პაატა კოღუაშვილი: ყოველი მეოთხე ადამიანი უკვე კრედიტით ცხოვრობს და იკვებება.
გვანცა წულაია
16.12.2020

საქართველოს ახლა იმაზე მეტი ღარიბი მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, რადგან პანდემიამ ადამიანებს შემოსავლები მკვეთრად შეუმცირა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით,  სქართველოში 2019 წელს ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 10 წლის წინ ასეთი ყოველი მესამე იყო. ამ ადამიანებს საარსებო მინიმუმზეც, თვეში 187 ლარზეც კი არ მიუწვდებათ ხელი. არსებული ვითარება 2020 წელს მეტად გაუარესდა და უფრო დრამატული სურათი შეიქმნა, რადგან პანდემიამ სიღიარიბის მასშტაბები გაზარდა. 

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სიღარიბესთან ერთად, არსებობს უკიდურესი სიღარიბეც და მათ ის ადამიანები მიეკუთვნებიან რომლებიც დღიურად დათვლით 1.90 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ, რაც ფასთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ნომინალურად დაახლოებით 60 ცენტია, ანუ 2 ლარი, თვეში - 60 ლარი. ასეთ უკიდურეს სიღარიბეში, აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართელოს მოსახლეობის 3.6%, ანუ 133 000 ადამიანი ცხოვრობდა.

როგორც აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, ახლა მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი აღებული სესხით იკვებება. 

"კორონავირუსის პანდემიამ მდგომარეობა უფრო გააუარესა. ყოველი მეოთხე ადამიანი უკვე კრედიტით ცხოვრობს და იკვებება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან მოსახლოების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ სამსახური დაკარგა და რაც მთავარია, ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნილა შემცირდა, სიძვირის გამო. უპირველეს ყოვლისა, ეს უკვე აისახა პურპროდუქტებზე, რომლის ღირებულებამაც 20%-ით მოიმატა. დღეს უკვე თონეში გამომცხვარი პური უკვე 1.20 თეთრი ღირს, ამ დროს მისი მოხმარება საკმაოდ მაღალია. 

ზოგადად კი პურის მოხმარებას საერთო სასურსათო კალთაში 60%-ზე მეტი უჭირავს. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რადგან იგი არ უნდა აღემატებოდეს 10-12%-ს. პარალელურად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იზრდება ფასები და ეს კიდევ გაგრძელდება. 

ყველა ეს პრობლემა თავი იჩინა სწორედ ახლა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელობლობის ძირითადი მიზეზია. ეს არის მთავარი. ქვეყანაში თუ არ არის სურსათი, არის მაღალი ფასები და დეფიციტი, სიღარიბე კი იზრდება და იზრდება. ამ ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში ვერ გაიგო, რომ აუცილებელი იყო ძირითად სასურსათო პრუდუქტებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება. შედეგს უფრო მწარეს მოვიკით”, - განუცხადა პაატა კოღუაშვილმა “რეზონანსს”. 

3.7 მლნ-იან ქვეყანაში, ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალურ დახმარებას, რომელიც სულზე 60 ლარს შეადგენს და ასევე გათვალისწინებულია სხვა მცირე შეღავათები კომუნალურ გადასახადებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, 510 ათასი ადამიანი იღებს. თებერვლიდან დღემდე ეს რიცხვი 70 ათასით გაიზარდა. იანვრიდან ნოემბრამდე დახმარების მოთხოვნელთა რაოდენობამ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 921 ათასიდან 994 ათასამდე მოიმატა. ყოველი 100 ადამიანიდან 27 სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და მათგან 14 ამ დახმარებას იღებს. 

ქვეყანაში ახლა კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ხალხი სამსახურს კარგავს, შემოსავალი უმცირდება და ამით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა იზრდება. უკვე მრავალი წელია სიღარიბე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის დაძლევაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. პანდემიის პირობებში, მდგომარეობა ვერანაირად ვერ გამოსწორდება, რადგან საქართველოს ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი უჭირდა სიღარიბის დაძლევა, ეკონომკური კრიზისის პირობებეში კი, ვითარება მხოლოდ გაურესდება. 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მოსახლეობაზე მძიმედ იმოქმედა და ამიტომ სიღარიბის მაჩვენებელი გაუარესდა. 

“რა თქმა უნდა, კორონავურუსის პანდემიამ ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ მეტად გააუარესა და ხალხი გააღარიბა. ყველას გაუჩნდა დამატებით პრობლემა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე. კორონავირუსის პანდემიამ ალბათ, მოსახლების 98% მოახდინა ზეგავლენა. ხალხს შემოსავლები მასობრივად შეუმცირდა. არის 1-2 გამონაკლისი, რომლის ფინანსური მდგომარეობა ამ ვითარებაში გაუმჯობესდა, მაგრამ საერთო ფონი ძლიან მძიმეა”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (16.12.2020)
ვინ უსმენს ჭკვიან ადამიანებს,გაზაფხულზე ნაც-ქოცებს ხალხი გაცოცხავს ამ ქვეყნიდან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )