სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საკმაოდ ბევრი კომპანია ამ საფრთხის წინაშე დგას და ამას უკვე აღარც მალავენ"
    ნინა გარდაფხაძე
    12.08.2019

     საქართველოში კერძო სექტორის პრობლემები უფრო და უფრო იმატებს. საბანკო რეგულაციებმა, ,,ოქროს სიის” გაუქმებამ და უპრეცენდენტოდ გაუფასურებულმა ლარის კურსმა, ბიზნესს, დეფოლტის საფრთხე დაანახა. ანალიტიკოსების აზრით, ლარის კურსი პრობლემების მხოლოდ აისბერგის წვერია, რომელმაც შეიძლება ბიზნესი სამუდამოდ ჩაძიროს. 

    ბიზნესმენებს დეფოლტის მოლოდინი, ლარის ბოლო მნიშვნელოვანი რყევების და ეროვნული ბანკის არამყისიერი ჩარევის შემდეგ გაუჩნდათ. საბანკო რეგულაციების შედეგ შემცირებულმა გაყიდვებმა, ოქროს სიის გაუქმებამ და ბოლოს ლარის კიდევ ერთხელ გაუფასურებამ, კერძო სექტორი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 

    ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბინესმენი, თემურ ჭყონია, ,,ბიზნეს-რეზონანსთან” აცხადებს, რომ მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკით ქვეყანა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას. 

    ..თუ არ დარეგულირდა ეს შოკი, რაზეც ახლა მიდის საუბარი, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დადგება. რა გარანტია გვაქვს, რომ საგარეო შოკი დარეგულირდება? არანაირი. კობა გვენეტაძის გამოსვლები არაფერს გვაძლევს და არ გვამშვიდებს, ვიღაცას ემლიქვნელება აშკარად. გვეუბნება, რომ დღეს არ არის ცუდი მდგომარეობა და ამაში გვარწმუნებენ. მაშინ უნდა თქვან, რომელი ნიშნულია ცუდი მდგომარეობა და რომელი ნიშნული უნდა გავითავლისწინოთ, რომ ვიცოდეთ. აი, აქამდე თუ მივედით მერე გვაქვს ცუდად საქმე. გვანიშნონ სად არის ჩვენი ზღვარი, სადამდე შეიძლება ლარი გაუფასურდეს“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

    ბიზნესის გაკოტრებაზე საუბრობს, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონიაც. იგი ,,ოქროს სიის” გაუქმებისა და ლარის გაუფასურების შედეგ, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დახურვის საფრთხეზე საუბრობს. 

    ,,სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ,,ოქროს სიის” გაუქმებამ მსხვილ კომპანიებზე მეტად, მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყა, ისინიც საშეღაათო პირობებით იხდიდნენ გადასახად. ამას ლარის კურსის მუდმივი რყევა ემატება და ისეთი მდგომარეობა დიდებს უჭირთ და საშუალო და მცირეები კი ბაზრიდან ნელ-ნენა გაქრებიან. ეს არის რეგულაციების შედეგი, რომელსაც არავითარი დადებითი ეფექტი არ გააჩნია”, - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. 

    ბიზნეის პრობლემებზე დაუფარავად საუბრობენ ეკონომიკსტებიც. ლარის კურსი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რამაც კერძო სექტორი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას გარდა, სხვა არაერთი პრობელემა და გამოწვევაც სახეზეა. 

    ლარის კურსი, არის აისბერგის წვერი, იმ პრობლემების რაც დრეს ბიზნესს აქვს, - ამბობს `ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი, პაატა შეშელიძე. იგი ადასტურებს, რომ არაერთი კომპანია ნამდვილად დგას დეფოლტის საფრთხის წინაშე. გაკოტრების პირას მყოფ ბიზნესმენებს თავადაც იცნობს და მათგან ისმენს პრობლემებს.  

    ,,კონკრეტული ბიზნესმენების საქმეებს, მათი კომპანიების მოგებას და დანაკლისს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შეფასებები აშკარად სამართლიანია. ბევრი მეწარმისგან, განსაკუთრებით საქართველოში მომუშავე უცხოელი ბიზნესმენებისაგან ძალიან ბევრი უარყოფითი შეფასება მომისმენია ბოლო პერიოდში. ირგვლივ სასოწარკვეთა და იმედგაცრუება. 

    საფრანგეთის საელჩოში სულ რამდენიმე ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე, ფადი ასლისაგან და სხვა პიროვენებებისგან მოვისმინე, რომ საქართველოში ბიზნესი აღარ აქვთ. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, თქვა რომ 20 წელია ჩვენთან ცხოვრობს, მოქალქეა და მისი ბიზნესი ახლა წყალშია ჩაყრილი. 

    ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის მხოლოდ კურსთან კავშირიში. ეს არის, ბიზნესისადმი მიდგომა, რეგულაციები და ა.შ. 

    მაგალითად, ამასწინათ ჩემი ერთი მეგობრის კომპანია დაიკეტა, სადაც ყველისა და ღვინის ადგილობრივი წარმოება და რეალიზაცია ხდებოდა. დაიხურა იმიტომ, რომ წინა საუკუნის ბოლო წლების პრაქტიკით ე.წ. შავი გაგების ხალხი, წილს სთხოვდა. 

    პრობლემა არის ძალიან ფართო მასშტაბის, მხოლოდ ლარის კურსს არ შეიძლება დაბრალდეს. ყველაფერს კი აგვირგვინებს, პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც კიდევ უფრო მძიმე დღეში აყენებს ბიზნესს. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება ბიუჯეტის დეფოლტზე საუბარი, მაგრამ კონკრეტული კომპანიები (და არც თუ მცირე ოდენობით) რომ ამ საფრთხის წინაშე დგანან, ეს ფაქტია”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შეშელიძემ.

    დეფოლტი ცუდ მომავლად ესახება ეკონომისტ რამაზ გერლიანს. მისი თქმით, კერძო სექტორი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. კომპანიების ნაწილს, საქმიანობის დროებით ან სამუდამო შეწყვეტა მოუწევს. 

    ,,ბიზნესს რომ მძიმე მდგომარეობა აქვს, ლარის კურსის მკვეთრ ვარდნამდეც ცალსახა იყო. მკვეთრად იკლო რეალიზაციამ, რაც შემდეგ უკვე ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ისაა სახელმწიფო სექტორის მთავარი დამფინანსებელიც. საქმე დეფოლტამდე რომ მივიდეს, ალბათ, იქამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ამ გზაზე ნამდვილად დგას ბიზნეს სექტორი. ნებისმიერი ტიპის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, დიდწილად დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ რესურსებზე, შესაბამისად, ლარის დევალვაციას დიდ გავლენას ახდენს მათზე. 

    მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის, ის დიდი ხანია გასცდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. იმავდროულად თუკი შევხედავთ საწარმოო ფასების ინდექსს, ეს კიდევ გაცილებით მეტია, რაც ბიზნესს დანახარჯებს უზრდის. ამ დროს ისინი პროუდქციას უნდა აძვირებდნენ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, რადგან რეალურად მოქალაქეებს მსყიდველუნარიანობა საგრძნობლა დაეცა. შესაბამისად, მათი მოგების მარჟა იკლებს მკვეთრად. 

    ბიზესს წამგებიან პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეუძლია. შედეგ ან აცხადებს ლიკვიდაციას, ან დროებით იღებს პაუზას, რასაც არა მხოლოდ კერძო სექტორი, ქვეყანაც ძალიან ცუდ შედეგამდე მიჰყავს”, - ამბობს გერლიანი ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×