ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონია
ქეთო გოგოხია
28.07.2022

2022 წელი აფხაზეთის ტურისტული სეზონისთვის აშკარად გამორჩეულია. სანქციების გამო რუსი დამსვენებლები იძულებული არიან, არჩევანი აფხაზეთზე გააკეთონ. რუსული ტურისტული კომპანიები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაისვენონ აფხაზეთში. დასვენების გაძვირების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა მათ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გააფრთხილეს. წინა წელტან შედარებით, მომსახურება 30%-ით გაძვირდა. ცვლილება შეეხეო როგორც განთავსების ადგილებს, ასევე მენიუს და სხვადასხვა ტურისტულ სერვისს. ამჟამად რუსი ტურისტები აქტიურად ისვენებენ როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

როგორც აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, სასტუმროების აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან მიეწოდება.

ხიშბამ სერვისების გაძვირებაზე ჯერ კიდევ მაისში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილება გამოწვეულიაგლობალურიეკონომიკისუახლესიმოვლენებით. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ.

,,ჩვენს ტუროპერატორებს შორის ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ბაზრებზე ფასები საშუალოდ შეიძლება გაიზარდა 20-30 პროცენტით. აფხაზურ მიმართულებაზე მოთხოვნა ამჟამად კოვიდამდელ პერიოდს უახლოვდება" - განაცხადა მან.

ხიშბას თქმით, ივნისში Aლლ Iნცლუსივე სისტემით სასტუმროებში შვიდი ღამის განმავლობაში ერთად ამიანზე ცხოვრების სავარაუდო ღირებულებაა 15-დან 30 ათასრუბლამდე, აგვისტოშიტარიფი მოიმატებს 30-დან 50 ათასრუბლამდე, ხოლო ხავერდოვანი სეზონზე დასვენების საფასური 25 ათასი რუბლიდან იქნება", - განაცხადა მან.

გაძვირდა ასევე აფხაზეთის კერძო სექტორში განთავსების ტარიფიც. ოროთახიანი ბინის დაქირავება 1,5 ათასირუბლი (75 ლარი) ღირს. საცხოვრებლის ღირებულება დამოკიდებულია პირობებზე, ზღვასთან სიახლოვეზე, სეზონზე. მაღალ სეზონზე შეთავაზებები გაცილებით ძვირია.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, 2019 წლიდან აფხაზეთში განსახლების ობიექტების რაოდენობა 60%-ით, ხოლო სასტუმროებში საწოლების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა.

აფხაზეთში ტურისტების გააქტიურებაზე საუბრობს აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი. მისი თქმით, იქაურობა ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის არის საინტერესო ველური ბუნებით, რითაც წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად იზიდავს აფხაზეთი დამსვენებლებს.

"წელს აფხაზეთში ტურიზმს მეტი შანსი გაუჩნდა, რომ შექმნილი სიტუაციით ისარგებლონ და მოიზიდონ რუსი დამსვენებლები. ევროპაში ვერ დაისვენებენ, ამიტომ დიდმა ნაწილმა აფხაზეთს მიაშურა. როც აკრიმინალიყვაოდა, მაშინაც ჩადიოდნენ იქ რუსები, ახლა არაფერი უშლის ხელს. ექსტრემალური ადგილები ვისაც იზიდავს, ამ მხრივ ეს ტერიტორიები საინტერესოა. ამდენად, ბუნებრივია, რომ ბევრ ტურისტს მასპინძლობენ. იმ პირობებში, როცა რუსეთისთვის ყველაფერი დაკეტილია, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად აფხაზეთი რჩება. შეიძლება, ყველადა მსვენებელი არ არის, მაგრამ ფაქტია, ტურიზმში მოთხოვნა გაჩნდა. ვერ ვიტყვით, რომ სანაპიროებზე გასავლელი ადგილი არ არის, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, მაგრამ მოთხოვნა აშკარად არის. უნდა ითქვას ისიც, რომ რუსების გარდა, ოკუპირებულ რეგიონში სხვა ქვეყნებიდან არავინ ჩადის, ტურიზმის ბედს როგორც სხვა ჩვეულებრივ პერიოდში, ახლაც რუსი დამსვენებლებიგან საზღვრავენ. ბევრს იზიდავს მიტოვებული ადგილების ნახვა, ველურიბუნება, როგორიც სოხუმში, გაგრასა და ოჩამჩირეშია. ამ მხრივ გალი ნაკლებად საინტერესოა", - განაცხადა ირაკლიც ქიტიშვილმა "რეზონანსთან".

ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაოდ წასვლა ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. ამისმ იზეზი ადგილზე სამუშაო ძალის დეფიციტია. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან მსურველებს შეუძლიათ აფხაზეთში უპრობლემოდ დასაქმდნენ, ძირითადად, მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებზე.

სოხუმში, საოჯახო სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებული ვასო ხარებავა გალიდანაა. სატელეფონო საუბრისას ის ამბობს, რომ დიდი ხელფასი არ აქვს, მაგრამ იმდენს მაინც იღებს, რომ ოჯახს დაეხმაროს.

,,აფხაზეთში მუშაობას აქვს ის უპირატესობა, რომ ანაზღაურებას დოლარში ვიღებთ. მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასი თვეში 500-600 დოლარის ფარგლებშია. ეს იმ შემთხვევაში, თუ მთელითვე შეუსვენებლად იმუშავებ, თითო გამოსასვლელი დღე გვაქვს, ვის როგორც გვაწყობს. დიდი მშენებლობები აქ არარის, ძირითადად, მცირე სასტუმროებია და რესტორნები, ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტებისთვის არის საჭირო. შემკვეთები ძირითადად რუსები არიან. გარდა ამისა, ბევრი ქართველი ხელოსანი ოჯახებში არის დასაქმებული, სარემონტო სამუშაოებსა და სხვადასხვა ხელსაქმეზე, რეგიონში მუშახელის დიდი დეფიციტია, არავის ექმნება დაბრკოლება, ვინც საქმე იცის და მუშაობა არ ეზარება", - უთხრა "რეზონანსს" ვასო ხარებავამ.

ტურისტების გააქტიურებაზე საუბრობენ სოხუმში მცხოვრები ქართველებიც, რომელთა ინფორმაციით, გარკვეულ ისამზადის იგაზაფხულზე დაიწყო და რეგიონში საკმაოდ დიდი აქტიურობაა.

,,ხალხმა სახლებისგ არემონტება მოასწრო, ცდილობენ, რომ დამსვენებლებს უმასპინძლონ და ელემენტარული პირობები შეუქმნან. მსხვილ ობიექტებთან ერთად, მცირე სასტუმროებიც მუშაობს. რამდენადაც ვიცი, რუსული ტურისტული კომპანიებიც გააქტიურდნენ. ვისაც ველური ბუნება იზიდავს, ამ მხრივ ბევრი სანახაობაა. არავის გვიზღუდავენ სტუმრების მიღებას, მთავარია, მომსახურების გაწევა შევძლოთ", - ამბობს სოხუმში მცხოვრები რაულ ბაგათელია, რომელსაც "რეზონანსი" სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა.

აფხაზურ იმხარის ცნობით, 2021 წელს აფხაზეთში 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაისვენა, რითაც ბოლო 30 წლის რეკორდი მოხსნა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×