სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ხმამაღალი საუბრია საჭირო, რათა არ მოხდეს ბიზნესის გაკოტრება და ხალხის უმუშევრად დარჩენა"
    თამარ მუკბანიანი
    18.07.2019

     ბიზნესი ეროვნულ ბანკს მიმართავს ლარის გამმყაროს და გაცვლითი კურსის საზიანო ინტერვენციები აღარ განახორციელოს. ოქროს სიის გაუქმებისა და რუსეთთან შექმნილი პრობლემების შემდეგ ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა ბიზნესა და მოსახლობას წნეხი შეუმსუბუქდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წლის ბოლოს სავალალო შედეგი დადგება.

    ეროვნულ ვალუტას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა და ლარის წინააღმდეგ მიმართული ინტერვენციები აღარ განახორციელოს. „რედიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ამოიღო ხმა კობა გვენეტაძის უწყების არამართებულ დამოკიდებულებაზე.

    "ბოლოს გვქონდა შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკურ ბლოკთან. არ უნდა ხდებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები, რაც ბიზნესს აზიანებს. დიდი გამოწვევაა ამ ქვეყნისთვის ასევე ლარის კურსი", - აცხადებს ბიზნესმენი.

    პაპაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის რეგულირებას ლარის გაუფასურებით ახდენს. რადგანაც ქვეყანამ უცხოური ვალუტის სავალდებულო რეზერვი მინიმალურ დონემდე უკვე შეავსო, აღარ უნდა მოხდეს უცხოური ვალუტის შეძენა, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.

    „ლარის კურსთან დაკავშირებით მე დიდი ხანი ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ არ მივესალმები და არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოზიციას, რაც კურსის ცალმხრივად გაუფასურებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ჩვენნაირი ეკონომიკისთვის არა მხოლოდ ინფლაცია, კურსიც უმნიშვნელოვანესია. მსხვილი ქვეყნებისთვის ეკონომიკებისთვის ინფლაცია მართლაც შეიძლება უმთავრესი იყოს, მაგრამ ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის, ასევე უმნიშვნელოვანესია ეროვნული ვალუტის კურსი და მე ლარის გამყარებას რაც შეიძლება მეტად შევუწყობდი ხელს. 

    საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის ლარს გადამწყვეტი როლი აქვს და ამაში ნებისმიერი მოქალაქე დამეთანხმება. იმის ფონზე, როდესაც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვი მართალია მინიმალურ, მაგრამ მაინც ზღვარზე ავიდა, სებ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა და ლარის კურსის წინააღმდეგ ცალმხრივი ინტერვენციები აღარ განახორციელოს“, - განაცხადა პაპაშვილმა.

    ეოვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და ლართან მიმართებით დამაზიანებელი პოზიცია შეცვალოს. ბიზნესმენი ზურაბ ტყემელაძე ლაშა პაპაშვილის დამოკიდებულებას სრულად იზიარებს. 

    "ეროვნული ბანკი, უნდა ასრულებდეს საკუთარ ფუნქციას. დღეს კი ეს ორგანო, ფაქტობრივად, დამკვირვებლის როლშია, ან თამაშობს მხოლოდ ლარის გამყარების წინააღდეგ, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და საკუთარი, რეალური ფუნქციის შესრულება დაიწყოს. სებ-მა უნდა მოახდინოს იმის ორგანიზება და რეგულირება, რომ ყველა შოკის დროს ასეთი რყევის წინაშე არ დადგეს ბიზნესი და მოსახლოებაც. არ ვიცი ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ დღეს სრულიად საპირისპირო რამ ხდება", - აცხადებს ტყემალაძე. 

    "რეზონანსი" ცეზარ ჩოჩელსაც დაუკავშირდა. ბიზნესმენმა, კითხვის მოსმენის შემდეგ, საუბარი არ ისურვა. თუმცა არიან ბიზნესმენები რომლებიც ღიად საუბარს მეიდიასთან არ ერიდებიან და პირველები აკეთებენ კომენტარს ახალი კრიზისების დროს. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია, პაპაშვილის განცხადებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, იგივეს მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს. ახლა კი ის დაუფარავად ამბობს, რომ ერთობრივი და ხმამაღალი მოქმედებებია საჭირო, რათა ლარის გამყარების კუთხით რეალური შედეგის მივიღოთ. 

    "ლარი ბოლო წლებია სულ კრიზისშია, მაგრამ ბოლო რყევა, ეს უკვე მეტისმეტია. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ აჟიოტაჟის პირობებში სებ-მა შეისყიდა 10 მლნ ლარი. რა თქმა უნდა ეს მიზანმმართული ქცევაა ლარის გასაუფასურებლად. 

    დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ და პირველი ვიყავი, ვინც საჯარო განცხადება გააკეთა. ერთობრივი და ხმამაღალი საუბრია საჭირო ამ თემებზე ყველა ბიზნესის მხრიდან, რათა არ მოხდეს ბიზნესის გაკოტრება და ხალხის უმუშევრად დარჩენა. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს დოტაცია, ისევ ჩვენი გადახდილი ფულით. 

    ჩვენი ასოციაციის შეხვედრა უკვე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, როგორც ვიცი, იქნება სხვებთანაც. თუმცა, იქ საუბარი მხოლოდ ლამაზი სქემებით და ინტეგრალებით მიდის იმაზე, რა მაგარი ქვეყანა ვართ და რა კარგია ლარის გაცვლითი კურსი", - ამბობს "რეზონანსთან" ივა ჭყონია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (19.07.2019)
    რატომ არავინ ამბობთ იმაზე, რომ საქართველოში ფარული ეკონომიკა 65%-ყოფილა და ეს რა ზეგავლენას ახდენს კეთილსინდისიერ ბიზნესზე, ან ლარის კურსზე, ან საერთოდ ქვეყნის განვითარებაზე და ვინ დგას ამის უკან და გამოსავალს რაში ხედავთ...

    status quo   (18.07.2019)
    ტყემალაძე,ზედმეტსახელად ,,გავძეხი" ისევ გამოჩნდა?

    ეხ ტყემალ, ტყემალ..   (18.07.2019)
    ტყემალ ბიჭი რა დღეშია. ადრე სხვანაირად ჭიკჭიკებდი შე კორუმპირებულო აფერისტო. ეხლა მისი ნეპოტისმი შვილი დავიფრინოთ საკრებულოდან და მერე ნაცებს აჯობებს კრიტიკაში

    სად ბანაობთ   (18.07.2019)
    თავისუფალი კურსია- რა ეროვნული, რა გვენეტაძე

    კაი ერთი   (18.07.2019)
    გვენეტაძე სუსის დავალებებს ასრულებს. სუსი კი ბიძოსია. გაატრაკებენ ეს ბინესმენენი საქმეს და კაი ჩიტს დაიჭერენ.... თან გააფრთხილა გვენეტაძემ ეგ და ეს ბიზნესმენები პირად შეხვედრაზე ამაზე. ასე რომ მოკეტეთ რა...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×