევე შეუქმნა.

სასტუმრობში ჯავშნების გაუქმებას მალევე მოჰყვა მათი დახურვა და დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ან იქამდე, სანამ ტურისტული მიმოსვლა საბოლოოდ არ აღდგება, სასტუმროების უმრავლესობა ფუნქციონირების განახლებას ვერ შეძლებს.

განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ სასტუმრო ტიპის ობიექტებს. მათმა დიდმა ნაწილმა, კორონავირუსის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლო და ფუნქციონირება შეწყვიტა.

ასეთი რთული მდგომარეობის შემდეგ, გასარკვევია, წლის ბოლომდე ანდა იქამდე სანამ, ცხოვრება ჩველ რითმს დაუბრუნდება, შეძლებენ თუ ვერა სასტუმროები მუშაობის განახლებას?

სასტუმბოების ბაზარზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საურბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. მისი თქმით, მარტისა და აპრილის შემდეგ, მდგომარება არ გამოწორებული და სავარაუდოდ, არც არაფერი შეიცვლება.

"მარტისა და აპრილის შემდეგ, არაფერი არ შეცვლილა, ისევ ისეთი მდგომარეობაა და სავარაუდოდ, არც არაფერი შეიცვლება. სასტუმროები არ გახსნილი და ისევ არის დახურული.

საქართველოში ტურიზმის 2021 წლის აპრილამდე არ აღდგება. ეს არის რეალური პროგნოზი, რადგან ტურისტებისთვის ქვეყანა გვაქვს ჩაკეტილი. რაც მარტში ვთქვი, ყველაფერი ახდა. 2021 წელს გვექნება -35%, 2019 წელთან შედარებით. წელს გვექნება -2.5 მლრდ დოლარი შემოსავალი ტურიზმით", - განცხადა "რეზონანსთან" შალვა ალავერდაშვილმა.

კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინიდან გამომდინარე, ვითარების გამოსწორების შანსი ჯერჯერობით არ ჩანს. სასტუმროების ბაზარზე ეუკეთესი ვითარების იმედი ფაქტობრივად, გამქრალია და ფაქტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეოობის გამოსწორების შემდეგ, სასტუმროების ნაწილი ვერ გაიხსნება.

ტურიზმის სფეროს სფეციალისტი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ "კორონაირუსის პანდემიამ, სასტუმროების ბიზნესი წარმოუდგენელ მდგომარეობაში ჩააყენა".

"სასტუმროების ბიზნესი კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ცუდ, წარმოუდგენელ ვითარებაში ჩააყენა. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ასეთი რამ მოხდებოდა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, განურჩევლად ქვეყნებისა და მით უმეტეს საქართველო, რომელიც ცხოვრობს ტურიზმით, დარჩებოდა ასე უიმედოდ.

საკმაოდ წარმატებულები ვიყავით. 8 მილიონზე მეტ ტურისტს ვიღებდით წელიწადში. 2020 წელი კი, რითი დამთავრდება და სტატისტიკა რას გვიჩვენებს, არ ვიცით.

საბოლოოდ, პანდემია სასტუმროებს ძალიან დააზარალებს. თუ, რა თქმა უნდა, სიტუაცი დაწყნარდება და ვაქცინა შექმნეს, არამგონია ძალიან დიდი დრო დასჭირდეს სიტუაციის გამოსწორებას. ბევრი სასტუმრო დაიხურა და ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ მომხმარებელი. ანუ, დახურულია დროებით და საჭიროა მისი გაღება. როგორც კი, ტურისტები კარზე მიადგებიან, ისინი ისევ გაიხსნებიან. მაგრამ, გარკვეული მცირეოდენი დანახარჯები იქნება საჭირო. მთავარია, შემოვიდეს უსაფრთხო ტურისტი და შემდეგ სასტუმროებიც გაიხსნება და ვითარება გამოსწორდება, თან სწრაფად, რადგან ხალი დაიღალა ასეთი ცხოვრებით", - უთხრა "რეზონანს" ნიკა კვარაცხელიამ.

წელს, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად, ვერ იმუშავებს. ახლა ყველანაირი იმედი შიდა ტურიზმზე მყარდება.

ნიკა კვარაცხელია ასევე ამბობს, წლის ბოლომდე არსებული მძემე მდგომარეობა შესაძლოა, ვერ გამოსწორდეს.

"სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა პოლიტიკას ატარებენ. ჩვენთან კი, ადამიანური მსხვერპლი საოცრად მინიმალურია. სამაგიეროდ, ინგრევა ეკონომიკა და ტურიზმი. მსოფლიო ექსპეტრებს ეგონათ, რომ პანდემია ტურიზმს 30%-ით შეამცირებდა, შემდეგ - 50%-ით და ბოლოს 70%-ს ასახელებდნენ. საქართველომ შედარებით კარჩაკეტილი ცხოვრება აირჩია.

არამგონია, წლის ბოლომდე რაიმე განსაკუთრებული რამ მოხდეს და მდგომარეობა შეიცვალოს. ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება თუ ზამთრის ტურიზმის იქნება დატვირთული. თუმცა, შესაძლოა, წელს ასე არ მოხდეს და მომავალი წლის სეზონამდე ასეთი ვითარება დარჩეს. ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით ტურიზმის დარგის და მასთან დაკავშირებული დაწესებულელების დარგის მუშაკები", - დასინა "რეზონანსთან" მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×