სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკონომისტები წლის ბოლომდე ორნიშნა ინფლიციასთან მიახლოებას ვარაუდობენ
    თამარ მუკბანიანი
    05.11.2019

     ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მაღალი ინფლაციაა. სავალუტო ფონდის პროგნოზით იგი კიდევ მოიმატებს და წლის ბოლოს 7.2%-ს მიაღწევს, რომელიც საქართველოში არც ომის დროს და არც მას შემდეგ არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით 2010 წელს. სპეციალისტები კი ამ ციფრსაც ოპტიმისტურად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ინფლაციის ნიშნული ორნიშნა იქნება. 

    ცხოვრება გაძვირდა და ეს `საქსტატის~ ახალმა მონაცემებმაც დაადასტურა, რომლის მიხედვით, ოქტომბერში, წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. ფასები განსაკუთრებით ხილსა და ყურძენზე გაიზარდა, თითქმის 27%–ით, შემდეგ რძე, ყველი და კვერცხი მოდის, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 16%–ით გაძვირდა. გარდა ამისა, გაზრდილი ფასით გამოირჩევა თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, შაქარი, ტკბილეული, ბოსტნეული, ასევე პური და პურპროდუქტები. საერთო ჯამში, ამ ჯგუფის ფასები 13.5%–ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო კი 13.8 პროცენტით გაძვირდა. როგორც ჩანს, ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაცია 7.2%-ს მიაღწევს. 

    "2019 წლის ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს (5.4% იყო არსებული პროგნოზი). ჩვენ მოველით, რომ ინფლაცია წლის ბოლოს გაიზრდება, რის შემდეგაც ის შემცირდება იმის შესაბამისად, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა", -  განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა. 

    2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. 

    მერსედეს ვერა-მარტინი ამბობს, რომ გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 

    "ჩვენ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოსა და მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას მხარს ვუჭერთ. როგორც იცით, 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა რეფინანსირების სესხის განაკვეთი და ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას", - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი.

    ამასთანავე, დღეს ცნობილი გახდა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს. 2020 წელს ორგანიზაცია საქართველოში 4.3%-იან ზრდას ელოდება, რაც აქამდე არსებულ პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამ შემცირებას მერსედეს ვერა-მარტინი რეგიონში გაუარესებული პირობებით ხსნის.

    "2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საგარეო მიმართულებით შეიმჩნევა გაუარესება. მოგეხსენებათ, ჩვენ 2020 წლის პროგნოზი, დაახლოებით, 0.5%-ით შევამცირეთ. მართალია, ვხედავთ, რომ ადგილობრივი მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა ეს საგარეო ფაქტორიდან მომავალ შესაძლო ნეგატიურ გავლენას ბოლომდე ვერ დააბალანსებს", - ამბობს ვერა-მარტინი.

    პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 9 წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს. 2010 წლის არანომალურად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (11.2%) და მას შემდეგ ასეთი რამ აღარ განმეორებულა.  ხელისუფლება და ეროვნილი ბანკი ამას სხვადასხვა გარე ფაქტორებით ხსნის, თუმცა აშკარაა, რომ ქვეყნის შიგნით გატარებული არასწორი ეონომიკური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას მოწმობს სებ-ის ბოლო ნაბიჯებიც, როცა მთავარმა რეგულატორმა საკუთარი გადაწყვეტილებიბის მკვეთრი ცვლილება დაიწყო.

    ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი სებ-ის იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელმაც ქვეყანა ინფლაციის ამ მასშტაბამდე მიიყვანა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი რომელიც ახლა იდგმება, ინფლაციას მხოლოდ ამწვავებს. 

    ,,ჩვენი ეკონომიკა და ვალუტის დინამიკა უნდა განვიხილოთ მსოფლიო კონტექსტში. მას შედეგ რაც აშშ-ს და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი გაჩაღდა, გლობალური ეკონომიკის ზრდა შენელდა. შედეგად უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა და ე.წ. სარეზერვო ვალუტის მფლობელებმა დაიწყეს კრედიტის გაიაფება. ამას ეძახიან რაოდენობრივ შერბილების პოლიტიკას. ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც ამ მხრივ ერთადერთი იყო, გააძვირა კრედიტი. ცხადია, ეს დააზარალებდა ჩვენს ეკონომიკას, სხვა ყევლაფერი ამის თანმდევი პროცესია და არა განმსაზღვრელი, მათ შორის რუსეთის ფაქტორიც. 

    როდესაც მსოფლიო ბანკმა მიმოიხილა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ის შეეხო ჩვენს ქვეყნასაც და თქვა, რომ ასეთ დროს კრედიტის გაძვირება გაუგებარი და მიუღებელია ყველა ლოგიკით", - განუცხადა "რეზონანსს" სინომიშვილმა. 

    სავალუტო ფონდის 7,2%-იან მაჩვენებლს ოპტიმისტურ პროგნოზად აფასებს პროფესორი პაატა აროშიძე. მისი აზრით, შეუძლებელია  გაძვირებამ ამ ნიშნულს არ გადააჭარბოს, თუკი ლარი 2.80-იან ნიშნულზე ქვემოთ არ ჩამოვიდა, რისი ნიშნებიც ამ ეტაპზეც არ ჩანს. 

    `ბოლო სამი თვის განმავლობაში ხელისუფლება იმასაც კი არ აღიარებდა, რომ ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო. ახლა კი მთავრობა იძულებული გახდა ეს გააკეთოს. შემოდგომის პერიოდში იმდენად კიდევ არ იგრძნობა ფასების მატება, შემდგომი თვეების მოლოდინი, რა თქმა უნდა, უფრო მძიმეა. 

    სავალუტო ფონდმა უფრო ოპტიმისტური მოდელი შემოგვთავაზა შეფასებისა, ვიდრე არის რეალობა. თუ ლარი არ დასტაბილურდა და 2.80-ს არ ჩამოსცდა, ინფლაცია იქნება უფრო მაღალი, ეს ცხადია. ამ ეტაპზე კი არ ჩანს, რომ ლარი ამ მასშტაბით შეიძლება გამყარდეს. მეტიც. ხელისუფლება 2.95-ის შენარჩუნებას ცდილობს”, - აღნიშნა ,,რეზონანსთან” საუბრისას პაატა აროშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×