სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბანკის მიზანი არ ყოფილა, სესხის დაფარვა კრედიტორის მხრიდან, მათ პირდაპირ ქონების ხელში ჩაგდების ინტერესი ამოძრავებდათ"
    თამარ მუკბანიანი
    08.07.2019

    180 000 დოლარად შეფასებული ქონების საკითხი, რომელიც "პროკრედიტ ბანკმა" ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად გაყიდა, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" შეისწავლეს. ვრცელ კველევაში იმ შეუსაბამობაზე, დარღევევებსა და არამიზნობრივ ქმედებებზეა საუბარი, რომელიც კომერციულმა ბანკმა "ქართული სკოლის" წინააღდეგ განახორციელა. დღესდღეობით სკოლის მფლობელი და მისი ოჯახი, ბიზნესის გარეშეა დარჩენილი და უკნასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებაც ემუქრება. 

    საზოგადოებისათვის ხშირად ხდება ცნობილი ბანკებისა და მათი მევალეების დავა, სადაც, ძირითადად, მოქალაქეები საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მანიპულაციებზე ჩივიან. ერთ-ერთი ასეთია მერაბ გვაზავას საქმე, ის "პროკრედიტ ბანკის" მევალეა. ამ საკითხთან დაკავშირებით, "ბიზნეს-რეზონანსი" 26 მარტსაც წერდა. მას შემდეგ საქმეში "ახალგაზრდა ადვოკატები" ჩაერთნენ და ბანკის მიერ ჩადენილი უამრავი უკანონობა აღმოაჩინეს. 

    არასამთავრობო ორგანიზაციამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრების საქმეზე საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს წარუდგინა, რომელიც შეეხება სს ,,პროკრედიტ ბანკის“ საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში „ქართული სკოლის“ ქონებების დაუფლების ფაქტს, პარტნიორების ქუჩაში გაყრას და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების გაკოტრებას. კვლევაში სამართლებრივ დარღვევებზე, არაკეთილსინდისიერების ფაქტებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან, არამართლზომიერ ქმედებებზეა საუბარი. 

    "ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ ბანკის მხრიდან თანამშრომლობისა და მხარეთა შორის შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, სკოლის წინაშე დამდგარი შედეგების თავიდან არიდება შეიძლებოდა. ერთი მხრივ, ბანკს სკოლისთვის საშუალება უნდა მიეცა ალტერნატიული საშუალებებით მომხდარიყო ვალდებულებების შესრულება (რესტრუქტურიზაცია, ქონების რეალურ საბაზრო ფასად გასხვისებიდან კრედიტის დაფარვა) და მეორე მხრივ სახელმწიფოს (აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო) სათანადოდ უნდა შეეფასებინა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, მხედველობაში მიეღო უძრავი ქონება შეფასებულიყო რეალური საბაზრო ღირებულებით. 

    დადგენილია, რომ სააღსრულებლო საქმის წარმოების აღმასრულებელმა, რეალიზაციის მიზნით, შეაფასა იპოთეკის უფლებით დატვირთული ორი უძრავი ქონება, სარეალიზაციო ქონების შეფასება განხორციელდა აღმასრულებლის ინიციატივით მოწვეული ექსპერტის მიერ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად - კერძოდ, ერთი ქონება შეფასდა 165 000 ლარად და ხოლო მეორე ქონება - 48 800 ლარად. უძრავი ქონების რეალური ღირებულება კი მერაბ გვაზავას მიერ ჩატარებული ალტერნატიული შეფასებით, შეადგენდა პირველ შემთხვევაში - 417 935 ლარს და მეორე შემთხვევაში - 876 528 ლარს. აშკარაა, რომ ქონების შეგნებულად დაბალ ფასში შეფასებამ ბანკი ჩააყენა უპირატეს მდგომარეობაში - მისცა მას საშუალება უძრავი ქონებები შეეძინა დაბალ ფასად, რამაც მნიშვნელოვნად დაარღვია თანასწორუფლებიანობის პრინციპი.

    კვლევის ერთ-ერთი ავტორი, "ახალგაზრდა ადვოკატების" წევრი ნიკა გოგბერაშვილი ამბობს, რომ თითქმის ყველაფერი გაკეთდა კანონერად, თუმცა არასამართლიანად. დაირღვა კეთილსინდისიერების პრინციპი და სწორედ ეს არის დღეს სადავო. 

    "მოცემულ შემთხვევაში, "ქართული სკოლის" შემთხვევა არის საქმე, სადაც დადასტურებულად არის მიჩნეული ბანკის არაკეთილსინდისიერი მოქმედებები - იქნებოდა ეს კომპრომისზე წასვლა, მოლაპარაკება თუ სხვა. ასევე, საყურადღებოა აღსრულების ეროვნული ბიუროს არამართლზმიერი ქმედება, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალურ მიზნებს. 

    ამ საქმის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ `პროკრედიტის~ მიზანი არ ყოფილა, ვალდებულების დაფარვა კრედიტორის მხრიდან. მათ პირდაპირ ქონების ხელში ჩაგდების ინტერესი ჰქონდათ. 

    დღეს, მხოლოდ იმის გაკეთება შეიძლება, რომ ბანკი წამოვიდეს მოლაპარაკებაზე, ბატონ მერაბ გავაზავას მიეცეს უფლება მოახდინოს საკუთარი ქონების რეალიზება საბაზრო ფასად და ასე დაფაროს ვალდებულებები. დღესდღეობით დავა არაკეთისინდისიერების კუთხით შეიძლება, რადგან ბანკმა თითქოს ყველაფერი გააკეთა კანონიერად, თუმცა არასამართლიანად", - განაცხადა ნიკა გოგბერაშვილმა. 

    კვლევის პრეზენტაციაზე მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურისტებთან ერთარ მიწვეული იყო, ეკონომისტი, საბანკო სფეროს სპეციალისტი, ლია ელიავაც. მისი თქმით, კომერციული ბანკების მხრიდან მსგავსი ქცევა იშვიათი სულაც არ არის და მათ ამის საშუალებას კანონმდებლობა აძლევს, რომელიც არ არის მომხმარებლის უფლებებზე ორიენტირებული. 

    "თვალში საცემი, პირველ რიგში ისაა, რომ მსესხებლები ბოლომდე გარკვეულნი არ იყვნენ როგორ და რა პირობებით აიღეს თანხა. კერძოდ, საუბარია ქონების შეფასებაზე. საქართველოში, არც ერთი სერტიფიცირებული ქონების შემფასებელი არ არსებობს და იგი პრინციპში ფასდება "სიტყვა და საქმეს" საიტის საფუძველზე. ამ კუთხით შემოდავება ყოველთვის შეიძლება კომერციული ბანკის მხრიდან. ეს უდიდესი პრობლემაა. ყველა ბანკი დაინტერესებულია ხელში ჩაიგდოს სარფიანი ბიზნესი ან შენობა. ამისათვის, კანონდარღვევაზეც კი მიდიან. სწორედ, ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე დღეს. ამაზე ბევრი საუბარი იყო, რაც საბოლოოდ არაპროფილურ აქტივებამდე მიდის, თუმცა ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო ზომები. 

    მერაბ გვაზავას საქმე, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი. ასე მოქმედებენ უმრავლეს შემთხვევაში ქვეყანაში არსებული საფინანსო ინსტიტუტები. სესხი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ნებისმიერი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესს. მერაბ გვაზავას შემთხვევაში კი, პირიქით, წიხლი დააჭირეს როგორც შეეძლოთ.  ამაში კანონმდებლობა ეხმარება ბანკიბს", - აღნიშნა ლია ელიავამ.

    თავად  მერაბ გავზავა კი, რომელსაც დღეს უკვე უკანსასკნელი საცხოვრისის გარეშე დარჩენა ემუქრება, ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი მისთვის ბანკის მხრიდან მოლაპარაკებაზე წამოსვლაა, რაც დღემდე "პროკრედიტს" არ გაუკეთებია. 

    "ჩვენთვის დღეს გამოსავალი ერთადერთია. ბანკი წამოვიდეს მოლაპარაკებასა და მორიგებაზე. "პროკრედიტმა" მოთოკოს მტაცებლური ნება და მოგვცეს საშუალება თავად მოვახდინოთ ქონების რეალიზება, რითიც დავფარავთ კიდეც ვალს და გადავარჩენთ საკუთარ საცხოვრებელს. ბანკი რომ ამას არ თახმდება, ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ მას თავდიანვე მხოლოდ ქონების წართმევა აინტერესებდა და არა ჩვენი მხრიდან ვალდებულებების პირნათლად შესრულება", - ამბობს მერაბ გვაზავა.

    "ახალგაზრდა ადვოკატები" ამბობენ, რომ კვლევას ყველა საჯარო უწყებას, არასამთავრობო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსს გააცნობენ.  ასევე მიმართავენ ეროვნულ ბანკსა და ბიზნესომბუდსმენს. "ბიზნეს-რეზონანსი" საქმის ყველა სიახლეს შემდეგ ნომრებში გაგაცნობთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved