თამარ ვეფხვაძე
05.12.2021

საქართველოში ძნელად მოიძებნება მედია, რომლიც ამ თემას არ აშუქებს, ექსპერტი, რომლიც ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, პოლიტიკოსი, რომელიც ამ თემით არ ცდილობს ქულების მოპოვებას. თემის გააქტიურება განაპირობა ტენდერის მოახლოებამ, რომლითაცსახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ, რა სქემით, რა მიდგმით, ვისის საშუალებით, რა პრინციპითუნდა დაარიგოს პენსია.

ახლა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ან თავისუფალი ბაზრის ხელშემწყობი გადაწყვეტილება, ან უფრო სოციალურ ვალდებულებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება.

პირველ შემთხვევაში, ხელისუფლება საზღვრავს პოლიტიკას, თუ როგორ უნდა წარიმართოს პენსიების დარიგება და ამ სფეროს რეგულირება და შემდეგ, ამ პოლიტიკისა და რეგულაციის ფარგლებში აღარ ჩაერიოს  ბაზრის ფუნქციონირებაში ანუ, ბაზარმა გადაწყვიტოს ყველა კონკრეტული პროდუქტის ფასი.

მეორე შემთხვევაში, სახელწიფო, პოლიტიკის განსაზღვრასთან ერთად, საზღვრავს ყველაფრის ფასს და შესაბამისად, პასუხისმგებელია ყველაფერზე. ასეთი არჩევანის დროს ამ სფეროს სრულფასოვანი მოწესრიგება და გაჯანსაღება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

პენსიონერების პრობლემატიკა იმდენად აშკარაა, რომ მასზე შეწუხებული საუბარი და გამოსავლის რეცეპტების  შეთავაზება ყველას სათავისოდ  „აწყობს“.  ამ თემის ანალიზის პრობლემა, ალბათ როგორც ბევრი სხვა პრობლემისა,  მიდგომაშია. მიდგომაში, რომლიც გულისხმობსდაავადების სიმპტომებთან ბრძოლას და არა მიზეზების ამოფხვრას. გამოსავლის ძებნა არ შეიძლება დავიწყოთ ბოლოდან. თუ არ მოვშორდით, არ გავაკეთეთ ე.წ. ZOOM out და არ დავინახეთ დიდი სურათი, ყველაფერი ისევ დემაგოგიად, ადამიანების გულების იაფფასიანმოგებად ან მხოლოდ გულის მოფხანად დარჩება.

დიდი სურათი კი, ჩემი აზრით, ასეთია:ჩვენ დეკლარირებულად ღია ეკონომიკაში ვცხოვრობთ, ავირჩიეთ საბაზრო ეკონომიკა, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისოპტიმალური გზა. ვთქვით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელსაც აქვს თავისი ხარვეზები, ის ყველაზე მეტად უზრუნველყოფს განვითარებას, მეტ დოვლათს და დასაქმებას - მოკლედ, უკეთეს ხვალინდელ დღეს, რადგან ის შესაძლებლობებისსტიმულირებაზეა ორიენტირებული. საბაზრო ეკონომიკის პირობებშია მეტიშეჯიბრობითობა, რაც მუდმივად უკეთესი მომსახურების, პროდუქტების, ინოვაციების დანერგავს შეუწყობს ხელს.

ასეთი ტიპის ეკონომიკა ჩვენთან ერთგვარად დასავლურ ცივილიზაციასთანაც ასოცირდება. ცივილიზაციასთან, სადაც ყველამ იცის, რომუფასო არაფერი არარის, რომ გადასახადებს ყველა იხდის, რომ კონკურენციაში ძლიერი უნდა იყო და რაც უფრო ძლიერი ხარ, მით მეტი შესაძლებლობები გაქვს. ის ცოტა მკაცრ და ცივსისხლიან მიდგომას გავს. თუმცა, ვინც ეს მტკივნეული გზა გაიარა, განვითარების ისეთ ეტაპს მიაღწია და დღეს უკვეიმდენად ძლიერია, რომ თავს უფლებას აძლევს მეტი რამ გააკეთოს სოციალური კეთილდღეობისთვის. 

დემაგოგია VS საბაზრო ეკონომიკის კანონები

საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია, განვითარებისყველაზე გრძელვადიანი, რთული, მაგრამ მდგრადი და ეფექტური გზაა. ჩვენც თითქოს ეს გზა ავირჩიეთ.თუმცა დღეს ვისმენთ ისეთი ტიპის დემაგოგიასპენსიების თემაზე, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება თავად ამ მიდგომას:

დემაგოგია ბანალურია -  პენსიონერს როგორ შეიძლება რამეში ფული გადაახდევინო? პენსიონერისთვის უნდა იყოს განსაკუთრებული პირობები ნებისმიერ სერვისზე - მათ შორის,კერძო ბიზნესის მხრიდან შეთავაზებულ სერვისებსა და პროდუქტებზე... ბევრჯერ მიფიქრია, რამდენად შეურაცხმყოფელია ეს ბევრი ადამიანისთვის. რამდენად მძიმეა ასეთი სტიგმატიზებული ფენის ნაწილი იყო:გქონდეს იარლიყი, რომპენსიონერი ხარ, ესე იგი უკვე გჭირდება ვიღაცის მუდმივი დახმარება!

კი, დღეს ასეა. პენსიონერს იმდენად დაბალიპენსია აქვს, რომ თუარა სხვა შემოსავალი ან  სხვა პირის დახმარება, მას თავის გატანაც კი გაუჭირდება. მაგრამ რა უნდა ვუთხრათ მათ?

რომ მისთვის წამალი უნდა იყოს უფასო?

მისთვის ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო?

მისთვის სესხი უნდა იყოს უპროცენტო?

მისთვის პროდუქტებიუნდა იყოს შეღავათიანი ფასის?

ასეთი განცხადებებით შესაძლოა ათობით ათას პენსიონერსძალიანაცვასიამოვნოთ, მაგრამმთავარია, რამდენად რეალისტურია ამგვარი დაპირებები? ხომარ შეიძლება ისინი მუდმივად ასე ურცხვად  ვატყუოთ? რამდენად აქვს ექიმს პაციენტის მოტყუების ან სიმართლის დამალვის უფლება? 

ეგებ ჯობდეს ღიად ვთქვათ, რომ ყველაამ სერვისს თავისი ფასი აქვს და სახელმწიფო, იმისდა მიუხედავად, რამდენად ძლიერია თუ სუსტი,თავისი შესაძლებლობების პროპორციულად უნდა ეცადოს მათდახმარებას და ფიქრობდეს იმაზე, რომ ა) გაზარდოს პენსია ბ) შეისწავლოს ამ სეგმენტის მონაცემებიდა მიზნობრივადდაეხმაროს მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით ჭირდება.

რეალურად, „უფასო“ ნიშნავს დახმარებას- არა იმას, რომ ესა თუ ის პროდუქტი უფასოა, არამედ იმას რომ ვიღაც აუცილებლად იხდის მის საფასურს, ანუ მეორეს ეხმარება). ამას მორალური გადასახედიდან კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ უნდა დავარქვათ სახელი- სოციალური დახმარება, რომლითაცპენსიონერი უნდა საკვებს იყიდის, უნდა წამალს, უნდა ტრანსპორტით ივლის...

პოლიტიკოსების დემაგოგიაარავის უკვირს. გასაკვირიისაა, რომ ამ ტირაჟირებულ დემაგოგიასაც კი, არანაირი ანალიზი და გათვლები საფუძვლად არ უდევს.

ცალკე საქმეა ექსპერტები - ის სპეციალისტები,რომელთაცთითქოსპოლიტიკოსებივით არ უნდა აინტერესებდეთ ელექტორალური სიმპათიები, როცა ამ სოციალისტურ მიდგომებს ქადაგებენ და იციან, რომ ხვალ ეს მიდგომა უფრო უარეს დღეში ჩააგდებს პენსიონერებსაც და მათი ოჯახის წევრებსაც. თუმცა, თუკი ისინი იტყვიან , რომ ჩვენ ვართ მემარცხენე მიდგომის მომხრე,რომ ბევრი რამ არის გასათანაბრებელი,რომ სოციალურისახელმწიფოგვინდა გავხდეთ, მაშინ უდნა ეყოთ  გამბედაობა და ეს აღიარონ.

არადა ჩემი გადასახედიდან, ექსპერტი იმ ექიმს უნდა გავდეს, რომელიც სიმართლეს გეტყვის, მაშინაც კი, როცა ეს მწარეა,  ან ისეთ მკურნალობას დაგინიშნავს, რომელიც ასევე მწარეა, მაგრამ გამოგაჯანმრთელებთ.

პენსიის თემას, მის განაწილებას და მიტანას ადრესატამდე, ამ მიდგომათა არათანმიმდევრულობა ხლართავს.

ვინ არის მთავარი მოთამაშე პენსიების სფეროში?

ამ სფეროში  ერთი მთავარი დირიჟორისახელმწიფოა - მთავრობა და პარლამენტი,ანუ სახელისუფლებლო გუნდი, რომლიც საზღვრავს პოლიტიკას, კურსს, იმას, თუ როგორ მიდგომას ვირჩევთ! ამ ხედვას უნდა ეფუძნებოდეს კანონი, რომლიც არეგულირებს ამ სფეროში ყველა აქტივობას, და  ამ ხედვას უდნა ეფუძნებოდეს ყველა გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა და  ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ ჩვენსყველაზე დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობას, ანუ პენსიონერებს. ანუ ისირჩევს ბალანსის პოლიტიკას, მაგრამ ღიად ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისერთგულირჩება და არ სურს სოციალიზმი.

მეორე მოთამაშე, რომელიც ასე პირდაპირ პენსიის თემას არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება ამ „ყბადაღებულ“ე.წ. საპენსიოსესხებისთემას, არის ეროვნული ბანკი - რომელიც არეგულირებს როგორ შეიძლებაგასცესკომერციულმა ბანკმა სესხი. ის ადგენს ზოგად წესებს, აწესებს ლიმიტებს, მაგალითად ე.წ ჭერს, რომლსაც არ უნდა აცდეს სესხის ფასი და ა.შ.

ერთი შეხედვით მარტივია - სახელმწიფომ დაადგინა პენსიის მოცულობა, თქვა, რომ პენსიონერს პენსია უნდა მიუტანოთ ადგილზე ისე, რომ მას არ დააკისრო მომსახურების ფასის გადახდა (აქამდე ასე იყო), ასევე,სახელმწიფომ ახალი კანონით განსაზღვრა, რომ ეს პენსია ყოველ წელს უდნა გაიზარდოს,  და ა.შ.

სწორედ უახლოეს მომავალში ელიან სახელმწიფოსგან ახალი ტენდერის ჩატარებას, რომელიც წარმოადგენს ახალპირობებს, თუ როგორ უნდა დარიგდეს პენსია სახელმწიფოში.პენსიის დარიგება არის სერვისი, რომელიცგარკვეული ხარჯების გაწევას საჭიროებს - მას ჭირდება ტრასპორტირება, ადამიანური რესურსიდა ა.შ. რაც საკამათო არავისთვისაა.

ვინ იხდის ამ ფულს? სახელმწიფო? პენსიონერი? კომერციული ბანკი?მთელი მოსახლეობა?ეგებ გადავინაწილოთ და ყველამოქალაქემ დავდოთ ეს ფული? არა სახელმწიფოს ფული - ანუ არსებული ბიუჯეტის ფული, არამედ დამატებით, ამ სერვისისთვის გადავიხადოთ დამატებითყველამ ერთად.

სწორედ ესაა მთავარი კითხვა, რომელიც აისბერგის ძირში დევს - ვის მიერ ხდება ამ ფულის გადახდა?

უფასო არაფერია - ვიღაც ყოველთვის იხდის!

აღმოჩნდა, რომ როგორც კი ამ თემაზე იწყება საუბარი, ისევყველა თავის გამორჩენას ცდილობს. უბრალოდ არავინ ამბობს, რომეს სერვისი ვერ იქნება უფასო და დიდი დემაგოგია ის, რომ დღეს ყველაზე მეტად „მიაწვე“ბანკს (რომელიც,  ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ყველაზე ეფექტური სერვის პროვაიდერია, ანუ პენსიის დამრიგებელი), და მოსთხოვო მას ყველა ხარჯის დაფარვა - თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ უფასოდ კერძო სექტორიც ვერაფერს გააკეთებს.

სწორედ ესაა დღეს გადასაწყვეტი:

1. ან მივდივათმემარჯვენე და ღია ბაზრისმიმართულებით, ანუ იხდის სერვისის მიმღები - პენსიონერი (თუმცა, თუკი სახელმწიფოს არ სურს, ეს ხარჯი დამატებით დააწვეს პენსიონერს, შეიძლებაგანვიხილოთ პენსიის ზუსტად იმ ოდენობით გაზრდის თემა, რომელიც დაუკომპენსირებს პენსიონერს ამ დამატებით ხარჯს)

2. ან სერვისის ხარჯს იხდისსახელმწიფო - ახალი ტენდერის პირობებშივე აცხადებს, რომ სახელმწიფო გადაუხდის სერვისის მომწოდებელ ბანკს კონკრეტულ თანხას, ხოლო ვინც ნაკლებ ფასს შესთავაზებს და დაარწმუნებს, რომ ყველაზეხარისხიანად და შეუფერხებლად მიაწვდის სერვისს, ის იქნება ტენდერის გამარჯვებული.მთავრობამ ეს უნდა გამოაცხადოს ღიად და ერთმანეთთან კონკურენციაში მოიგებს ის ბანკი, ვისაცუკეთესი პირობებიექნება; 

3. ან ვთანხმდებით, რომ პენსიების დარიგებაუფასო უნდა იყოს პენსიონერისთვის, თავის მხრივ არც სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ დააფინანსოს ეს ხარჯი და გავაკეთოთ რამე ცალკე ფონდი, რომელშიც ყველა დასაქმებული, ან კერძო სექტორი შევიტანთ შენატანს და ამითდავეხმარებით პენსიონერებს.

მემარჯვენე თუ მემარცხენე? - საკითხავი აი ეს არის

ამას წინათ ერთ-ერთმა ეკონომიკურმაექსპერტმა ასეთი გამოსავალიშემოგვთავაზა:

„უკვესაკმაოდდიდი თანხაადაგროვილისაპენსიოსააგენტოში, რომელსაციხდიანდაქირავებულებიდადამქირავებლები. ამიტომსახელმწიფომკეთილიინებოსდაესსაპენსიოთანხა, რომელიცკომერციულბანკშიუდევს, გამოიყენოსასაკოვანიმოსახლეობისმატერიალურიცხოვრებისგაუმჯობესებისთვის“, - ამბობს ექპერტი.

ცხადია, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება და ეს სწორედ ზემოთმოცემული მესამე მოდელის მსგავსია. მაგრამგავიხსენოთ, რისთვისშეიქმა საპენსიო ფონდი: რომ დღესმომუშავე, დასაქმებულიადამიანებისმომავალი წლების შემდეგ, მათი საპენსიო ასაკის დადგომისას იყოს უფრო უზრუნველყოფილი და ისინი აღარ იდგნენ ისეთივეპრობლემის წინაშე, როგორიც დღეს უდგათ ასაკოვან ადამიანებს. ასეთი იდეით კი მათაც სწირავ ზუსტად ისეთი დუხჭირი მომავლისთვის, როგორიც დღესაა - სხვის ხელებში შემყურე, მომლოდინე, თუ რას გამოიმეტებს მათთვის სახელმწიფო.

მეორე თემა, რომელიც ასევე მუდმივიდემაგოგიის საგანია და მხოლოდ პენსიონერების გულის მოგებას ემსახურება,  ე.წ. საპენსიო სესხია:

ასევე, სულ ახლახან, ერთ-ერთ სოციალურ თოქ-შოუში ერთ-ერთი ექსპერტი ღიად გამოხატავდა აღშფოთებას იმის გამო, თუ რამდენპენსიონერს აქვს სესხი.ის მკაცრ რეგულაციებს და კერძო სექტორის მეტ ჩარჩოებში მოქცევას ითხოვდა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ მოითხოვა  ოვერდრაფტის (ერთ-ერთი საბანკო პროდუქტი, რომლიც გავს სესხს) სრული აკრძალვაპენსიონერებისთვის.

აქაც, ისევ და ისევ, გადასაწყვეტია, რა გვინდა - ამ ლოგიკით, შეგვიძლია კომერციული ბანკებიც კი ავკრძალოთ, რადგან ისინი ადამიანს, როცა უჭირს, მაშინ ასესხებენ ფულს და პროცენტსაც ახდევინებენ, ამასთან, რაც უფრო მეტად უჭირს კლიენტს, ანუ რაც მეტად რისკიანია ეს კლიენტი ბანკისთვის, მით მეტ საპროცენტო განაკვეთსაც უწესებენ,  -ასეა მოწყობილი ბაზარი და რასაც თქვენ,პატივცემულიექსპერტები (ხშირ შემთხვევაში) და პოლიტიკოსები ითხოვთ, სოციალური დახმარება ქვია.

კი, ბატონო,დაეხმარე მას, ვისაც უჭირს,რამდენითაც შეგიძლია, ოღონდ ნუ აუმღვრევ ამ ადამიანებს გულსადა გონებას, ნუ ეცდებიმათ მოტყუებას და ნერვებზე თამაშს დემაგოგიური შეცხადებებით - როგორ,თქვენ როგორ უნდა გადაგახდევინოთვინმემ პროცენტი? ამ ყველაფრის უკან, კიდევ მეტადკნინდებაგანათლება, რაც ასე გვჭირდება დღეს ყველას.ექპერტების და მედიის დანიშნულება კი, ამ განათლებისხელშეწყობაა და არ მისი დაკნინება და დემაგოგიის მორევში დატოვება.

ბოლოს,ისევ აისბერგსუნდა დავუბრუნდეთ: აისბერგისწვერია, როცა ტელევიზორში ერთი პენსიონერისგულისამაჩუყებელ ისტორიას გვიყვებიან.იმიტომ არა, რომ რაიმე ტყუილია - სრული სიმართლეაის, რომ მას უჭირს და თავმოყვარე სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ფონდები,რომელიც ასეთ ადამიანებს მოძებნის და მას სპეცილურდახმარებას გაუწევს.

არამედ იმიტომ, რომ ხედვა, რომელსაც აყალიბებს სახელმწიფო (ზოგადადპენსიების და მოსაკრებლების შესახებ) და რეგულაციები, რომელსაც აწესებს ეროვნული ბანკი (საპენსიო სესხებთან დაკავშირებით) უნდა  ეფუძნებოდეს იდეოლოგიას. 

იდეოლოგია კი მარტივია:  ან მემარცხენე - მაქსიმალურად თანაბრობის პრინციპი, სოციალურ დაცვაზეორიენტირებული სახელმწიფო, მეტი რეგულაციებით და მეტი შეზღუდვებით, გნებავთ კომერციული პროდუქტების აკრძალვით ამა თუ იმ ჯგუფისთვის; ან მემარჯვენე - თანაბარიშესაძლებლობებით, მეტი კონკურენციით, მეტი ბიზნესის ხელშეწყობით და მეტი სწრაფი განვითარებით.

უბრალოდ, არავის ყოფნის გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ ღიად დაუჭიროს მხარი ერთ, ან მეორე მიმართულებას. ორივეს აქვს  კარგიც და ცუდი მხარეც, უბრალოდ პოპულიზმი და დემაგოგია ყველას უბიძგებს, რომ სირთულეებს თვალი აარიდონ და მხოლოდ კარგი, თვალისთვის და ყურისთვის მიმზიდველი„მოსავალზე“ აკეთონ განცხადებები და გასცენ დაპირებები. გეყოთ გამბედაობა, დაინახოთ მთელი აისბერგი! 

დასკვნის სახით - რაზე უნდა შევთანხმდეთ სანამ პენსიონერებისთვის ვიჩხუბებთ?!

არცერთი დიდი პრობლემა არ წყდება ერთი ხელის მოსმით.

არცერთი დიდი პრობლემა არ წყდება გრძელვადიანი, გათვლილი გეგმის გარეშე, რომელიც სტრატეგიას ეფუძნება.

პენსიების თემაზე 2 გზიდან უნდა გავაკეთოთ არჩევანი:

პირველი გზა - უფრო მემარცხენე მიმართულებისაა:

მეტი რეგულაცია, მეტი კონტროლი, მედი სუბსიდია, მეტი სახელწმიფო ჩარევა დეტალებში.

მაგალითად, პენსიების დარიგების სუბსიდირება - ანუ ბიუჯეტიდან, ჩვენ ყველამ გადავიხადოთ, რომ უფასოდ დარიგდეს პენსია, დასუბსიდირდეს საპენსიო სესხები, აიკრძალოს პენსიონერებზე მაღალპროცენტიან საბანკო პროდუქტების გაცემა (შეიძლება აკრძალოს მათზე სესხის გაცემაც კი) და ა.შ.

მოკლევადიანად შესაძლოა ბევრისთვის სასიამოვნო მოსასმენიც კი იყოსამდენდახმარებაზე საუბარი, მაგრამ ამ გზას თან ახლავს ასეთი სისტემისდიდხანსშენარჩუნება - სულდახმარებებისა და სუბსიდირების მოლოდინში ყოფნა და პრობლემის დიდი ხნით ამ მორევში ჩატოვება.

მეორე გზა  - უფრო მემარჯვენე მიმართულებისაა:

უფასო სერვისი არ არსებობს, ბევრ სერვისს კიკერძო სექტორი სახელმწიფოზე ეფექტურად ასრულებს, ამიტომ სახელმწიფომ გადაიხადოს მომსახურების ფული და კონკურენტულ პირობებში აარჩიოს ორგანიზაცია, რომლიც უკეთ შეასრულებს პირობებს - ანუ დაარიგებს პენსიას.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, დაუწესოს მათ ზღვრული რეგულაცია (მაგალითად, როგორც გაკეთდა სულ ახლახან და აიკრძალა 100, 200 და 1000 % იანი სესხები, სწრაფი სესხებიდა ათასი სხვა სიმახინჯე), მაგრამ ამ რეგულაციის ფარგლებში, მიეცესსაშუალება ბაზარს, თავად დაარეგულიროს ფასები პროდუქტებზე.

რაც შეეხება თავად პენსიას, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე მოხდეს პენსიების ოდენობის გაზრდა, საპენსიოსისტემებისამუშავება (საითაც მივდივართ და რასაც დრო ჭირდება), რომ მომავალ თაობებს მაინც არ მოუხდეთ იგივე პრობლემებზე საუბარი. მხოლოდ სპეციფიკურისაჭიროებების მქონე პირებზე აიღოს სახელმწიფომ განსაკუთრებული მზრუნველობის ვალდებულება.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გამოვალთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელსაც პენსიის თემაზე მუდმივი დემაგოგია და ხალხის მოტყუება ჰქვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×