სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამკაცრებული კონტროლის შედეგია ის, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებმა იმატა
    რეზონანსი
    07.11.2019

     ბოლო პერიოდში საკვებ პროდუქტებში საზიანო ბაქტერიების აღმოჩენის ფაქტები ძალიან გახშირდა. ხშირია სხვადასხვა რესტორნებში მოწამლული ადამიანების რიცხვიც, ვის ეკისრება კონკრეტულად ამაზე ვალდებულება მომწოდებელ კომპანიას თუ მეწარმეებს, მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს არის. სფეროს ექპერტები, ფიქრობენ, რომ ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს და მეწარმეებს ევალებათ ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რომ მსგავი შემთხვევები თავიდან აიცილონ.

    ბოლო დროს სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებით გააქტიურებულია და მასიმალურად ბევრ ობიექტს ამოწმებს. გამკაცრებული კონტროლის შედეგია ის, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებმა იმატა. 

    ბოლოს ასეთი შემთხვევა დიდ მწარმოებლებსა და ცნობილ რესტორნებშიც დაფიქსირდა. მაგალითად, ორიოდე დღის წინ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა. სააგენტოს მაკონტროლებლები რესტორანში „ლუდის ქარხანა - ჩემო კარგო“ მას შემდეგ შევიდა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ 11 ადამიანი სწორედ იქ მოიწამლა. 

    სეს-ის კონტროლის შემდეგ, რესტორანი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დროებით დახურეს. შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპს“ პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაევალა.

    ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში - „ლუდის ქარხანა - ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი.

    "რეზონანსთან" საუბრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის თავმჯდომარე ამირან შენგელია აღნიშნავს, რომ თავის წილი პასუხისმგებლობა მსგავს საკითხში აქვს ყველა იმ რგოლს, სადაც ეს საკვები ხვდება. 

    "საკვები პროდუქტები, რომ ბოლო პერიოდში საშიში გახდა. ეს არ არის მხოლოდ ერთი ობიექტის ბრალი. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მერია უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს და თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მოწამვლის ფაქტების გამოვლენის შემდეგ ბოლო რგოლი რომელიცაა, ყოველთვის მასზე ტყდება ჯოხი და ხშირად ეს ბოლო რგოლი იმდენად დამნაშავე არც არის ხოლმე. ამ შემთხვევაში ასე არ იყო. სალმონელა არის ისეთი ბაქტერია, რომელიც ცხელ წყალში მოხვედრის შემდეგ კვდება, ასე რომ, რესტორნის პასუხისმგებლობაცაა ადამიანების მოწამვლა, შეგვიძლია თამამად შევიტანოთ ეჭვი კომპანიის არაკეთილსინდისიერ მიდგომაში, რომ საკვები არ იყო თერმულად კარგად დამუშავებული ან ჰიგინური ნორმები არ იყო დაცული. 

    სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან ბევრს და აქტიურად მუშაობს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევით ეს პრობლემები ვერ მოგვარდება. არც რესტორნის დახურვაა გამოსავალი. მცირე მეწარმეებმა თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ მხრივ, რაც მათ ხელთაა. თავისთავად პასუხისმგებელია მომმარაგებელიც და ბევრი სხვა ადამიანი. გამოდის, რომ მარტივად მოსაგვარებელი სულაც არ არის ეს საკითხი და კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რათა ასეთი ხარვეზები აღარ იყოს. საკანონმდებლო ბაზაა დასახვეწი და კანონი გასამკაცრებელი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ამირან შენგელიამ.

    ადამიანის მოწამვლის ფაქტი შესაძლოა იყოს, როგორც ძვირადღირებულ რესტორანში, ასევე საოჯახო ტიპის მინი სამზარეულოშიც. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტულ ობიექტს ზედმიწევნით ჰქონდეს დაცული ის ნორმები რაც დაწესებულია, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ ისეთი პროდუქტი შესთავაზოს, რაშიც ჯანმრთელობისთვის საზიანო ბაქტერიებია.

    კვების ექსპერტი ლია კვარაცხელია "რეზონანსთან" ამბობს, რომ აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება და პრობლემების საფუძვლიანად მოგვარება. 

    "ბაქტერიები საკვებ პროდუქტებში ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. საფუძვლიანად რომ აღმოიფხვრას ასეთი შემთხვევები საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და კონტროლი. კონტროლი არა უკვე ბოლო რგოლის (რესტორნის, მაღაზიის), არამედ იმ ფერმებისაც, საიდანაც ეს ხორც-პროდუქტები შემოდის. თუ საფუძვლიანად და კომპლექსურად მივუდგებით საკითხს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიწყება მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა. რესტორნებსა და მომსახურების ობიექტებს პირდაპირ ვერ დავადებთ ხელს, განსაკუთრებით მაშინ თუ იქ ჰიგინური ნორმები დაცულია", - აღნიშნა ლია კვარაცხელიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×