"როდესაც კრიზისია და ბევრ ადამიანს შემოსავალი აკლდება, საჯარო სექტორმაც უნდა მოიკლოს"
გვანცა წულაია
30.12.2020

2021 წელს საბიუჯეტო სეტქორში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები გაეზრდებათ. მძიმე იქნება კერძო სექტორში მომუშავეთა მდგომარეობა, რადგან პანდემიის გამო, ბიზნესი ჯერ კიდევ დიდი წნეხის ქვეშაა, რაც მინიმუმ ვაქცინის შემოღებამდე გასტანს. როგორც სფეცილისტები ვარაუდობენ, ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი კერძო სექტორი, ზეწოლის მომავალ წელსაც იქნება, შესაბამისად, ხელფასების გაცემა ძალიან გაუჭირდება. 

მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი და მასწავლებელი, ეს იმ პროფესიათა ჩამონათვალია, სადაც მომუშავე ხალხს, მთავრობა მომავალი წლიდან ხელფასებს გაუზრდის. კერძო სექტორს კი ამ ეტაპზე, ამის საშუალება არ გააჩნია. პირიქით, ბიზნესის მდგომარება იმდენად რთულია, რომ ზოგიერთ მათგანს ვალდებულებების გასტუმრებაც კი უჭირს. 

კერძო სფეროში მომუშავეთა ხელფასი, საჯარო სექტორში დასაქმებულების შემოსავალს ყოველთვის აღემატებოდა, თუმცა პანდემიამ ვითარება შეცვალა. კომპანიებს პანდემიის გამო, ხელფასების გაცემა ძალიან გაუჭირდა, რადგან ახლა ბიზნესის უდიდესი ნაწილი თავის გადარჩენას ცდილობს, რათა ეკონომიკურად კრიზისულმა ვითარებამ, მათი საქმიანობა სამუდამოდ არ გააჩეროს. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ 2021 წლის პირველი კვარტალში ბიზნესის კვლავ მძიმე მდგომარეობაში იქნება. 

“ანაზღაურების მხრივ ასე პირდაპირ ვერ შევადარებდი კერძო და საჯარო სექტორს. განსაკუთებით პოლიციელებს, მეხანძრეებს, მასწავლებელს და ა.შ, რადგან ამ ადამიანებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ და შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი.  კარგია, რომ ამ კატეგორიის საკარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ და არა მხოლოდ, მაღალი თანამდებობის პირებს. თანაც, მათ არ აქვთ იმხელა ანაზღაურება, როგორც ბიზნესში დასაქმებულებს. 

რაც შეეხება კერძო სექტორს, საბოლოო ჯამში, სწორედ ბიზნესი და მოსახლეობა უხდის საჯარო მოხელეებსაც ხელფასს, რადგან ბიუჯეტში მათგან შედის გადასახადი და შემდეგ გაიცემა ანაზრაურება საჯარო მოხელეებზე. 2021 წელსაც გაუჭირდება ბიზნესს, თუმცა რთულია იმაზე საუბარი, ვინ როგორ მოახერხებს სიტუაციის დასტაბილურებას. დიდი კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ, რომ 2021 წელს იმუშაონ, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ მეტად გაუჭირდება. 

ამიტომ, კარგი იქნება მოსახლოებს მრიდან რეგუაციების დაცვა და სახელმწიფოს ექნება ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა შესაძლებლობების ფარგლებში დროულად გაიხსნას ყველა ბიზნესი, მიეცეთ მუშაობის საშუალება, რომ არ დაიკარგოს ბევრი სამუშაო ადგილი, თუმცა ვფიქრობ, 2021 წლის პირველი კვარტალი ბიზნესისთვის კვლას მძიმე იქნება”, - განუცხადა “რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ. 

კერძო სექტორში მომუშავე ხალხმა თითქმის მთელი 2020 წელი სამსახურის გარეშე გაატარა და მათი შემოსავალი განულდა. სწორედ ასეთი ვითარება შექმნა პანდემიამ და მისი გამოსწორების იმედი იქამდე არ არსებობს, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა არ შემოვა. დასაქმებულთათვის რთული იქნება დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა, ხელფასების გაზრდაზე კი, ფიქრიც ჯერ ძალიან ნაადრევია.  

როგორც “კავკასიის უნივერსიტეტის” დეკანი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, ახლა კრიზიული ვითარებაა და სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ თანხები დაზოგოს. ამის ნაცვლად კი, ხელფასებს ზრდის. 

“რა თქმა უნდა, ეს კრიზისი პირდაპირ ეხება ბიზნესს და შესაბამისად, იქ დასაქმებულ ადამიანებს. ძალიან ბევრმა უკვე დაკარგა სამუშაო და ვინც გადარჩა, მათ ნაწილსაც მოუწევს, უფრო დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა. ამ ფონზე, ბიუჯეტი დაიგეგმა ისე, რომ საჯარო სექტორიში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება, ჯამურად 60 მილიონით, რაც პრობლემაა. ახლა კრიზისია და სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ თანხები დაზოგოს და ამის მაგიერ ხელფასებს ზრდის. 

კი ბატონო, საჯარო სექტორში მომუშავეებიც ადამიანები არიან და მათაც სჭირდებათ ანაზღაურება, მაგრამ როდესაც კრიზისია და ბევრ ადამიანს შემოსავალი აკლდება, საჯარო სექტორმაც უნდა მოიკლოს და ცხადია, სახელმწიფო ამაზე უნდა ფიქრობდეს”, - განუცხადა “რეზონანსს” ბერიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვავა ვავააა   (31.12.2020)
ეს ტიპი არის კლასიკური მაგალითი უმეცრების-რატო იღებთ ინტერვიუს-ხო ცხადია არაფერი არ ესმის, არ იცის, არც ეკონომიკაში გაეგება რამე და არც ცხოვრებაში. წონას მიხედე სოსოია, წონააას!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )