სალომე ვარდიაშვილი: სწრაფად მოგვმართონ და ჩვენ შეცდომის გამოსწორება შეგვიძლია
გვანცა წულაია
24.12.2020

მოქალაქეები მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური სუბსიდიით ვერ სარგებლობენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არაერთი საჩივარია შესული. მიზეზი გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ჩვენების ვადაგადაცილებით წაკითხვაა. კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამდედ 32-ე და 33-ე დღეს.

სემეკს უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ჩივიან, რომ მთავრობის მიერ მათთვის კუთვნილი კომუნალური სუბსიდიით სარგებლობას ვერ ახერხებენ, რადგან პროგრამით გათვალიწინებულ ლიმიტებში (200 კვტ/სთ - ელექტროენერგია და 200 კბ/მ - გაზი) ვერ ეტევიან სწორედ კომპანიების თვითნებობის გამო

სემეკი უკვე ჩაერია საქმეში. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიების განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება. 

"მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით უნდა მოხდეს. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას," – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანიების ფინანსური ინტერესი ნაკლებია, შესაბამისად, ჩვენების დაგვიანებით აღება მიზანმიმართულედ არ ხდება. 

“არა მარტო სემეკ-ში, ჩვენთან უფრო ბევრი განცხადებები და ზარებია აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით. ნებისმიერმა ლიზენცრებულმა კომპანიამ აღრიცხვა თვეში ერთხელ უნდა აწარმოოს, რაც განმარტების მიხედვით, ნიშნავს 30 დღეში ერთხელ აღებულ ჩვენებას. 31-ე დღე შეიძლება უკვე ჩაითვალოს დარღვევად. ახლა, რადგან სუბსიდრების პროგრამა გვაქვს ამუშავებული, რა თქმა უნდა, დაგვიანებით აღებული ჩვენება პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ამას ყურადღება მივაქციეთ, პირველივე ჯერზე, როდესაც მსგავსი ტიპის საჩივარი დაფიქსირდა. გადავთვალეთ და ვნახეთ, რომ აღრიცხვა მოხდა 32-ე ან 33-ე დღეს. 

არ ვიქნები მართალი, თუ გეტყვით, რომ ეს არის კომპანიის მხრიდან მიზანმიმართული ქმედება, რადგან თავად კომპანიასაც არ აქვს ინტერესი, რომ მაინცდამაინც დაგვიანებით მოახდინოს ჩვენების აღება და სიტყვაზე 204 კბ/მ  გამოვიდეს. გადახდის თვალსაზრისით დაწესებული 200 კბ/მ ან 200 კვტ/სთ არის მათთვის გარანტირებული თანხა, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს. შესაბამისად, კომპანია თავის სასარგებლოდ 4-5 კუბს ზედმეტად დაწერს თუ არა, ამით დიდ მოგებას ვერ მიიღებს. ამიტომაც ვერ დავაბრალებ კომპანიას, რომ ამას სპეციალურად აკეთებდეს, რადგან ფინანსური ინტერესი ნაკლებია. შესაძლოა, საქმე გვქონდეს არაორგანიზებულობასთან ან კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან აღრიცხვის დაგვიანებასთან ან ნებისმიერი ტიპის ტექნიკურ მიზეზთან”, - განუცხადა “რეზონანსს” ვარდიაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირდეს და თუ ასე მოხდა, დარღვევა გამოსწორდეს, რათა მოქალაქემ კუთვნილი სუბსიდით ისარგებლოს. 

“პირველივე საჩივარზე რეკომენდაცია გავუგზავნე კომპანიას, სადაც მივუთითე, რომ უნდა მოხდეს კორექტირება, რათა მოქალაქემ ისარგებლოს სუბსიდიით. “თბილისი ენერჯის” შესაბამის თანამდებობის პირთან გვქოდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ყველა რეკომენდაცია დაკმაყოფილდება. სადაც დარღვევა მოხდა იმას აუცილებლად გამოვასწორებთ და არავინ დარჩება კომპენსაციის გარეშე.

თუკი მოქალაქე გადაცდომას დააფიქსირებს, აუცილებლად უნდა მოგვმართოს. მისი საჩივარი მოხვდება შესაბამის კომპანიაში და აუცილებლად მიიღებს სუბსიდიას. შეტყობინებისთანავე თუ მოგვმართავენ, გადახდა არ მოუწევთ, რადგან ჩვენ ასეთ საკითხებზე ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ. განსაზღვრულია, რომ მოქალაქეს გადასახადის მოსვლიდან 15 დღე აქვს მის დასაფარად. ამ პერიოდში ჩვენ შეცდომის გამოსწორება შეგვიძლია”, - განუცხადა ვარდიაშვილმა “რეზონანსს”. 

ახლა აუცილებელია ეს გაურკვევლობა დროულად მოგვარდეს, რომ შემდეგ თვეებშიც იგივე არ განმეორდეს. ამის შესახებ საუბრობს საგადასახადო სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილიც, რომელიც სწრაფ რეაგირებას ითხოვს.

`მიზეზების გარკვევაზე საუბარი ალბათ არ იქნება სწორი, რადგან მოქალაქეებს ახლა და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. გვყავს ენეგოომბუდსმენი, რომელიც პარლამენტის მიერ 5 წლით არჩეულია და არ გეგონოთ, რომ უბრალო, რიგითი თანამდებობაა. ის მიბმულია სემეკის საქმიანობასთან და ვალდებულია საკითხები მოაგვაროს. სხვათა შორის, ჩვენ რაღაც ტიპის იურიდიული საკითხები გვქონდა დასარეგულირებელი და მისი ჩარევით ყველაფერი ძალიან კარგად და სწორად მოგვარდა. 

ახლა დანმაშავე რომ ვეძებოთ, ბევრ დროს წაიღებს და ხალხს კი სასწრაფოდ სჭირდება დახმარება სანამ გადასახადის დაფარვის დრო მოვა. ამის ბერკეტი სწორედ ენერგოომბუდსმენის ხელშია. მისი შუამდგომლობით სემეკმა აუცილებლად უნდა მოიწვიოს სხდომა და შესაბამისი გადაწყევიტილება მიიღონ. ეს უნდა მოხდეს, არაუგვიანეს ხვალისა. მთავარია სურვილი, რომ აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს”, - განუცხადა ჩარგეიშვილმა “რეზონანსს”. 

მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ს ჩათვლთ ელექტროენერგიას სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების გადასახადებს. იმავე თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
თენგო   (25.12.2020)
ეს არის ჩვეულებრივი მავნებლობა თუ გინდათ საბოტაჟი რათა გამოიწვიონ ხალხის უკმაყოფილება, ეჭვი შეიტანონ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ დახმარებაში. კომპანია ვერ იქნება დაინტერესებული, რადგან ის ფულს სახელმწიფოსგან მიიღებს. ეს მავნებლები კი ეძებეთ მრიცხველების აღმწერებში, რომლებიჟ შეგნებულად აკეთებენ მიღებულ დავალებას იმათგან ვისაც აწყობს ყველა გზით გამოიწვიონ ხალხის უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი. ამის მომხრეები ჩვენდა საუბედუროდ ნახევარ მილიონზე მეტი ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. შეცდომას მასობრივი ხასიათი აღმრიცხველების მავნებლობაზე მიუთითებს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )