სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "არალეგალები ყოფა ყველგან წარმოადგენლად გართულდა და ეს ტენდენცია მზარდი იქნება"
    მარი ჩიტაია
    14.05.2019

     უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტებიგანუხრელად მატულობს. ევროპის ქვეყნებიდან ქართველებს უკვეყოველდღირად აძევებენ. ხალხი ქვეყნიდან სიღარიბესა დაუმუშევრობას გაურბის, თუმცა ძალიან ცოტას უმართლებს. მარტომარტში ისრაელიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან 190 ადამიანიგამოაძევეს. ცხადია, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი მკვეთრადგაიზრდება და რამდენიმე ათასს მიაღწევს, თუმცა კონკრეტულადრამდენით, ამის პროგნოზს დღეს ვერავინ აკეთებს.

    რეალურად ხალხს მთავრობა ვერაფერს სთავაზობს, სიტუაცია კიძალიან მძიმდება, რასაც ადასტურებს "საქსტატის" მონაცემებიც,რომლის მიხედვითაც, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მიგრაციის დონემ 16%-ით მოიმატა. კერძოდ, შარშან საქართველოს100 000-მდე მოქალაქე საზღვრებს გარეთ გაიქცა. შესაბამისად,გაუარესებულია მიგრაციის სალდოც, რომელიც სტაბილურადუარყოფითია. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მიდისემიგრაციაში, ვიდრე უკან ბრუნდება და ბოლო მონაცემებით, ამციფრმა 11 000 შეადგინა.

    რაც შეეხება დეპორტაციის ფაქტებს, 2019 წლის მარტშისაქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე ისრაელიდან გამოაძევეს.მეორეა ადგილზეა თურქეთი, მესამე კი - გერმანია. საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკისთანახმად, 2019 წლის მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქისდეპორტაცია ისრაელიდან (78), თურქეთიდან (67), გერმანიიდან (45)და ავსტრიიდან (21) მოხდა. მათ მოსდევს საფრანგეთი (14მოქალაქე), რუსეთი (10), ესპანეთი (10), იტალია (9), შვეიცარია(8). მარტში საქართველოს 5-5 მოქალაქე გამოაძევეს პოლონეთმა,ბელგიამ, საბერძნეთმა და ფინეთმა. საქართველოს ყველაზე ნაკლები(1-1) მოქალაქის დეპორტირება მოხდა აშშ-დან, უკრაინიდან დაბელარუსიდან.

    2019 წლის მარტში ქვეყნიდან 281 019 საქართველოს მოქალაქეგავიდა. წინა თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონისქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.გერმანიაში წასული საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 6056 იყო.მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც 3730 ადამიანი გაემგზავრაა,მესამე ადგილზე კი პოლონეთია (3185).

    სტატისტიკიდან ჩანს, რომ ევროპაში არალეგალები უკვემასობრივად იდევნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება ჯერკიდევ შესაძლებელია, მწირი ანაზღაურების გამო მუშაობა აზრსკარგავს. შეიძლება ითქვას, რომ არც გამოსავალი ჩანს. სამშობლოშითუ შორეულ ემიგრაციაში, ყველა გაძლებაზეა, მაგრამ ცალკეპრობლემაა ისიც, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ნაშოვნი ფულისამშობლოში უყაირათოდ იხარჯება.

    მიგრაციის ცენტრის დირექტორის გიორგი გოგიშვილი"ბიზნეს-რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ქართველ ემიგრანტებსპრობლემა აქვთ ყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება.

    "კონტროლი დაწესდა და სამომავლოდ შეზღუდვა კიდევ უფროგამკაცრდება. ჩვენს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში თავშესაფრსუკვე ნაკლებად აძლევენ. ქართველები კი ცდილობენ, როგორმედარჩნენ ქვეყნებში, მაგრამ მათი აღმოჩენის შემთხვევაში,მომენტალურად დეპორტაცია ხდება, რის გამოც გაიზარდა სტატისტიკადა სამომავლოდ კიდევ მოიმატებს.

    ჩემი აზრით, წლის ბოლომდე კიდევ ბევრ ქართველს გამოაძევებენდა ეს ტენდენცია მზარდი იქნება. საქმე ისაა, რომ საქართველოუსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და თავშესაფრის მიღებას ჩვენიმოქალაქეები ბოლო დროს იშვიათად ახერხებენ. ძალიან რთულია თქვა,რა უნდა გააკეთოს გამოძევებულმა ადამიანმა, მაგრამ ჰაერშინამდვილად ვერ ჩამოეკიდება. ყველა ჩვენგანი, ვინც აქ ცხოვრობს,მეტ-ნაკლებად ახერხებს თავის გატანას. არის გამონაკლისიც, როცაუკიდურესად უჭირთ, მაგრამ ხალხს თავი ასე თუ ისე მაინც გააქვს.

    როცა უცხოეთში წასული ემიგრანტების მდგომარეობის შესახებვიგებთ, ხშირად ეს მიმზიდველიც ჩანს, ვხედავთ მხოლოდ შედეგს დაპროცესი, რის ფასად შოულობენ ემიგრანტები ფულს, ჩვენთვისუცნობია. რეალურად ეს თანხა შეიძლება მძიმე ცხოვრების შედეგადმოაგროვონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოეთშიემიგრანტების შრომის ხანგძლივობა დღეში 14 საათია, ხოლო ამფონზე შემოსავალი არც ისე დიდია. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე,ვიცოდეთ საკუთარი რესურსი და ამის შესაბამისად ვცადოთ დასაქმებასაქართველოშივე", - ამბობს გოგიშვილი და დასძენს, რომ დღესქვეყნიდან წასული ადამიანებისთვის არანაირი ტენდენცია არიკვეთება გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და ამისთვისსაფუძველი შეამზადონ.

    "ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ვეღარ მიდიან ევროპაშიან თუ მიდიან, მალევე აძევებენ. შესაბამისად, ვერც სამუშაოსიწყებენ. დასაქმების პერსპექტივა თითქმის აღარ არის. ფინანსურიკრიზისის გამო ყველაზე მეტად ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში,უკრაინაში, საბერძნეთსა და თურქეთში უჭირთ. ამ ქვეყნებში მათდასაქმების პრობლემას ადგილობრივების მხრიდან უნდობლობაცუქმნით.

    რაც შეეხება ისრაელს, გერმანიას, ესპანეთს და კიდევრამდენიმე ქვეყანას, არალეგალებისთვის ცხოვრება ბოლო ხანსწარმოუდგენლად გართულდა, რადგან მიგრანტები მასიურადიდევნებიან. ამდენად, ქართველ ემიგრანტებს უკვე პრობლემა აქვთყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება.

    ფინანსურმა პრობლემამ, რაც ბევრ სახელმწიფოს დაატყდა,სამუშაო ადგილები გააქრო. მართალია, უჭირთ რუსეთშიც, მაგრამცხოვრება იქ შედარებით მარტივია, რადგან ჩვენები ამ ქვეყანასკარგად იცნობენ, იციან ენაც და იქ ცხოვრება, ფინანსურიპრობლემის ფონზეც, უადვილდებათ. იგივე შემიძლია ვთქვაუკრაინაზეც, თუმცა, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ქვეყნისზოგიერთ პროვინიციაში ქართველების დარჩენა უკვე საკმაოდგაძნელდა.

    ამიტომ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუკიჩვენი თანამემამულეები სამშობლოში დაბრუნდებიან და უცხოეთშიგაკეთებული დანაზოგით რამე საქმეს წამოიწყებენ. ეს შეიძლებაიყოს ბიზნესი ან პროფესიული გადამზადება და სხვა. ამ მხრივდღეს საქართველოში საკმაოდ დიდი არჩევანია", - ამბობს გიორგიგოგიშვილი.

    დეპორტაციის სტატისტიკის ზრდას ვარაუდობს "ღია საზოგადოებასაქართველოს", ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანოჩხიკვაძეც.

    "სტატისტიკა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაემორჩილებიანჩვენი არალეგალები იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაციმყოფებიან. შესაბამისად, თუ გაფრთხილების ვადებსგაითვალსიწინებენ და დროულად დატოვებენ ქვეყანას, დეპორტაციისშემთხვევები შემცირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება.

    ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაციადა რა სტატისტიკა გვექნება წლის ბოლოს, ამაზე ვერაფერს გეტყვით.პრობლემაა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დასაქმებისპერსპექტივას ვერ ხედავენ. აქედან გამომდინარე, საკუთარინებით არავინ ჩამოვა. ეს კი გვავარაუდებინებს, რომ დეპორტაციისფაქტები გახშირდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში.

    თავშესაფართა მაძიებლები დღესდღეობით ყველაზე მეტნისაფრანგეთში არიან, ამიტომ ვფიქრობ, იქ ყველაზე მეტადმოიმატებს გამოძევების შემთხვევები. საერთოდ კი რომელიმექვეყნის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან პრობლემაქართველებს შეექმნებათ ყველგან, სადაც არალეგალურად ცხოვრობენ",- განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვანო ჩხიკვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    kargia   (17.05.2019)
    dzalian kargi rom adzeveben! aqauroba iranelebit, arafebit da sxva urjuloebit gaivso!samshbloshi daetiet !


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×