სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სპეციალისტები: `თუ ძრავის მოცულობის სიდიდეს მიებმება გადასახადი, მოხარული ვიქნები
    თამარ მუკბანიანი
    14.05.2019

     ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი და მოსაკრებელი ძრავის მოცულობისა და ასაკის მიხედვით უნდა დაცესდეს. ასეთია, პარლამენტის სამუშაო ჯგუფის რეკკომენდაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესამსუბუქებლად. მართადია, ეს ზოგიერთი ტიპის მანქანის (ჯიპები, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები) გაძვირებას გამოიწვევს და მისი შენახვის ხრაჯიც გაიზრდება, მაგრამ სპეციალისტების აზრით, რეგულაციები აცულებელია. ასე ხდება არა მარტო ევროპის ქვეყნებში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც.

    პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოკვლევა ჩაატარა. საამისოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

    დადასტურდა ის, რაც ისედაც ყველასათვის ცნობილი იყო. დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილების მფლობელები მანქანებში ხშირად ამონტაჟებენ გაზის სისტემას. ისინი კი უმეტესწილად გაუმართავია, მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს და უფრო აბინძურებს გარემოს.

    `ამიტომ გამოითქვა მოსაზრება, რომ 5 წელზე ასაკოვან ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუდგინდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, მიზანშეწონილია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე~, - აღნიშნულია ანგარიშში.

    ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის დირექტორი, ირაკლი იზორიაც ადასტურებს, რომ განბაჟების გადასახადის ცვლილება აუცილებელია, თუმცა ეს უნდა შეეხოს ქვეყნის შიგნით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსაც.

    `მოკვლევაში ჩართული იყო ჩვენი ორგანიზაციაც და დიდწილად ვიზიარებთ, გარემოს დაცვის კომიტეტის სრეკომენდაციო ნაწილს.  საქართველოში არ არსებობს ავტომობილების განბაჟების დროს რაიმე მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ეკოტრანსპორტის მომრავლებას უზრუნველყოფს. მართალია, მიმდინარე წლებში, თავად ელექტრომობილები გათავისუფლდა გადასახადებისაგან და ჰიბრიდული ძრავის მქონეებზე დაწესდა შეღავათი, თუმცა ამან საერთო სურათი დიდად ვერ შეცვალა. 20 წელზე ზემოთ ავტომობილების ოდენობა 71%-ზე მეტია, ამიტომ რეგულაციები აუცილებელი, გარდაუვალია.

    ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ. იქ 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა მთლიანად აიკრძალა. ჩვენთან ეს წესი ადგილობრივ ბაზარს დააზარალებს, მაგრამ განბაჟების დროს უნდა დაწესდეს მკაცრი რეგულაცია.

    რაც შეეხება დიდი ძრავის მანქანებზე მაღალი მოსაკრებლის დაწესებას, ეს არ არის საქართველოში გამოგონილი. ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ძრავის მიხედვით ხდება განბაჟების ტარიფის გასაზღვრა.

    რაც მეტია ძრავის მოცულობა, მეტია გამონაბოლქვი და გადასახადიც ლოგიკურია. ამის გარდა, მეტია საპარკინგე ადგილის საჭიროება და საცობის შექმნაც სწორედ დიდგაბარიტიან მანქანებთან ასოცირდება. ამიტომ, თუ ძრავის მოცულობის სიდიდეს მიებმება გადასახადი, მოხარული ვიქნები.

    მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან რთული გამოსასწორებელია, მით უფრო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლის გარეშე. გარკვეული სტანდარტის მიღწევის შემდეგ, კარგი იქნება, ქვეყნის შიგნით დიდძრავიან ავტომობილებზეც გავრცელდეს მოსაკრებელი, თუმცა თავდაპირველად, ეს უფრო მეტად საბაჟო გადასახადით უნდა შეიზღუდოს~, - აცხადებს `ბინზეს-რეზონანსთან~ იზორია.

    პარლამენტის მიერ მიღებულ დასკვნას ეთანხმება თბილისის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე. მისი თქმით, აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა, რათა ერთი მხრივ, მოგვარდეს ეკოლოგიური საკითხები, მეორე მხრივ კი, მოსახლეობას არ წაერთვას ავტომობილის ყიდვის შესაძლებლობა.

    `რასაკვირველია, მივესალმები ყველა ინიციატივას, რომლიც შეამცირებს გამონაბოლქვს და განმუხტავს მოძრაობას, თუმცა აუცილებლად ოქროს შუალედია საპოვნელი. ასაკოვან ავომობილებს ხომ ისედაც ის ხალხი ყიდულობს, რომელსაც მეტის შესაძლებლობა არ აქვს. აქვე არის პრობლემა, რომ სწორედ მოძველებული ავტოპარკია ყველაზე დიდი თავსატეხი ამ ქვეყნისთვის. ამიტომ, უნდა მოხდეს ყველა ინტერესის და რისკის გაანგარიშება და ეტაპობროვად გატარდეს ცვლილებები.

    რაც შეეხება დიდი მოცულობის ძრავიან ავტომობილს, ეს ნამდვილად არის ფუფუნების საგანი. თუ ადამიანს ჰყავს ამ ზომის მანაქნა, გამოიყოფა მეტი გამონაბოლქვი და პრობლემა ექმნებათ სხვა მძღლოლებს გადაადგოებისას. ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა გადაიხადოს შესაბამისი მოსაკრებელი. ეს უცხო ქვეყნების დიდი ხნის წინ მიღებული და დადგენილი ძალიან კარგი პრაქტიკაა, რაც საქართველოში თავისუფლად შეიძლება დაინერგოს~, - აღნიშნა კუხიანიძემ `ბიზნეს-რეზონანსთან~ საუბრისას.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved