ირაკლი ლომიძე
21.12.2020

სანავთობო ბიტუმისა იმპორტმა ნოემბერში კლება განიცადა. ბოლო თვეების ნეგატიურ ტენდენციას უცვლელად მიჰყვება საავიაციო ნავთის იმპორტიც, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობით არის განპირობებული. ფაქტობრივად, იგი ეპიდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც ტურიზმის ჩავარდნამ გამოიწვია.

რაც შეეხება იმპორტში ცვლილებას ქვეყნების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი გახდა ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი. ამ  ბაზარზე მან ირანი თითქმის ჩაანაცვლა. 

რაც შეეხება სტატისტიკას, იანვარ-ნოემბერში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35,6 ათასი ტონა). გარდა ამისა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,5 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით, ანუ 0,7%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (14,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,2 ათასი ტონით, ანუ 9,0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,3 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 72,4% (10,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 13,8% (2,0 ათასი ტონა) - რუსეთიდან; 10,3% (1,5 ათასი ტონა) - ირანიდან; 3,4% (0,5 ათასი ტონა) - ერაყიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის  განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 119,6 ათასი ტონა, რაც 44 ათასი ტონით, ანუ 26,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (163,6 ათასი ტონა) შედარებით.

 აქედან იმპორტის 63,7% (76,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 21,4% (25,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,6% (9,1 ათასი ტონა),  რუსეთი - 4,3% (5,1 ათასი ტონა), თურქეთი - 1,8% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი - 0,8% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,2% (0,2 ათასი ტონა).

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ასევე ირკვევა, რომ 2020 წლის ნოემბერში  საქართველოში გათხევადებული აირების (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 3,1 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით, ანუ 8,8%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით და 1,0 ათასი ტონით ანუ 24,4%-ით ნაკლები -  გასული წლის ნოემბრის მონაცემთან (4,1 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის  80,6%  (2,5 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

 მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ელპიჯი იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით, ანუ 3,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35,6 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის  92,6% (34,0 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს,  ნავთობპროდუქტების  იმპორტიორთა კავშირის  განცხადებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,6 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით, ანუ 18,2%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა) და 5,6 ათასი ტონით, ანუ 60,9%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა)  შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის  განმავლობაში ათასი ტონით, ანუ 44,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით. აღნიშნულ პერიოდში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,7%  (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,8% (8,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან და სხვ.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთრალაშვილი აღნიშნავს, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია პანდემიიდან გამომდინარე. კერძოდ, საავიაციო ნავთის იმპორტის ვარდნა დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირებას, მთვრალაშვილის თქმით, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ ხდება პროდუქტის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც  ბოლო  წლების განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა გახლდათ.

,,სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია. ამის ძირითადი მიზეზი ეპიდემიაა. თუმცა მთლიანობაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კორონავირუსთან დაკავშირებით პრობლემის მიუხედავად, მაინც მაღალ ნიშნულზე იყო. გარდა ამისა, ირანიდან ბიტუმის იმპორტი არ ხორციელდება, როცა წლების განმავლობაში იგი ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო. შესაბამისად, ამანაც ხელი შეუწყო იმპორტის კლებას. 

თხევად აირთან მიმართებაში, საპირისპირო ტენდენციაა და ზრდა ფიქსირდება. პანდემის გამო სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდული მოძრაობაა, ამიტომ არის ამ მიმართულებით კლება. ამ დროს იგი ფაქტობრივად, ბენზინის ალტერნატივაა და რომ არა ეპიდემიური მდგომარეობა და მოხმარების კლება, ამ მიმართულებით ჩვენ იმპორტი მაღალ დონეზე გვექნებოდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ  საავიაციო ნავთის იმპორტი ყველაზე მეტად დაზარალდა. მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ავიამიმოსვლა, ფაქტობრივად გაჩერებულია ტურიზმის ინდუსტრია, რის გამოც საავიაციო ნავთის ბაზარი ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდის“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ვანო მთვრალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )