სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ირგვლივ ყველა ვალუტა მყარდება, ემბარგოს საფრთხეც აღარ არსებობს, მაგრამ ლარის ისევ "სტაბილურად მძიმეა"
    თამარ მუკბანიანი
    22.07.2019

     ლარს არაფერმა არ უშველა და ისევ უფასურდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლო სამეზობლოში ყველა ვალუტა მყარდება, ვისთანაც კი საქართველოს რამე ფორმით ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და რუსეთის მხრიდან ემბარგოსა და ფულადი გადარიცვხების აკრძალვის საფრთხეც აღარ არსებობს ლარი ბოლო დღეებში 2.83 ნიშნულიდან 2.88-მდე გაუფასურდა. 

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რეგიონის ყველა ვალუტა ან სტაბილურია, ან მხოლოდ მყარდება. სწორედ ეგზოგენური ფაქტორებით ხსნის ხოლმე ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას. ეს ფაქტორი ამჯერად გამორიცხულია. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ ემბარგოს და ფულადი გადარიცხვების აკრძალვას არ ეთანხმდება, კრემლიდან მომდინარე საფრთხეც მოიხსნა, თუმცა ლარი მაინც დღითი დღე უფასურდება. 

    "ბიზნეს-რეზონანსი" დაუკავშირდა ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს, სადაც კომენტარის გაკეთება არაფრით ისურვეს. ყველა გაურბის პასუხს კითხვაზე ამ ეტაპზე რა ფაქტორები ზემოქმედებს ლარზე ნეგატიურად. 

    ეროვნულ ბანკში კი განაცხადეს, რომ ამ თემაზე ვრცლად 24 ივლისს ისაუბრებენ, მანამდე კი ვითარებას სწავლობენ:

    "ეროვნული ბანკი ამჟამად მუშაობს კვარტალური პროგნოზის განახლებაზე. 24 ივლისს, გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელსაც მოჰყვება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენცია. სებ-ის პრეზიდენტი გამოაცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, ბანკის პროგნოზებს და სამომავლო ხედვას. ერთი კვირის შემდეგ, 31 ივლისს, გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც უფრო დეტალურად შეძლებთ ნახოთ ეროვნული ბანკის პროგნოზები და მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაცია", - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში. 

    საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ მომავლს ფინანსიტები. კომპანია `ფინექს 1970~-ის ანალიტიკოსის ნიკა შენგელიას აზრით, ლარი, დღეს ქართული ეკონომიკის საზომია და გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა დაავადებული და სუსტია და აქ მოკლევადიანი ფაქტორები ვეღარაფერს ცვლის. 

    "უკვე გრძელვადიანი ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ როლს: ინვესტიციების ნაკლებობა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის არამართლოზმიერი და არაკომპეტენტური საქმიანობა. ახლო სამეზობლოში არებულ ვითარებას და ვალუტებს თუ გადავხედავთ, ყველა მყარდება.  

    ლარი, დღეს ქართული ეკონომიკის საზომია და აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა დაავადებული და სუსტია და აქ მოკლევადიანი ფაქტორები ვეღარაფერს ცვლის. 

    მოლოდინი  რომელიც რუსულ ემბარგოს ეხებოდა, უკვე გადავლილია მაგრამ სავალუტო ბაზარზე ვითარება საერთოდ არ შეცვლილა. ამიტომ, შეგვიძლია პირდაპირ გავიშვიროთ ხელი ეროვნული ბანკისაკენ, რომელმაც არასწორად იმოქმედა. როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, სებ-მა კოლოსალური თანხები შეისყიდა, რეზერვების შესავსებად. 

    დღეს უკვე გრძელვადიანი ფაქტორების გავლენაა, რაც ეკონომიკური გუნდის და სებ-ის პასუხისმგებლობაა, რომლის ერთადერთი ფუნქციაც ფასების ზედამხედველობაა  და ამასაც ვერ ახორციელებს. 

    თუ ასე გაგრძელდა და ვერაფერი მოახერხეს, რომ სექტემბრის ბოლომდე კურსი ჩამოსცდეს 2.85-ს, დღის წესრიგში დადგება ენერგომატარებლების ტარიფების გადახედვის საკითხი და ამას თავიდან ვერანიარად ვერ ავიცილებთ. 

    უახლოესი პერსპექტივა კი არც ისე სახარიელოა. აგვისტოს 10 რიცხვამდე კურსის კორექცია მოსალოდნელი არ არის, 2.85-2.90 დიაპაზონში დარჩება ლარი, დოლართან მიმართებით", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ნიკა შენგელია. 

    ცოტა ხნის წინ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიმსახურა - მოსახლეობის 62% მათ საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად - 25%, ნეიტრალურად კი – 13%. 61% ფიქრობს, რომ ზოგადი ეკონომიკური ვითარება ბოლო კვლევის შემდეგ გაუარესდა. 

    საბანკო სფეროს სპეციალისტი, გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ხალხის მხრიდან მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, ერთ-ერთი მთავარია, რაც ლარზე ზემოქმედებს. ამას კვლევაც აჩვენებს. 

    "ლარზე ზემოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორები და ის, რომ ცუდი მოლოდინია. მიუხედავად ამისა, რომ ძირითადმა საფრთხეებმა გადაიარა, არსებობს არასტაბიულობის შეგრძნება. შესაბამისად, ვალუტა მერყეობს და მიცურავს დაბლა.  

    სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სტრატეგია და ნათლად შემუშავებული გეგმა ასეთ სიტუაციებში როგორ მოიქცევა, რაც საქართველოში, უბრალოდ, არ არსებობს. იმ მომენტში კი, როცა კრიზისი დგება, ვეღარაფერს ვეღარ ქკეთებენ. 

    ეროვნული ბანკი უძლურია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხი არ ენდობა არც სებ-ს და არც მთავრობას. ახლა გამოქვეყნდა "აირაის" კვლევა, რომლის მიხედვითაც, 60%-ზე მეტი თვლის, რომ არაფერს აკეთებს მთავრობა და ამ ფარგლებში მერყეობს ცენტრალური ბანკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც. როცა არავინ ენდობა საკუთარ ხელისუფლებას, უკეთესი შედეგი ვერ იქნება ვერც ლარის და ვერც სხვა მიმართულებით. 

    ხალხს არ სჯერა, რომ მათ რამის გაკეთების უნარი აქვთ, ამიტომ მოსახლეობის ქცევა მუდმივად ფორსმაჟორულია და თვითგადარჩენაზეა  ორიენტირებული. ეს ხშირად ცუდად მოქმედებს ლარზე, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია, როცა მოცემულობა ასეთია", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" თუთბერიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ღარიბა ბიჭი   (22.07.2019)
    ლარის კურსი ჯერ აიწყვიტავს 1 დოლარი=10 ლარამდე, ამას მოჰყვება ეროვნულის და მთავრობის წევრთა ერთ ადგილზე გაშვება. მერე 5-7 ლარი=1 დოლარი გაჩერდება


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×