"უნდა აღიძრას საქმე ამ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ცრუ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი და ქვეყანა ტყუილში აცხოვრეს"
თიკა სიბოშვილი
08.08.2022

საქართველოში, ჯანდაცვის სექტორში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. პანდემია და მის დროს დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის განვითარებისათვის შემაფერხებელი აღმოჩნდა, რის გამოც ბიზნესმა უზარმაზარი ზარალი მიიღო. რამდენიმე დღის, წინ პოსტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დატოვა. დიდი ალბათობით, ე.წ. რეორგანიზაცია, უაზრო შეზღდუვებსა და ეკონომიკის შეფერხებას უკავშირდება, რაც ზუსტად პანდემიის პერიოდში იწვნია მთელმა ქვეყანამ.

აშკარაა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეკონომიკა უფსკრულის პირას აღმოჩნდა, ეს დიდწილად დაწესებულ ლოქდაუნს და შეზღუდვებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო, საქართველოში არსებული სიტუაცია იმაზე მეტ ხანს გახანგრძლივდა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა.

ახლა, როცა პანდემია თითქმის ყველა ქვეყანაში დასრულდა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ახალ ტალღასა და რეგულაციებზე საუბრობენ, რაც კიდევ აჩენს ეჭვს იმის შესახებ, რომ ბიზნესი კიდევ ერთხელ შეიძლება აღმოჩნდეს რთულ მდგომარეობაში. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად გვერდზე უნდა გადგეს, არ ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში და კიდევ ერთხელ არ შუშალოს ხელი განვითარებაში, რადგან ზარალი ისედაც დიდია.

როგორც, ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ყველაფერი ის, რაზეც 2 წლის განმავლობაში სპეციალისტები საუბრობდნენ იყო გადაჭარბებული.

„მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ მოსახლეობას მოუტანა დიდი ზარალი, ფსიქოლოგიური კუთხით და ძალიან ბევრი კერძო ბიზნესი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სწორედ ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყნიდან ახალგაზრდები გადიან. ვიცით, თუ რა ხდება აშშ-ში, მექსიკის საზღვრიდან როგორ მიიპარებიან ჩვენი ემიგრანტები.

რა თქმა უნდა ხელისუფლებაში გააცნობიერეს, რომ რეგულაციების აბსოლუტურ უმრავლესობას ვიუსის მართვასთან კავშირი არ ჰქონდა და შესაბამისად,არც ტესტები იყო სანდო, არც პირბადე იცავდა და არც ვაქცინას ჰქონდა იმგვარი დადებითი თვისებები, რაზეც სპეციალისტები საუბრობდნენ.

თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა არასწორი, რასაც 2 წლის მანძილზე გვეუბნებოდნენ ცნობილი ვირუსოლოგები და უმრავლესობა იყო ტყუილი. რა თქმა უნდა, ვირუსი არსებობს და მისგან ავადდება კიდეც ხალხი, ხდება გადაცემა და გარდაცვალებაც, მაგრამ ის ღონისძიებები, რასაც ატარებდნენ, არანაირ კავშირში არ იყო პრევენციასთან და ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა ვირუსით მანიპულაცია. ამან ძალიან მძიმე შდეგები გამოიწვია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში“, - აღნიშნა ტომარაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“და დასძინა, რომ პანდემიის მართვისას დიდი რაოდენობის თანხა გაიფლანგა.

„ჯანდაცვის ყოფილმა მინიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დეკემბერში პირდაპირ თქვა, რომ იყო კლინიკები, სადაც ადამიანები იღუპებოდნენ არასწორი მოპყრობის ან მკურნალობის გამო. როდესაც ახალი მინისტრი დაინიშნა მან პირდაპირ განაცხადა, რომ ცარიელ საწოლებში ორი წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარი გაიფლანგა. სულ ახლახან ბატონმა აზარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომიკრონი არის სუსტი ვირუსი და არ არის საჭირო კლინიკაში ადამიანის მოთავსებაო, მაგრამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობდნენ ხალხის კლინიკებში გადაყვანასო.

მინისტრების სამივე განცხადება რომ შევაჯამოთ, პირველი ნიშნავს, რომ ადამიანები იღუპებოდნენ ხშირ შემთხვევაში არა კოვიდისგან, არამედ არასწორი მოპყრობის გამო; მეორე შემთხვევაში ხდებოდა სიტუაციის დრამატიზება და არ იყო ამის აუცილებლობა, ხოლო მესამე შემთხვევა არის დიდი თანხის გაფლანგვა, ასევე სიტუაციის დრამატიზების კუთხით“, - აღნიშნა ტომარაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინისტრმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ყველას შესაბამისად მოექცეს.

„როცა ამხელა ტრიბუნიდან ასეთი განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა, უნდა აღიძრას საქმე ამ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ ცრუ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი ხდება და მხოლოდ გამყრელიძე წავიდა პოსტიდან. არანაირი პასუხისმგებლობა არავის არ დაკისრებია, იმასთან დაკავშირებით თუ რა ტყუილშიც გვაცხოვრეს ამ პერიოდის განმავლობაში.

ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი მფარველები ჰყავთ და ხშირ შემთხვევაში ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და არც სხვებიც პირდაპირ იღებდნენ დავალებებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეყოლებათ სერიოზული მფარველები და რა თქმა უნდა, საქართველოში არ იქნება მარტივად საქმე. ჯანდაცვის მინისტრი იქნება თუ სხვა, ის ვერ შეძლებს ჯანდაცვის მაღალჩინოსნების ისე დასჯას როგორც ეკუთვნით.

ეს ადამიანები, ვინც 2 წლის მანძილზე ამ დანაშაულებში მიიღეს მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და გაუიოლდება მინისტრს ამის გაკეთება თუკი საზოგადოების მხრიდან იქნება სერიოზული მოთხოვნა“, - აღნიშნა ტომარაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ჯერჯერობით უცნობია ეს ცვლილებები ეკონომიკის შეფერხებას უკავშირდება თუ არა. ახლა მნიშვნელოვანია მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნება და ახალი ტალღის არსებობის შემთხვევაშიც კი, მინიმალურად მსუბუქი შეზღუდვებით ცხოვრება, რადგან ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ შეზღუდვები დიდი დარტყმა იქნება.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რთულია ამ ეტაპზე იმაზე საუბარი თუ რატომ გადადგა ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან, თუმცა ის, რომ შეზღუდვები ეკონომიკისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდებოდა, ეს იმთავითვე აშკარა იყო.

„დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ამიტომ ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა რაც შეეხება ეკონომიკას და პანდემიას, ბუნებრივია, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე გავლენას და დარტყმას ახდენს. ეს მარტო საქართველოში არ ყოფილა, მთელ მსოფლოში ასე იყო და ყველა ქვეყანას შეუქმნა ძალიან დიდი პრობლემა კორონავირუსმა, მათ შორის, ჩვენც.

რეგულაციებმა კიდევ უფრო დიდ წნეხში მოაქცია ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ აქ იყო ორი მომენტი, სასწორის ერთ მხარეს იყო ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხოლო მეორე მხარეს - ეკონომიკური ზრდა და ბიზნესი.

დღევანდელი გადმოსახედიდან მსჯელობა შეიძლება, ერთი შეხედვით, უფრო მარტივი იყოს, რადგან დრო გავიდა, მაგრამ, მაშინ არც კოვიდთან დაკავშირებით იყო ამდენი ინფორმაცია ცნობილი, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვირუსი და ალბათ, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ გავექცეოდით. ასე პირდაპირ ამირან გამყრელიძის გაშვებასა და შეზღუდვებს, პირადად მე ვერ დავაკავშირებდი ერთმანეთთან, თუმცა ნელ-ნელა გამოიკვეთება ის ფაქტორები, რამაც განაპირობა მისი წასვლა“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×