სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    06.12.2018

     "საქართველოს ბანკი", ქვეყნის წამყვანი ბანკი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ გადახდის სისტემას - QR PAY-ს წარმოადგენს, "საქართველოს ბანკის" მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისათვის.

    იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ QR-ით სარგებლობა, შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QR PAY-ის გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი უნდა ფლობდნენ საქართველოს ბანკში მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს ეროვნულ ვალუტაში.

    როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება, 1 წლის შემდეგ კი მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

    რაც შეეხება მომხმარებელს, QR PAY-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილ ბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (WISA MASTERCARS ან AMERICAN ESPRESS  QR PAY-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისთვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. მიმდინარე ეტაპზე უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-ით გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მომხმარებელს ღკ-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილ ბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.

    "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორ კახა კიკნაველიძის განცხადებით, ღკ გადახდების მექანიზმის დანერგვა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს უნაღდო ანგარიშსწორების წილი საქართველოს მთლიან საგადამხდელო სისტემაში.

    "მოხარული ვარ, რომ ვაანონსებთ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის ახალ მოდელს საქართველოში, ე.წ. QR PAY-ის საშუალებით ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გადაიხადონ მომსახურების თუ სავაჭრო ობიექტებში და მოახდინონ უნაღდო ანგარიშსწორება. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორების კიდევ უფრო მეტ განვითარებას საქართველოში და განსაკუთრებით მცირე და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის იქნება ძალიან საინტერესო წინადადება. იმისათვის, რომ მცირე ბიზნესი ჩაერთოს კოდების გადახდის სისტემაში, მას უნდა ჰვქონდეს მიმდინარე ანგარიში და ასევე მათ უნდა დააგენერირონ ღკ კოდი, რისთვისაც უნდა დარეგისტრირდნენ.

    ამით ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან, იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისათვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და, ამავე დროს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი", - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

    მომხმარებლის წახალისების მიზნით, "საქართველოს ბანკი" QR გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელს თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-ით, შესაძლებლობა აქვს, მოიგოს 2-კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-ით პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY-ის მანიშნებელი.

    "საქართველოს ბანკში" იმედოვნებენ, რომ წამახალისებელი აქცია მეტ მოტივაციას მისცემს მომხმარებელს, რათა ისარგებლოს გადახდის ინოვაციური სისტემით და მიიღოს კომფორტზე მორგებული, სრულიად ახალი მომსახურება, რაც საქართველოში ამ პროგრამის პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    ამდენად, QR გადახდების სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ძალიან მარტივია გადახდის მეთოდი, მომხმარებელს არ სჭირდება ბარათის ტარება, მხოლოდ მობილურის საშუალებითაც ქმნის გადახდის შესაძლებლობას.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრებს: გათამაშებასთან დაკავშირებით - 032444 444; QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახური - 032 444 490 ან მიმართონ "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved