გვანცა წულაია
03.12.2020

300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან დაიწყო. დახმარებას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

პირველადი განაცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

უკვე ცნობილია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში შეყვანაც იქნება საჭირო ერთჯერადი დახმარების მისაღებად. თავდაპირველად, მოამზადეთ შემდეგი მონაცემები:

პირველ ეტაპზე - სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge სადაც უნდა მიუთითოთ შესაბამისი ინფორმაცია:

1. მომხმარებელი

2. საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

3. მობილურის ნომერი

4. ელექტრონული ფოსტა

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, სადაც საჭიროა:

1. მისამართი

2. მობილური ტელეფონის ნომერი

3. საბანკო ანგარიშის ნომერი

ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დასაქმებული ან/და დამქირავებელი/ობიექტის მფლობელები, სადაც საჭიროა შემდეგი მონაცემების მითითება:

1. პირადი ნომერი

2. სახელი და გვარი 

3. მისამართი

4. მობილური ტელეფონის ნომერი

5. საბანკო ანგარიშის ნომერი

შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

დახმარებების კიდევ ერთი, ახალი პაკეტი ამოქმედდება მომავალი წლიდან, რომელიც იმ მოქალაქეებზე იქნება გათვლილი, ვინც ახალი შეზრუდვების გამო სამსახური დაკარგა. 

მთავრობის დახმარების კონკრეტული პაკეტი, რომლიც იანვრიდან ამოქმედდება, 1200-ლარიანი იქნება, რომელიც 6 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) იქნება და მათ ვინც, სამსახური დაკარგა ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს. 

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია, რა მონაცემების შევსება იქნება საჭირო, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობა, აღნიშნული 200 ლარიანი კომპანსაცია მთავრობისგან მიიღოს, თუმცა დიდი ალბათობით, იგივე სახის ცნობარის შევსება იქნება საჭირო, როგორც ეს პირველ ჯერზე მოხდა. 

1. სახელი და გვარი

2. მობილურის ტელეფონის ნომერი

3. პირადი ნომერი

4. მისამართი

5. საბანკო ანგარიშის ნომერი

დახმარებების გაცემა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, მათთვის, ვინს სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ სამსახურის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, 6 თვის განმავლობაში მიღებული 200-ლარიანი დახმარებით, ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ალბათ შეძლებს. 

“დახმარებები უაღრესად მნიშვნელოვანია, ახლა კი ჰაერივით საჭიროა მთლიანად ქვეყნისათვის, განსაკუთრებით, იმ ადამიენებისთვის, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ და უმუშევრები დარჩნენ. ბევრ მათგანს შეიძლება პურის ყიდვის პრობლემაც კი ჰქონდეს. მართალია, ეს თანხები რაოდენობრივად იმდენი არ არის, რომელიც საკმარისია ნორმალურად ცხოვრებისათვის, მაგრამ ჰაერივით საჭიროა, როგორც მინიმულური შემოსავალი, რომ მათ არსებობს შეძლონ. 

ეს დახმარება, რომელიც ახლა ბიუჯეტშია გათვლილი და მილიარდ ლარზე მეტია, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პირველი დამხარების პაკეტის დროს იყო. მაშინ, რამდენიმე მილიარდიანი პაკეტი იყო შემუშავებული. ბუნებივია, საკმარისი არ არის, ამიტომ მთავრობას მოუწევს ყველა საშუალების მოძებნა, რომ საკომპენსაციო პაკეტი გაიზარდოს, როგორც ინდივიდუალური პირებისთვის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ბიზნესის მხრივაც. სხვა გზა არ არის, ამ დახმარებით ხალხი ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს~, - განუცხადა ავთო სილაგაძემ “რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Elene   (04.12.2020)
Rafer davregistirdet

Lia   (04.12.2020)
Rogor davregistrirde


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )