"ძალიან ცუდი ვითარებაა და არც კი ვიცი ის დანაკლისი როგორ ავინაზღაუროთ"
რეზონანსი
03.09.2020

საქართველოში ტურიზზმა ზაფხულის სეზონზე დიდი დარტყმა განიცადა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და კორონავირუსის მეორე ტალღიდან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ზამთრის კუტორტებზე დამსვენებელები თითქმის არ იქნება.

შიდა ტურიზმე დიდი იმედი თავიდანვე არ მყარდებოდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში შეჩერდა, სფეროს სპეციალისები ამბობდნენ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი არ გაამართლებს და იმ შემოსავალს, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისგან უნდა მიგვეღო, ვერაფერი გადაფარავდა შეავსებდა. 

"ჰელისკი ჯორჯიას" ხელმძღვანელის ვატო ასათაშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს, დაახლოებით 8-10 მილირად ლარამდე დააკლდა. 

„ჩვენ ჯერ კიდევ მაისში გვახსოვს მთავრობის მხრიდან „ბაქიბუქობა“, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნიდა საზღვრებს, შეიქმნებოდა მწვანე კორიდორები, მოიზიდავდა ხალხს - ეს კი ქეყნის ეკონომიკისთვის იქნებოდა შესაძლებლობა სწრაფად და მარტივად გამკლავებოდა კრიზისს. თუმცა, საზღვრები არ გახსნილა და ეს მოლოდინიც იყო არასწორი.

ჯერ კიდევ მაისში გამოიკვეთა, რომ ტურისტული სეზონი საქართველოში ჩავარდებოდა და ჩავარდა კიდეც. დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე გვაქვს ზარალი, ანუ შემოუსვლელი თანხა, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მათ შორის ჯაჭვურად სხვა სექტორებს (მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობას თუ ტრანსპორტს) დააკლდა. რეალურად კი ეს თანხა საქართველოს ეკონომიკას დააკლდა. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ზამთრის სეზონიც არ იმუშავებს.

რა ხდება დღეს? ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას არასწორი მენეჯმენტის გამო დავაკელით 8-დან 10 მლრდ ლარამდე, პლუს ამას კრიზისის წინაშე მდგომ კომპანიებს გადარჩენაში ვეხმარებით და ისევ ჩვენი დაკლებული ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ანუ ყველა ვარიანტში მინუსში მივდივართ და რეალურად პერსპექტივა არაფერი გვაქვს. უნდა შევეუგოთ ფაქტს და მაქსიმალურად ვეცადოთ კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გავიტანოთ,“ - განაცხადა ასათაშვილმა გადაცემა “საქმეში”. 

არაერთი ფაქტი მოწმობს, რომ წელს ტურისტული სექტორი ძალიან დაზარალდა. მართალია, ზღვისპირა კურორტებზე დამსვანებლების ნაკადი შეიმჩნდეოდა, თუმცა ის მოლოდინი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში იყო, არ გამართლდა. ბათუმში მდებარე საოჯახი ტიპის სასტუმროს მფლობელი, ზურა ხიმშიაშვილი ამბობს, რომ წელს რთული მდგომარეობა იყო, რის გამოც დიდად იზარალა. 

“პირდაპირ შეიძლება მკვდარი სეზონი დავარქვათ. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახი ტიპის სასტუმროებმა და ასევე დიდმა სასტუმროებმა ფასთადაკლება გავაკეთეთ, ბათუმში ტურისტული სეზონი მაინც ჩავარდა. არ გვყავდა იმდენი დამსავენებლი, როგორი მოლოდინიც გვქონდა. შარშან თითქმის, არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ ხალხი არ მყოლოდა და ცარიელი ნომრები მქონოდა. წელს კი, ეს ვითარება მთლიანად შეიცვალა. მაგალითადმ ივლისშიც კი რამდენიმე დღე მიყოლებით ოთახები ცარიელი მქონდა. 

ფაქტობრივად, ჩავარდა სექტემბერიც, ე.წ. ხავერდოვანი სეზონი. ბათუმს ამ პერიოდშის ბევრი დამსავენელი ჰყავდა ხოლმე და წელს მათი მეოთხედიც თუ ჩამოვიდა მადლობელი ვიქნებით. ძალიან ცუდი ვითარებაა და არც კი ვიცი ის დანაკლისი როგორ ავინაზღაუროთ, რომელიც კორონავირუსმა მოგვაყენა”, - აღნიშნა “რეზონანსთან” ზურა ხიმშიაშვილმა. 

ახლა ყველანაირი იმედი ზამთრის სეზონზე მყარდება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება შემოდგომის ბოლოს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტის მარინა მეტრეველის განცხადებით, რთულია პროგნოსის გაკეთება, მით უფრო, რომ სახარბიელო ვითარება ახლაც არ არის.  

“მთავრობა ეძებდა გზას, რომ შემოსავალი მიეღო. ახლა ისეთი პერიოდია, როცა მეორე ტალღის დაწყებაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. ალბათ, ყველაფერი დაიხურება და არც არავინ იცის როდის გაიხსნება. როცა გახსნილი ობიექტებიც კი იკეტება და უცნობია როდის გააგრძელებენ საქმიანობას, რთულია პროგნოზის გაკეთება. სანამ გვირაბში პატარა სინათლე არ გამოჩნდება, იქამდე ვერავინ იტყვის ზამთარში როგორი სიტუაცია გვექნება. 

როგორც კი, კორონავურსის მეორე ტალღა დაიწყება ეკონომიკის კლება გაგრძელდება და ეს მინუსები უფრო გაიზრდება. პროცესები პანდემიის პარალელურად განვითარდება”, - განუცხადა “რეზონანსს” მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (06.09.2020)
შედეგი ...უსისიტემო განვითარებისს...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×