სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჯერჯერობით კომპანიები თავს იკავებენ, მაგრამ ასეთი დევალვაციის პირობებში დიდხანს არ გაჩუმდებიან
    რეზონანსი
    10.07.2019

     გაზის, წყლისა და დენის სამი წლით დადგენილი ტარიფები, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად გადაიხედოს და გაიზარდოს კიდეც. ამის ერთადერთი მიზეზი, ლარის უპრეცენტო გაუფასურებაა, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ თუ ლარის კურსი 2.75-იან ნიშნულს არ ჩამოსცდება, გაძვირება გარდაუვალია. 

    კომუნალური ტარიფები მაშინ დადგინდა, როცა გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ 2.50-ზე იყო. დღეს კი კურსი 2.80-2,85-იანი ნიშნულის ფარგლებში მერყეობს და არც ერთი კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის პროგნოზი საიმედო არაა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, ტოტალურ გაძვირებას მხარს აუბამენ თუ არა ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანიები. 

    "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი, ნიკა შენგელიას განმარტებით, ქვეყანა რამდენიმე დღეში გაძვირების მორიგ ტალღას მიიღებს. უფრო მეტიც, თუ კურსი 2.85-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, აგვისტო-სექტემბერში დენისა და გაზის ტარიფების გადაანგარიშება თავიდან მოხდება, ამას კომპანიები მოითხოვენ. რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ აზერბაიჯანულ გაზის  ღირებულება გაიზარდოს", - აღნიშნავს შენგელია.

    ტარიფის გადახედვის შესაძლებლობას კომპანიების ნაწილი არ უშვებს, ნაწილი კი ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებს. 

    ჯერჯერობით სამოქმედო გეგმაზე არ ჩამოყალიბებულან ენერგოსადისრიბუციო კომპანიები. როგორც `რეზონანსს~ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია "თელასში" განუცხადეს, ტარიფის კორექტირება სემეკის დისკრეციაა, რადგან ამჟამინდელი ტარიფი 3 წლითააა დადგენილი. 

    "ენერგო პრო ჯორჯიასთაn" დაკავშირება ვერ მოხერხდა, ხოლო რაც შეეხება "ყაზტრანსგაზ-თბილისს", იქ ამ ეტაპზე ზუსტად იციან, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყებისთვის ტარიფის გადახედვის მიმართვის მოთხოვნით, არ გეგმავენ. 

    კომპანიები სემეკისგან ელიან ნაბიჯს, თავად მარეგულირებელი კი ამბობს, რომ მათთვის გადახედვის მოთხოვნით არავის მიუმართავს და შესაბამისად, ეს თემა დღის წესრიგში არ დგას. 

    როგორც "რეზონანსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში განუცხადეს, ამჟამად დღის წესრიგში არ დგას 3 წლით განსაზღვრული ტარიფების გადათვლა. "კომპანიებს არ მოუმართავთ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, რომელიც დადგენილი აქვთ 2020 წლის ბოლომდე", - ამბობენ სემეკში. სხვაგვარად უყურებენ საკითხს დარგის სპეციალისტები. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ტარიფის მატება 2019 წელს ნამდვილად მოსალოდნელია სწორედ ლარის დევალვაციის გამო, თუმცა ეს უფრო მონოპოლიის ბრალია და არა რეალური ფაქტორებისა, რადგან დღეს დადგენილი კურსი რეალობას არ ასახავს.

    "კომპანიებს გასდით აბსოლუტურად ყველაფერი, რადგან ბაზარზე მონოპოლიაა და ისინი ადგენენ თამაშის წესებს. ეროვნული ვალუტის კურსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია და გაზრდის ტარიფს. ნამდვილად ველოდები, რომ ამ ფაქტორის გამო კომუნალური გადასახადი მოიმატებს და ეს ბუნებრივიცააა, როცა ვალუტა ასე უპრეცენდენტოდ უფასურდება. ჯანსაღი ბაზრის პირობებშიც კი ლოგიკურიც იქნებოდა ეროვნული ვალუტის გავლენა ტარიფებზე, მაგრამ დღეს დადგენილი საფასო პოლიტიკა ისედაც არასამართლიანია.

    სახელმწიფოს აქვს რესურსი, არათუ გაძვირების, არამედ გაიაფების აუცილებლობა დაუდგეთ კომპანიებს, თუმცა ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელსაც არავინ ავლენს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ენერგეტიკოსმა. 

    იმ შემთხვავში, თუ კურსი 2.75-ის ნიშნულამდე დასტაბილურდა გაძვირების საფუძველი აღარ იარსებებს, წინააღდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა არის გაძვირების საფუძველი. `ქართული ოცნების~ დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ასეთ რეალობას ადასტურებს.

    "ტარიფის დადგენის მომენტში განსაზღვრული კურსიდან, 10%-ს უნდა გადააჭარბოს გაუფასურებამ სტაბილურად ნახევარი წლის განმავლობაში, რომ გამანაწილებლებს სემეკისათვის მიმართვის მყარი საფუძველი გაუჩნდეთ, ღირებულების გადათვლის მოთხოვნით. ვნახოთ, როგორ მოცემულობა გვექნება. თუ კურსი არ გამყარდა, გამანაწილებლებმა უნდა წარადგინონ ახალი განაცხადი. პირველ რიგში თბოელექტროსადგურებს უძვირდებათ გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი. რაც კურსთასხვაობის პირობებში სავსებით რეალურია. 

    კარგად ჩანს რამ იმოქმედა სავალუტო ბაზარზე და რამ გააუფასურა. საბედნიეროდ, ბოლო 2 დღე სტაბიურდება ვითარებაც და ეროვნული ვალუტაც შედარებით მყარდება. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსი 2.75-ს ჩამოსცდა, არნაირი ლეგიტიმური საფუძველი არ იარსებებს კომპანიების მხრიდან სემეკის მიმართვისთვის. თუ ოდნავ მაინც უფრო გაუფასურებული დარჩა ლარი, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და მერე, მარეგულირებელს მოუწევს ძალიან დიდი მუშაობა, რათა არსებული მდგომარეობის ზუსტი ანალიზი და შეწონვა მოახდინოს". - აღნიშნა არველაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი   (11.07.2019)
    თქვე დასაწველებო ჯერ ხალხს სამსახურები და ისეთი ხელბასები მიეცით რო იარსებონ და მერე იყროყინეთ. თქვენ გაიზარდეთ კომუნალები ხო გაქვთ მილიონები და ხალხს დაანებეთ თავი.

    status quo   (10.07.2019)
    თუ კომუნალურები გაიზრდება,მაშინ მთავრობას მოუწევს ჩვენთვის ხელფასების გაზრდა,თუ არადა.....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved