უჭირს მოსახლეობას, კომპანიებს და მთავრობასაც კი, რადგან სუბსიდირება ალბათ გარდაუვალი იქნება
ნინა გარდაფხაძე
28.12.2020

ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის იანვრიდან საგრძნობლად გაიზრდება. ასეთია გამანაწილებლის ინფორმაცია, რომელსაც ენერგოომბუდსმენიც ადასტურებს. რა მოცულობის იქნება ზრდა, ჯერ უცნობია, თუმცა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არასწორი იქნება თუ სემეკი კომპანიებს უპირობოდ დათანხმდება და ტარიფს გაზრდის.  წინასწარი ინფორმაციით, ტარიფის ზრდა საქართველოს მთელ მოსახლეობას შეეხება. 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის ინფორმაციით, კომპანია უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში იმყოფება. ამიტომ, მისი აზრით, „ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია“.

დღეს მოქმედ ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა 3 დღეში ეწურება, შესაბამისად, 29 დეკემბერს, დღის ბოლომდე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ახალ ტარიფს დაადგენს. ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა.

"ბოლო რამდენიმე კვირაა გვაქვს მწვავე განხილვა თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას. არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია”, - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადების კომენტირება მედიამ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას სხთოვა, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა სემეკის კომპეტენციაში არ ჩაერევა, მაგრამ დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღების იმედი ნამდვილად აქვს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს და მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას, რომ ელექტროენერგია უსაფრთხოდ მიაწოდონ მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს.

პანდემიის დროს ფინანსური კრიზისი ბევრ კომპანიას შეეხო, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. ტარიფების დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი - სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენეციაში. დაველოდოთ მოვლენებს. ეს არის სემეკის პრეროგატივა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მინისტრმა.

თავის მხრივ, მარეგულირებელი ჯერ კონკრეტულს არაფერს ამბობს. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რასაც მიიღებენ, იქნება ობიექტიური და დაეფუძნება არა კომპანიების განცხადებებს, არამედ ტარიფის გაანგარიშების კონკრეტულ წესებს და ფორმულას.

„სემეკმა დაასრულა აუდიტი. ყველა ძირითადი პარამეტრი  ხელთ გვაქვს. სხდომაზე კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ის პარამეტრები, რაც დამტკიცდება, იქნება ორიენტირებული ხარისხიან და უსაფრთხო ენერგიის მიწოდებაზე.

კომპანიებთან მუდმივად გვაქვს დავა. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტის გათვალისწინება, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ფორმულები, გაანგარიშების კონკრეტული წესები და აქედან გამომდინარე, ვიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას. მივცემთ კომპანიებს საშუალებას, რომ ხვალ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მოთხოვნები, ვუპასუხებთ ადეკვატურად და მივიღებთ ობიექტიურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნარმანიამ.

ენერგეტიკოსები კონკრეტულად ვერ ამბობენ რამდენად გაიზრდება ტარიფი, თუმცა მურმან მარგველაშვილის თქმით, 

,,რამე კონკრეტული რომ ვთქვა, დეტალურად უნდა მქონდეს გარჩეული მათი განაცხადი და მთელი დოკუმენტაცია. რაც გამიგია "ენერგო პროსაგან" მათ განაცხადში შეტანილი  ჰქონდათ საკმაოდ დიდი ინვესტიციები და აქტივები, რაც წინა სხდომებზე არ იქნა გათვალისწინებული და იმედი ჰქონდათ, რომ ახლა გაითვალისწინებდა მარეგულირებელი. სავარაუდოდ, სწორედ ამ პროცესთან გვაქვს ახლა საქმე. 

მხოლოდ რეგიონებზეა საუბარი და არა თბილისზე, რადგან რეგიონების ქსელები ბევრად უფრო მოუწესრიგებელია, დიდი დანაკარგა და ბევრად ცუდი მდგომარეობა დახვდა "ენერგო პროს", ვიდრე "თელასს". აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ერთ სულზე მოხმარებაც შემცირდა. ენერგეტიკაში ასეა, რაც უფრო დაბალია მოხმარება, მით უფრო ძვირი ჯდება მიწოდება“, - განუცხადა ენერგეტიკოსმა ,,ბიზნეს რეზონანსს“

სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი, ანზორ ჭითანავა კი მიიჩნევს, რომ რამდენად მოთხოვნადი უნდა იყოს გამანაწილებლის არგუმენტები, სემეკმა ტარიფი არ უნდა გაზარდოს, რადგან პანდემიის გამო მძიმე სოციალური ფონია.

,,დასაბუთების გარდა არის მნიშვნელოვანი კონტექსტი და კორექტულობა. გასაგებია რომ სიტუაცია შეიცვალა, წარმოება იძულებულია დამატებითი ხარჯები გაიღოს, გაუფასურდა ლარი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ფაქტორია.  მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ახლა ტარფის ზრდა არასწორია, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნათა ნაწილი დასაბუთებულია. 

ჩემი პოზიცია ასეთია, ტარიფი ყველასათვის საერთო უნდა იყოს. ახლა კი ბაზარზე სამი სახის ტარიფი გვაქვს. თუ ჩვენ გვყავს მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც დახმარება სჭირდება, ეს უნდა მოხდეს ინდივიდიუალურად. ეს შეზღუდვს სპეკულაციისთვის სივრცეს“, - განუცხადა ჭითანავამ ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

უკვე ცნობილია მმართველი გუნდის პოზიციაც, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძის აზრით, თუ სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდოს, მაშინ მმართველ გუნდში შესაძლოა, იფიქრონ სუბსიდირების პროექტზე.

ტარიფი რომ გაიზრდება ადასტურებს მომხმარებელთა უფლებადამცველი, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილიც. მისი განმარტებით, სემეკმა ამოიღო ყველა არააუცილებელი ხარჯი და მხოლოდ ის ნაწილი დატოვა, რაც კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი იქნება. ვარდიაშვილის განცხადებით, დენის ტარიფი გადაიხედება, როგორც "თელასის", ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" შემთხვევაში. ცვლილება საქართველოს მასშტაბით მთელ მოსახლეობას შეეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
ბიძინა   (29.12.2020)
სემეკი მაგარია

ბიძინა   (29.12.2020)
სემეკი მაგარია

gio   (29.12.2020)
semeki virtxebis bude

gio   (29.12.2020)
semeki hatlaxebis bude

მოვა თქვენი ჯერი   (29.12.2020)
სემეკში მყოფ თითო ვირთხას 12000- 15000 ლარი ხელფასი აქვს, მუქთაზე დადეს ქოცებმა და მაფიამ. ლევი უფრო მეტი. ვინ და რატომ დასვეს ამ თბილ სავარძლებში ჩაწყობით ყველამ ვიცით. ხოდა თქვენი განკითხვის დრო მალე მოვა...

მოქ.   (28.12.2020)
აფხაზეთს უფასო დენი, მთელი საქართველო რამდენსაც მოიხმარს, იმდენი მათ მიაქვთ, სვანეთს უფასო დენი, კრიპტოს ფერმები მთელმა საქართველომ იქ წაიღეს და იმდენ წვავს, რამდენსაც 5-რაიონი ერთად აღებული და გააძვირებენ აბა რას იზამენ...

ჭორლეონე   (28.12.2020)
ეს როგორი პონტია იცით? ხიხო უკვე საქმის კურსშია. ენერგოპრო მოითხოვს 15 თეთრს. კოკელი ბიჭი ხომ იცით ვინაა, სოფლელი ბევრს "იბრძოლებს" და 8 თეთრზე "დაიყვანს" მერე იტყვის კურსი გაფუჭდაო. ეტყობა კურსი ბაბუაჩემმა თედომ გააფუჭა "იქიდან"


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )