სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" უხუცესი თანამშრომელი კომპანიის მხრიდან ადამიანური რესურსების სწორ გამოყენებაზე საუბრობს
    მარი ჩიტაია
    12.04.2019

     ლერი გიორგაძე "ენერგო-პრო ჯორჯიას" უხუცესი თანამშრომელია. რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს იგი კომპანიაში 2007 წლიდან, ჩეხური კომპანიის საქართველოში შემოსვლის დღიდან, ასრულებს, თუმცა მისი საქმიანობის მიღმა საქართველოს ელექტროსისტემაში რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება და 33 გამოგონებაა. ენერგო-პრო ჯორჯიამაც" ბევრი იზრუნა, რომ, სხვა კოლეგებთან ერთად, კომპანიის უხუცესი თანამშრომლის სამუშაო გარემო იყოს კომფორტული, დახვეწილი და თანამედროვე, რაც კომპანიის, საბოლოოდ კი, დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

    მიღწევები

    მზომი ხელსაწყოების ქვეგანყოფილებაში ერთ-ერთი პირველი კადრი ლერი გიორგაძე გახლდათ. დღეს მას კომპანიაში უფროსი სპეციალისტის სტატუსი აქვს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" საქმიანობაში გამოიცადა მისი პირველი სანიმუშო ეგზემპლარი - მრიცხველის ხელოვნური დატვირთვისთვის, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება. გარდა ამისა, როგორც ვახსენეთ, ლერი გიორგაძე 33 გამოგონების ავტორია. ამათგან 30 საბჭოთა კავშირის პერიოდს ეკუთვნის, ბოლო 3 გამოგონება კი, როგორც თავად ამბობს, 90-იანი წლების შემდგომ ხანას ეკუთვნის. ესენია: გენერატორის აგზნების ხერხი და მოწყობილობა მისი რეალიზაციისთვის; უნიპოლარული ძაბვის მიღების ხერხი და მისი რეალიზაციის მოწყობილობა; მუდმივი ძაბვის მიღების ხერხი და მოწყობილობა მისი რეალიზაციისთვის.

    ლერი გიორგაძის თქმით, ამ სამსახურმა წლობით დაგროვილი გამოცდილების გაფართოებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცა. კომპანიის უხუცესი თანამშრომელი ამ გამოცდილებას დღეს უკვე ახალგაზრდა კოლეგებს უზიარებს.

    საქართველოში შემოსული, ქართული ენერგეტიკის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ადამიანური რესურსის სწორად გამოყენება, განსაკუთრებით ტექნიკური მიმართულებით. ცხადია, რომ საკადრო პოლიტიკას "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომავალი წარმატებაც უნდა განესაზღვრა.

    როგორც ლერი გიორგაძე ამბობს, კომპანია არ ზღუდავს პიროვნებათა განვითარების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ყველას, ვინც ამისთვის თუნდაც მცირე ინიციატივას გამოიჩენს. "რეზონანსს" მან უამბო იმ გამოწვევების შესახებაც, რაც 2007 წლამდე, "ენერგო-პრო ჯორჯიას" დაარსებამდე, არსებობდა საქართველოში.

    "საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ურთულესი გზა განვლო. საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო "ენერგო-პრო ჯორჯიას", რაც არ იყო მარტივად გასავლელი გზა. თუმცა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და კარგად ორგანიზებული რეფორმებით შესაძლებელი გახდა რეგიონების მასშტაბური განათება, რათა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს სიბნელისთვის თავი დაეღწიათ. ამ პრობლემის მოგვარება ერთი კომპანიისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო და მიმაჩნია, რომ ღირსეულადაც გაართვა თავი.

    ცხადია, სიახლის დანერგვა არც მომხმარებლებისთვის ყოფილა მარტივი პროცესი, რადგან მრიცხველების შემოტანა, მონტაჟი და ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილში იწვევდა გარკვეულ კრიტიკასაც, განსაკუთრებით გადახდის ახალ მექანიზმთან შეგუება გაუჭირდათ. თავდაპირველად ტექნიკის საკითხი უნდა მოგვარებულიყო, ხალხს ფული არ ჰქონდა, ახალი რომ შეეძინათ, მოწოდებაც არ იყო. წარმოება-დაწესებულებებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგნენ. ეს ყველაფერი ნელა-ნელა მოგვარდა, აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, ხალხმა გადახდა დაიწყო, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა", - ამბობს ლერი გიორგაძე.

    საქმე, რომელიც გაძლიერებს

    მზომი ხელსაწყოების ქვეგანყოფილება ელექტროენერგიის აღმრიცხავ მოწყობილობებს, ე.წ. მრიცხველებს, ამოწმებს. მისი თქმით, ხანგძლივი გამოცდილების მიუხედავად, პროფესიული ზრდა არ შეუწყვეტია და დღესაც მუდმივად ძიების, ცოდნის მიღების და განვითარების პროცესშია.

    "მრიცხველის მუშაობის ხარისხს ვადგენთ. აქ თავს იყრის გაყალბებული მრიცხველები, რომლებიც ხან აბონენტების დაუდევრობით, ხან სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის გამო ზიანდება. დღეს ამ მხრივ მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა სერიოზული პრობლემის წინაშე ვიყავით წლების წინ, რადგან თითქმის მასიურად ზიანდებოდა. ჩვენ უნდა შეგვემოწმებინა, მოწყობილობა რამდენად სწორად აღრიცხავდა ელექტროენერგიას. დაზიანებული მრიცხველი გარეგნულად ციმციმებდა, მაგრამ მოხმარებულ ელექტროენერგიას არ აღრიცხავდა. დიდი დრო რომ არ დაგვეხარჯა, ე.წ. ტენები შემოვიღეთ. შემდეგ ჩემი ცოდნა-გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს გადავიტანე მცირე სიმძლავრის გამწოვ ტრანსფორმატორზე, რამაც ენერგიის ხარისხი გააუმჯობესა და დროც დაიზოგა. დღეს მას დატვირთვის აპარატს ვუწოდებთ, დამზადდა უშუალოდ ჩემ მიერ, დაინტერესდა ზედამხედველობის სამსახური და უკვე ადგილზე დავამზადეთ რამდენიმე ეგზემპლარი, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება.

    თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩემი საქმიანობა ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნოცაა, რაც "ენერგო-პრო ჯორჯიას" გუნდის დიდი დამსახურებაა. სწავლა სიბერემდეაო, ნათქვამია და არც მე ვარ გამონაკლისი. გამოცდილების მიუხედავად, აქ ნამდვილად დიდი ცოდნა მივიღე. ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა სანიმუშო აგრეგატზე მუშაობა, რომლის შესწავლა დროს მოითხოვდა და დიდი ინეტერესი იყო, რომ წარმატებით მოგვეხდინა ექსპლუატაცია.

    ალბათ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა საყვარელ საქმეს ემსახურები. თუმცა კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ შეგიძლია, გამოცდილება ახალგაზრდა კოლეგებს გაუზიარო. ამ კადრთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია, ჩემმა საქმემ მორალურადაც გამაძლიერა," - ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" უხუცესი თანამშრომელი.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×