სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2019 წელს ლარის რეალური გაცვლითი კურსი 2,80 იქნება, გაძვირდება აბსოლუტურად ყველაფერი, გაკოტრდება წვრილი ბიზნესი
    მარი ჩიტაია
    07.11.2018

     მომავალი წლიდან საქართველოში უამრავი ოჯახისთვის ცხოვრება გაუსაძლისად მძიმე გახდება. ლარის გამყარების პერსპექტივა საბოლოოდ მოისპო. 2019 წლის ბიუჯეტის 2,70-ზე დაგეგმარებით მთავრობა ხალხს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, კატსტროფის წინაშე აღმოჩნდება როგორც მოსახლეობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ფინანსური რესურსისგან დაიცლება. მთავრობა გაისად მოსახლეობის დაღუპვას აპირებს.

    სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რადგან სწორედ მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო რეალური გაცვლითი კურსი გაისად ალბათ 2,80-2,90-ის ფარგლებში იქნება, რის დამანგრეველ გავლენასაც ყველა იგრძნობს.

    არჩევნების წინ ამომრჩევლებისთვის ასეთი პესიმისტური განწყობის გადაცემა, რასაც მთავრობა აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის დასამარება. ასეთ ფონზე იმის მტკიცება, რომ ვითარება გაუმჯობესდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, არის მორიგი ტყუილი და ცრუ დაპირება, რომელსაც წინასაარჩევნოდ მიმართავენ.

    ლარს და, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობასაც, ხელისუფლებამ განაჩენი უკვე გამოუტანა. ფაქტია, რომ საწვავის გაიაფებაზე ფიქრი დასრულდება დიდი ხნით, სამუდამოდ თუ არა. მედიკამენტების გაძვირების ტენდენცია შეუქცევადი გახდება, კომუნალური გადასახადიც მოიმატებს და არავითარ შემთხვევაში ერთ ადგილზე არ გაჩერდება. მოკლედ, უამრავი პრობლემაა, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხეა.

    ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 2,70-იან მაჩვენებელზე დაგეგმარება ოჯახებისთვის დიდი გაჭირვების მომასწავებელია.

    "მიმაჩნია, რომ ბიუჯეტი უფრო ოპტიმისტურად არის დაგეგმილი, მაგრამ კურსი ამ დონეზეც რომ შენარჩუნდეს, სოციალურად და ეკონომიკურადაც ქვეყანაში უდიდეს პრობლემებს შექმნის. ამ დონეზე კურსის გაუფასურება მოსახლეობისთვის დიდი ზიანის მომტანია. რეალურად კი, გაისად კურსი 2,80-ის ფარგლებში თუ იქნება, გაცილებით მეტი პრობლემაა მოსალოდნელი.

    ის გათვლა, რაც ხალხს ჰქონდა, თუნდაც ბიზნესსექტორს, დაბალ კურსზე იყო მარგებული და ნებისმიერი ასეთი ნახტომი დიდი გაჭირვების მომასაწაველია მათთვის. ბიზნესიდანაც დიდი ოდენობით თანხას გააქრობს.

    საწვავის ფასს რაც შეეხება, იგი მაინცდამაინც კურსზე არ არის მიბმული, მაგრამ იმპორტიორები ყოველთვის ცდილობენ, რომ კურსის ცვლილებით შექმნან სასურველი რეალობა და ხშირად არაადეკვატურად მოქმედებენ. ნავთობის ღირებულება თუკი შეიცვლება, ფასებზეც უნდა იმოქმედოს. მით უმეტეს, აზერბაიჯანიდან თუ შემოგვაქვს საწვავი, ამ შემთხვევაში კურსის ფაქტორი მინიმალურია. არგუმენტი, რომ კურსი როგორც კი შეიცვლება, საწვავის ფასმა უნდა მოიმატოს, ალოგიკურია.

    ბიზნესს თუ აქვს გარკვეული მიზნები, კაპიტალდაბანდებას აპირებს და სხვა, ლარის გაუფასურება უარყოფითი შედეგის მომტანია, რადგან უძვირდება ბევრი რამ და დანაკარგის შევსებას პროდუქცის გაძვირებით ცდილობს", - ამბობს "რეზონანსთან" გერლიანი და დასძენს, რომ განსაკუთრებით გაუჭირდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული.

    "ადამიანებს გათვლილი აქვთ საკუთარი შემოსავალი, რასაც ლარის კურსი ყირაზე აყენებს. დოლარის გაძვირებამ პროცენტული მაჩვენებელი კაბალურ ნიშნულამდე მიიყვანა. ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს, ძალიან გაუჭირდება. უმძიმეს პირობებში ჩავარდება წვრილი ბიზნესი, რომელიც, პრაქტიკულად, ფინანსური რესურსისგან გაიწურება და ამით მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდება.

    რაც პირველადი მოთხოვნის პროდუქტია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც იყიდის მომხმარებელი, მაგრამ სხვა ყველაფერზე უარის თქმა მოუწევს. ლარის გაუფასურება პირდაპირპრორციულად ნებისმიერი ტიპის სიკეთეზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას", - აღნიშნავს გერლიანი.

    ეკონომისტების განცხადებით, მოსახლეობის პესიმისტური განწყობა არჩევნების შედეგზეც იმოქმედებს და მთავრობას უკვე ვერაფერი უშველის. "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებს უამრავი გეგმა დარჩებათ განუხორციელებელი.

    "ბიუჯეტის ამ ნიშნულზე (2,70) დაგეგმარება ნიშნავს კაპიტულაციას და პესიმისტური გარემოს შექმნას ქვეყანაში, ძალიან ნეგატიური პროცესების პროვოცირებას! ადამიანების გეგმები იყო სხვა, ხოლო მთავრობის გეგმები მათგან რადიკალურად განსხვავდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოქალაქეებს ბევრი პროექტი განუხორციელებელი დარჩებათ.

    ბიუჯეტში ჩადებული 2,70 ნიშნავს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ იქნებიან ორიენტირებული, რათა გაამყარონ ეროვნული ვალუტა და შეცვალონ დამოკიდებულება. ყოველ წელს აუფასურებენ ლარს და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს გონივრული ნაბიჯია. ეს არ არის ნორმალური, რადგან ხალხს დანაზოგი უუფასურდება და მათ საინვესტიციო გეგმებს ხელი ეშლება. არ მგონია, ამას რამე ეშველოს, სანამ არ შეიცვლება ხალხი, რომელიც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელია. დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ.

    იმ ადამიანებს, რომლებიც ეკონომიკას მართავენ, პასუხისმგებლობის ნულოვანი განცდა აქვთ იმ შედეგებზე, რაც მათი გადაწყვეტილებების გამო შეიძლება დადგეს, რაც არჩევნების შედეგზეც აისახება, რადგან ეს არის უარყოფითი გზავნილი ამომრჩევლების მისამართით. უპასუხისმგებლონი არიან და ეს ხალხმა თუ არ გაითვალისწინა, მომავალში უარესად მოექცევიან", - აცხადებს "რეზონანსთან" პაატა შეშელიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (07.11.2018)
    xoda gavardiT utvino maTxovaro qocebo, 100 lari, romliTac Tqvens mosyidvas apirebs es udReuri kaci or dResac ar geyofaT, mere ki salos arCevis Semdgom ideqiT xan prezidentis rezidenciasTan xan parlamenTTan da xan sad da xan sad, adgils moZebniT, xoda ibRavleT. Tumca ukve gviani iqneba. tqvens inaSe ori amocanaa: an aiRcieT normaluri prezidenti, romelic usafrTxoebis garanti iqneba an sul dairupebiT!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved