სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.04.2018

     ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ამიტომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს.

    "საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.  შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივა, რომელსაც ვუწოდეთ სასტარტო კაპიტალის შექმნის რეფორმა!

    სასტარტო კაპიტალზე წვდომის იდეა მდგომარეობს, რომ სწორედ ჩვენი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, იაფი, ფაქტობრივად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მქონე ფულადი რესურსის მიწოდებას! ეს იქნება ალტერნატივა, მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტისა!

    ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდა გახდება ინკლუზიური, მოსახლეობაზე ორიენტირებული და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე აგებული. მცირე მეწარმეებისათვის არსებულ 1%-იან გადასახადებს დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზებულ სისტემასა და კაპიტალზე წვდომის რეფორმების ერთობლიობით სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ეს კი ნიშნავს, რომ მშპ-ს ზრდაში  მცირე და საშუალო ბიზნესს  და ახალ მეწარმეებს ექნებათ მინიმუმ 60%-იანი წილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved