სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "არც რუსები ჩანან და უკრაინელებიც პასიურობენ, ჯერ არც ერთი შეკვეთა არ გვქონია"
    თამარ მუკბანიანი
    06.11.2019

     ზამთრის სეზონი სულ რაღაც ერთ თვეში დაიწყება. სამთო კურორტებზე განთავსებული სასტუმროს მფლობელები კი ამბობენ, რომ შარშან ამ დროს ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, რომლებიც ახლა თითქმის არ ჩანან. ჯერჯერობით ვითარება დრამატულია და თუ ასე გაგრძელდა, თეთრმა ტურიზმი იმაზე დიდ დარტყმა მიიღებს, ვიდრე ზაფხულში საზღვაო კურორტებმა იწვნიეს. 

    2019 წლის ძალიან წარმატებული სტარტის შემდეგ, რაც საიმიჯო და პიარ კამპანიებმა განაპირობა, 20 ივნისის მოვლენებმა ტურისტული სეზონი ჩაშლის პირას მიიყვანა. განსაკუთრებული ზარალი საოჯახო სასტუმროებს მიადგათ,  თუმცა ფინანსური დანაკარგი თავიდან ვერც ბრენდულმა და დიდმა განთავსების ობიექტებმა აირიდეს. 

    ახლა, ზამთრის სეზონის პირას მთავარი კითხვა ისაა, როგორი იქნება ტურისტული სეზონი წლის ბოლოდან, როგორია ჯავშნების ოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და რამდენად დააზარალებს სასტუმროებს, რუსი ტურისტების ნაკლებობა, რადგან საჰაერო ემბარგო კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი ნოემბრიდან პირდაპირი ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით. 

    სვანეთში, გუდაურში, ბაკურიანში და აჭარის მაღალ მთიანეთში ამბობენ, რომ  შარშან ამ დროს გაცილებით მეტი იყო ჯავშანი და ის, ძირითადად, რუს ტურისტებზე მოდიოდა. ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეც. რაც შეეხება არაბული ქვეყნებიდან და ირანიდან შემომსვლელ ვიზიტორებს, ისინი ზამთრის კურორტების მიმართ დიდ ინტერსს არ იჩენენ, რაც დამატებითი პრობლემაა სასტმრობისათვის. 

    სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, მიუხედავად სასტუმროთა მფლობელების წუხილისა, რომ ზამთრის სეზონიც შეიძლება ჩავარდეს, ამბობს რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. 

    ,,მე, არ ვმუშაობ გუდაურსა და ბაკურიანში, თუმცა მაინც მგონია, რომ ჯერ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია. ასევე ძნელია იმის ანალიზიც, თუ რამდენი ჯავშანია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები აქტიურობენ და რა ელის მთის კურორტებს ამ სეზონზე”, - ამბობს ,,რეზონანსთან” ალავერდაშვილი. 

    სასტუმროთა მფლობელებს კი  დანამდვილებით კიდევ ერთი მძიმე სეზონის შიში აქვთ. რაც გასულ წელს უთოვლობამ განაპირობა, წელს შეიძლება საჰაერო ემბარგომ გამოიწვიოს. 

    ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი დათო გელაშვილი ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ შარშან ნოემბერში უკვე დაჯავშნილი იყო ახალ წლამდე ნომრები, წელს კი ტურისტების აქტივობა თითქმის ნულზეა. 

    ,,გასულ წელს, ამ დროს თითქმის სრულად იყო შევსებული სასტუმრო საალახწლო ჯავშნებით. ტურისტების, როგორც წესი, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა სლავური ქვეყნებიდან არიან. თოვლი არც ირანელებს და არაბებს აინტერესებთ და დიდად არც მეზობელ აზერბაიჯანს. ბოლო მოლენების მერე, თითქმის არც ერთი ჯავშანი არ მაქვს პირადად მე, რაც ძალიან უცნაურია. სულ მინიმუმ უკრაინიდან მაინც ველოდებოდი. იმედია,  აწი გააქტიურდებიან. გემახსოვრებათ, რომ შარშან თოვლი, ფაქტობრივად, არ მოვიდა და მთელ დაჯავშნილ სეზონს ნელ-ნელა აუქმებდნენ. 

    რაც შეეხება ახალი წლის პერიოდს ამ მხრივ შიდა ტურიზმი უფრო აქტიურია და როგორც წესი, თბილისიდან გვყავს ხოლმე სტუმრები, წელსაც ველოდები, 

    წუწუნი ნამდვილად არ მინდა და სახელმწიფოსგანაც არაფერ ვითხოვთ, მაგრამ ბანკის ვალით აქვს ეს სასტუმროები ყველას და როცა ბუნებაზე კი არა პოლიტიკაზეა დამოკიდებული ჩვენი შემოსავალი, ყველას მეტი ფიქრი მართებს”, - ამბობს გელაშვილი ,,რეზონანსთან".

    გუდაურის სასტუმროებში კი აღნიშნავენ, რომ თუ შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსეთიდან არც ერთი ჯავშანი არ გაკეთებულა. ადგილობრივი ბიზნესი იმედოვნებს, რომ სეზონი წინ არის და რუსი ტურისტები საქართველოს შემოვლითი გზებით მაინც ესტუმრებიან. 

    „ჩვენი ჯავშნების 90% უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა რუსები იყვნენ. წელს შეთავაზება გაკეთებულია, თუმცა ჯერ არც ერთი შეკვეთა არ გვქონია", - განუცხადეს "ბიპიენს" სასტუმრო ,,ედელვაისში”.

    ,,რეზონანსი” კი სვანეთის სასტუმროების მდგომარეობით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, რუსი ტურისტები იქაც არც ჩანან, თუმცა აღმოსავლეთ ევროპიდან სტუმრები, ზამთრის დასაწყისიდანვე იქნებიან. 

    სასტუმრო ,,ლილეს” ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონზე, ძალიან მცირე იყო რუსების წილი და ახლაც ისეთი პირი უჩანს, რომ ზამთარშიც გაგრძელდება მსგავსი ვითარება. 

    ,,ზაფხულში ძალიან ცოტა იყო რუსეთიდან და ვინ იყვნენ, ისინიც შეშინებულები. გვეკითხებოდნენ, შეიძლებოდა თუ არა რუსულად საუბარი, პრობლემა ხომ არ იყო. ამჟამინდელი აქტივობით უკვე შეიძლება ითქვას, რომ ზამთარშიც დაგვაკლდება რუსი სტუმრები, თუმცა უკრაინულმა ორმა ჯგუფმა დაჯავშნა უკვე ჩვენი ნომრები, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა“, - ამბობენ ,,ლილეში”.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    uganda   (06.11.2019)
    ზამთარიც ჩავარდესო რო წერთ თქვე ფუჭო სკანდალისტებო, ზაფხული და შემოდგომა ტურისტების ნამატით რო ჩავატარეთ ეგ რატო არ გახსენდებათ. გეყოფათ ამდენი იაფფასიანი სკანდალის ტირაჟირება დანუ აქცევთ ხალხის გონებას ბოროტი პროპაგანდის ქვეშ, ღალატია ესეთი საქციელი ღალატი მეფულეებო

    tatoo   (06.11.2019)
    კი მაგრამ სულ რუს ტუ სხვა ტურისტებზე რომ ვარტ დამოკიდებული რატომ არავინ ფიქრობს ქართველ მოქალაქეზე. ხომ შეიძლება შემუშავდეს ფასთა ისეთი სისტემა რომ ის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენტვისაც


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×