ასე რომ არ მომხდარიყო, ზამთარშივე ელექტროენერგია ძალიან გაძვირდებოდა
გვანცა წულაია
17.12.2020

საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით შემცირებულ ფასად მიიღებს. კომპანია “სოკარმა” გადაწყვეტილება მიიღო და შეღავათიანი ბუნებრივი აირის ტარიფი კიდევ შეამცირა. ქართულ და აზებრაიჯანულ მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გაზის ეს მოცულობა თბოელექტროსადგურებისთვის და მოსახლეობისთვის იქნება განკუთვნილი. 

აზერბაიჯანისგან მიღებულ იაფი გაზით საქართველო ბუნებრივ აირზე ტარიფის შენარჩუნებას მოახერებს. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ რომელმაც განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზის ტარიფი ერთი წლის წინ განისაზღვრა და შემდგომი ორი წლის განმავლობაში არ გადაიხედება. 

„საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დავადგინეთ და სახელმწიფოს მონაწილეობით და შეხიდებით დარჩა უცვლელი. შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები არ გადაიხედება, ანუ უცვლელი იქნება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

აზერბაიიჯანული ბუნებრივი აირი თბოელექტროსადგურებისთვისაც იქნება განკუთვნილი. გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ გზით დენის ტარიფის გაზრდას თვი აარიდონ და 2021 წელს ენგურჰესის გაჩრების პირობებში, საქართველოს ძვირი ელექტროენერგიის შეძენა უცხოეთში არ მოუხდეს. 

ენეგეტიკოსი გია არაბიძე ადასტურებს, რომ ამ შეთანხმების შედეგად საქართველო შეძლებს ზამთრის პიკის გადატანას. 

“ახალი შეთანხმება ერთჯერადი და მოკლევადიანი ხელშეკრულებაა და არა 5-6-წლიანი. ეს გარემოება წლევანდელი ზამთრის პერიოდში ძალიან დიდი შეღავათს მოგვცემს. პირველ რიგში, თბოელექტროსადგურები დაიტვირთებიან, ვინაიდან ენგურიჰესი უნდა გავაჩეროთ. ამიტომ 4 თვის განამავლობაში, მთელი სიმძიმე უნდა წამოვიდეს თბოელექტროსადგურებსა და იმპორტირებულ ენერგიაზე. 

თბოსადგურებს თუ არ მივაწოდეთ ე.წ. სოციალური გაზი და მას მივეცით კომერციული გაზი, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი იმდენად მაღალი იქნება, რომ დიდ პრობლემას შექმნის, რაც ძალიან მძიმედ დააწვება ტარიფს. ამიტომ, ამ ღონისძიებების შედეგად ჩვენ შევძლებთ იმ პიკის გადატანას, რაც ზამთრის პერიოდში გველოდება. პირდაპირ ვამბობ ეს არის თბოელექტროსადგურებისთვის მისაწოდებელი გაზის რაოდენობის გაზრდა, რათა მათ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდოს  და ამით უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციობა შეძლოს ჩვენმა ენერგოსისტემამ”, - უთხრა “რეზონანსს” გია არაბიძემ. 

საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, “სოცკრ ჯორჯიას” პრეზიდნეტმა მაჰირ მამედოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოსთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სოციალური ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასად მიაწოდოს. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებეული ინფორმაციით, ქვეყანას აზერბაიჯანულ კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა. 

"საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აზერბაიჯანისგან საქართველოსთვის დამატებით მოწოდებული იაფი გაზი, ქვეყანაში ტარიფის შენარჩუნების საწინდარია. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, საქართველოს მიღებული ე.წ. სოციალური გაზით, ამჟამინდელი განაკვეთის შენარჩუნებას შეძლებს. 

“თუკი საქართველო აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს შემცირებული ფასით მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფი არ გაიზრდება და გვექნება საშუალება, იგივე დონეზე შევინარჩუნოთ. სხვას ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად დადებითი მომენტია. ტარიფი ნამდვილად დღევანდელ დონეზე შენარჩუნდება და ეს განაცხადა კიდეც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სწორედ ამ გადაწყვეტილების საფაძველზე”, - განუცხადა “რეზონანსს” თემურ გოჩიტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (18.12.2020)
ხედავთ რუსეთუმეებო ვინაა ნამდვილი მეგობარი? თქვენი მოღალატე დედებს შევეცი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )