სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქვეყანა 2 წელიწადში დიდი ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
    თამარ მუკბანიანი
    07.08.2019

     ჰესების მშენებლობა თითქმის ყველგან შეჩერებულია. მიზეზი, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია, რასაც სპეციალისტები ხელოვნურ პროცესს უწოდებენ. წელს ერთადერთი ჰესი გაეშვება სატესტო რეჯიმში. 2021 წლიდან, როდესაც ენგურჰესი რეაბილიტაციისთვის გაჩერდება, საქართველოში სერიოზული ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი. 

    ქვეყანაში ჰესების მიმართ ნეგატიული განწყობა, ნებისმიერი მასშტაბის ახალი ჰესის მშენებლობის დაანონსებისთანავე იწყება. გაჩერებული მშენებლობების განახლებას რომ ხელისუფლება საარჩევნო წელს არ დაიწყებს, ენერგეტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა ეს დიდი ხანია იციან. გამოდის რისი  განახლებაც წლის ბოლომდე ვერ მოესწრება, მინიმუმ 2021 წლამდე გადაიწევს. ამ დროს კი ენგურჰესი, დაახლოებით 1 წელიწადში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩერდება, რაც ენერგოდეფიციტს მკვეთრად გაზრდის. ხელისუფლების გეგმა უცნობია, რას აპირებს და როგორ დააბალაანსებს დეფიციტს, რომელიც წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება და საგრძნობლად ასწრებს ეკონომიკის ზრდას. 

    ,,რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდა, ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირებას და პასუხების მიღებას, რას გეგამვენ გაჩერებული პროექტების განახლებასთან და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ამ სამინისტროს მუშაობის ჩვეული სტილია. მათგან კომენტარის მიღება ვერასდროს ხერხდება.

    ყვეყანაში არსებული ვითარება კი დამაფიქრებელია. 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი 5-მეგავატიანი ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებენ.  

    პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის რაიმე ცვლილება არ არის. კომპანია „ფერის" გენერალური დირექტორის ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციით, მას კომუნიკაცია აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე ადგილობრივებთან, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ძვრა არ შეინიშნება.

    ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ პანკისში ჰესი, შესაძლოა, საერთოდაც არ აშენდეს. იორდანაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვის ფლობის მიუხედავად, უჭირს იმაზე საუბარი, დაიწყება თუ არა ადგილზე მუშაობა.

    ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობის უდიდესი ნაწილი გაჩერებულია. ასეთი ენერგოდეფიციტის პირობებში, ენგურჰესი სარებილიტაციოდ ვერ გაჩერდება, რაც მომავალში ლიდევ უფრო მეტ პრობელემას შექმნის. 

    ,,მიუხედავად იმისა, რომ ხადორი მართლა ძალიან პატარა სიმძლავრისაა და მისი ზემოქმედებაც ბუნებაზე უმცირესია, მის მიერ გამომუშავებული ენერგია წელიწადში 30 000 ოჯახს ჰყოფნის. ასეთ პერსპექტივაზე უარის   თქმის უფლება არ გვაქვს. რამდენადაც ვიცი, ჰესების მშენებლობის ძირითადი ნაწილი გაჩერებულია და ეს უკვე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, სამომავლო გათვლებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ პირობებში, ენგურს ალბათ ნამდვილად ვერ გააჩერებენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საჭიროა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ამდენ ელექტროენერგიას ჩვენ ვერ ვიყიდით. ეს კი ცალსახად დიდ პრობელემებს შექმნის, რადგან ენგურს დაუყოვნებლივ სჭირდება რემონტი. 

    სინამდვილეში, ზოგი პრეტენზია ჰესების მიმართ ნამდვილად არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ არ შეიძლება ამას სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტები გადაჰყვეს, რომელთაც ზიანი არ მოაქვს ბუნებისათვის. სახელმწიფო კი კარგად ვერ უხსნის მოსახლეობას ვითარებას, ეს კი იწვევს ეჭვებს და იძლევა დამატებით საბაბს, პროტესტისატვის”, - ამბობს მარგველაშვილი.

    თუ გაიზრდება ეკონომიკა, ამას აუცილებლად მოჰყვება ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდაც, რაც შეუძლებელია, ახალი ჰესების გარეშე დაკმაყოფილდეს. უმრავლესობის წევრი. ენერგეტიკოსი,  რევაზ არველაძე ჰესების წინააღდეგ მიმართულ პროტესტს, მართულს და რუსეთის მიერ ინსპირირებულს უწოდებს. მისი თქმით, ქვეყნაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა თუ არ დაიძრა, ენერგოდეფიციტი გარდაუვალი იქნება. 

    ,,წინააღმდეგობების შედეგად, რომელიც ჰესების მშენებლობას სდევს თან, ყველაფერი გაჩერებულია. ეს ან ხელისუფლების განმარტებების და საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობაა, ან არის მეორე და უფრო რეალური ვერსია, რომ ანტიპიარი მართულია. თუ არ გინდა ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, პირველ რიგში, ენერგეტიკულადაც არ უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არ არის ახალი რამ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდანვე დაიწყო ამ გეგმის ამოქმედება. მაშინ ორგანიზებული პირდაპირ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან იყო ორგანიზებული. პროცესი როგორც არაერთხელ დავრწმუნდით არ შეჩერებულა. 

    მტერი არ გაჩერებულა, მით უფრო, რომ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების გარდა, ჩვენ სხვა ბაზა არ გვაქვს. მეორე ალტერნატივა  ქვანახშირია, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი 500 მეგავატზე მეტს ვერ მოგვცემს. საუბარი იმაზე, რომ ქარის და მზის ენერგია ამას დააბალანსებს, დილეტანტობაა და მეტი არაფერი. ორივეს ერთად ჩვენი არსებული დეფიციტის 10-15%-ზე მეტის შევსებაც კი არ შეუძლია, 

    ამიტომ ჩვენ, ყველა ეს რესურსი ერთად უნდა ავითვისოთ, რათა მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას. 

    დეფიციტი კი წლიდან წლამდე იზრდება. ამ მომენტში, აზერბაიჯანიდან ივსება, თუმცა მზარდ მოთხოვნას რომ ვეღარ დააკმაყოფილებს, ფაქტია. თანაც 2021 წლიდან ენგურიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩერდება. 

    არც ერთი პროექტი, აღდგენილი შუახევიჰესის გარდა, წელს არ გაეშვება. სხვა, სერიოზული არაფერი ჩანს. ნენსკრაც ჯერ ისევ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა, მაგრამ ნებისმიერ დროს რუსული პიარკამპანიის გამო შეიძლება, რომ ისევ დაიწყოს წინააღდეგობა”, - აცხადებს ,,რეზონანსთან” ენერგეტიკოსი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×