სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეო გუდავაძე
    23.08.2019

     რუსეთმა ტურისტული ემბარგოს შემდეგ შეზღუდვა ხილსა და ბოსტნეულსაც დაუწესა. მანამდე პრობლემა შეექმნათ მეღვინეებს, რომელთაც რუსეთის მიმართულებით ექსპორტი საგრძნობლად შეუმცირდათ. ოკუპანტი ქვეყნის ასეთი ქმედება ქართული მხარისთვის მოულოდნელი არ არის. ექსპორტიორები და სპეციალისტებიც თვლიან, რომ რუსული ბაზარი პოლიტიკურია და, შესაბამისად, საქართველოს რუსულ შეზღუდვებზე იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს.

    როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან რუსეთში ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების შეტანის პირობები გამკაცრდა.

    რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით, შესაბამისი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გარეშე მხოლოდ 5 კგ-მდე პროდუქციის შეტანა იქნება შესაძლებელი, ხოლო ყვავილების შემთხვევაში, არაუმეტეს 3 თაიგულისა, რომელთაგან თითოეულს 15 ყვავილიზე (ფოთოლზე ან მეცანარის სხვა ნაწილზე) მეტი არ უნდა ჰქონდეს როგორც ღევიეწ.უზ იტყობინება, აღნიშნულზე მეტი პროდუქციის შეტანისას, შესაბამისი ფიტოსანიტარული სერთიფიკატის აღება იქნება საჭირო.

    ახალი წესები ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებით იმპორტირებულ პროდუქციაზე, როგორც საჰაერო, ისე წყლის, ხმელეთის, სარკინიგზო და საფოსტო გზავნილებზეც.

    „როსსელხოზნადზორის" განმარტებით, აღნიშული ცვლილება რუსულ კანონმდებლობასთან სრულად შეთავსებულია.

    კომპანია "ქართული ხილის" დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარზე ხილის და ბოსტნეულის ექსპორტის შეზღუდვა მნიშვნელოვნად ცუდ გავლენას მოახდენს ბიზნესზე და ცუდი იქნება ბიზნესისთვის, რადგან რუსეთის ბაზარი საკმაოდ დიდია ახლოსა და ამავე დროს, პროდუქტი საკმაოდ ძვირი ღირს. ექსპორტი ამ მიმართულებით ჩვენთვის ხელსაყრელი იყო, უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ეს არის რეალობა და უნდა შევეგუოთ. რუსეთისგან მიჩვეულები ვართ მსგავს ნაბიჯებს და იმუნიტეტიც გამომუშავებული გვაქვს. ჯერჯერობთ ალტერნატიული გზების მოძიება არ არის დაწყებული, თუმცა აუცილებად გამოჩნდება. ცხადია ისიც, რომ დანაკარგი მარტო ჩვენ არ გვაქვს. დაზარალდება რუსული ბაზარიც, რადგან ნატურალურ და იაფ საქონელს დაკარგავენ", - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

    „როსსელხოზნადზორის" გადაწყვეტილებას აფასებენ ეკონომისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ქვეყანამ ალტერნატიული გზა უნდა გამონახოს და პარალელურად იზრუნოს წარმოების ზრდაზე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს.

    ეკონომისტი რამაზ გერლიანი ექსპორტიორების პოზიციას იზიარებს და აღნიშნავს, რომ დანაკარგი არ იქნება ცალმხრივი, რამდენდაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა რუსეთსაც შეუქმნის პრობლემას.

    ,,რუსეთის ქმედების წინასწარ ამოცნობა შეუძლებელია. რთულია საუბარი, კიდევ რის უფლება შეიძლება მისცეს თავს, თუმცა მისი მხრიდან ნებისმიერი ეკონომიკური გადაწყვეტილება მათთვისაც ისევე ზარალიანი იქნება, როგორც საქართველოსთვის. დღეს ჩვენს ქვეყანას სხვა რეალობა აქვს, ბაზრები დივერსიფიცირებულია, მათ შორის, ტურიზმშიც. ცხადია, გვექნება დანაკარგი, მაგრამ ეს ვერ შექმნის კატასტროფულ ფონს ვერც ექსპორტის და ვერც იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ არ ვიმყოფებით 2006 წლის მდგომარეობაში, როცა ემბარგომ ძალიან დაგვაზარალა. ბოლო წლებში დიდი რაოდენობით გადის ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, იმპორტიც ძირითადად რუსეთიდანაა. ამიტომ პრობლემა რუსეთსაც შეექმნება. ჩვენ თავისუფალ საბაზრო ქვეყანას წარმოვადგენთ და პროდუქტის შემოტანა სხვა ბაზრებიდანაც შეგვიძლია. ვფიქრობ, ექსპორტიც არ იქნება ისეთი მტკივნეული, რომ ჩვენი ეკონომიკა დიდად დააზარალოს. მტავარია წარმოების განვითარებაზე იზრუნოს ქვეყანამ და ბიზნესს ალტერნატიული ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს, რა მიმართულებითაც მუშაობა გასაძლიერებელია", - ამბობს ეკონომისტი.

    მიუხედავად იმისა, რომ ქართველო ექსპორტიორებისთვის რთული ვითარება იქმნება რუსეთის მხრიდან, ისინი ფარხმალს არ ყრიან და ალტერნატიული ბაზრის ძიების პროცესსში არიან, მათი თქმით რუსეთი ძალიან მალე მიხვდება, თუ რა დანაკლისი შეიძლება განიცადოს ბაზარმა და საკუთარი გადაწყვეტილების სიწორეში, შესაძლოა, ეჭვი შეიტანოს.

    მიუხედავად იმისა, რომ გამსოავალი ბაზრების დივერსიფიცირებაშია, ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად ამ პროცესისთვის და სამომავლოდ რთული გზის გავლა მოუწევთ, რომ საქართველომ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას თავი საბოლოოდ დააღწიოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ამის მიღწევას კი ცოდნა და მონდომება ჭირდება   (25.08.2019)
    თავში ქვა უხლიათ.ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ სწორი მიმართულებით და სწრაფად. დავამკვიდროთ რეალური სამართლიანობა ყველგან და ყველაფერში. ეს არის ქვეყნის გამთლიანებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთადერთი გზა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×