სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ასეთ შრომით ურთიერთობას კანონი არ არეგულირებს და ხშირად დამსაქმებლებიც ბოროტად სარგებლობენ
    რეზონანსი
    02.12.2019

     საქართველოში ე.წ. უფასო მუშახელის კულტურა დამკვიდრა. კომპანიებს აჰყავთ სტაჟიორები გაურკვეველი ვადით, სამართლებრივი დაცვის არანაირი მექანიზმი ამ შემთხვევაში სტაჟიორებს არ გააჩნიათ, რითაც ბორიტად სარგებლობენ დამსაქმებლები. ზოგიერთ შემთხვევაში უფასო მუშაობა კომპანიებში წლობითაც გრძელდება. 

    საქართველოში სტაჟირება არ არის შრომითი ურთიერთობა და არ წარმოშობს არანაირ ვალდებულებას მხარეებს შორის. სამწუხაროდ, ამიტომ ძალიან ხშირია უვადო სტაჟირების პრაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაზღაურების გარეშე სხვადასხვა კომპანიები იწვევენ ახალგაზრდებს გაურკვეველი ვადით, სანამ რომელიმე მხარეს არ მოუნდება ურთიერთობის შეწყვეტა.

    პროფესორი პაატა აროშიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ სტაჟირება თუ გონივრულ ვადას ითვალისწინებს, საკმაოდ კარგი მიგნებაა. 

    „შეიძლება იყოს რაღაც კანონი, რომელიც დაარეგულირებს ვადებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თავისთავად გაამკაცრებს დამსაქმებელი კომპანიების მოთხოვნებს. თუ მან ზუსტად იცის, რომ უფასო დამხმარე ეყოლება მაგალითად, 6 თვე და პარარელურად უნდა გასცეს კიდეც რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ ადამიანის გამოცდილებს, ის შესაბამისად გაამკაცრებს მოთხოვნებსაც. 

    სტაჟირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ყველა ითხოვს გამოცდილებას კონკრეტულ სფეროში და თავიდანვე მუშაობას ვერავინ იწყებს. ამიტომ კარგი მიგნებაა, მაგრამ ჩვენთან  უაზრდო იწელება ხოლმე. დამსაქმებელს წლების განმავლობაში არ აჰყოვს კონკრეტულ პოზიციაზე უფასო თანამშრომელი და ეს უკვე შრომით ტერფიკინგს ემსგავსება. კომპანიის ხელმძღვანელობას თუ კანონი არ ავალდებულებს, მორალურმა პასუხისმგებლობამ უნდა დაარეგულირებინოს და სტაჟიიორი გონივრული ვადით აიყვანოს და არა წლობით“, - განაცხადა აროშიძემ.

    საქართველოში დაურეგულირებელი შრმომის ბაზარი ჯერ კიდევ აქტუალური პრობლემაა. ევროპის სსხვადასხვა ქვეყანაში სტაჟირებაც ანაზღაურებადია, საქართველოში კი ეს მეთოდი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ კომპანიებს აქვთ.

    სტუდენტების დიდი ნაწილი სტაჟირებას პირველივე კურსიდან იწყებს, რადგან საქართველოში დანერგილი კულტურის მიხედვით, მათ ზუსტად იციან, რომ მინიმუმ 6 თვე მოუწევთ სტაჟიორად ყოფნა, რის შემდეგაც დასაქმების შანსი მაინც ძალიან მცირეა.

    „ერთ-ერთ კერძო სექტორში მივედი სტაჟიორად პირველივე კურსის მეორე სემესტრში. ზუსტად ერთი წელი ვიმუშავე უფასოდ იმის მოლოდინში, რომ ოდესმე ამიყვანდნენ და თუნდაც მინიმალურ ხელფასს 200 ლარს დამინიშნავდნენ. რომ არ გავქცეულიყავი პერიოდულად დაპირებებსაც ვიღებდი, თუმცა ერთი წლის თავზე მივხვდი, რომ შანსი არ მქონდა, უბრალოდ, ბოროტად იყენებდნენ ჩემს რესურსს და წამოვედი. მაშინ დავფიქრდი, რომ საქართველოში ამ კუთხითაც არ გვიცავს სასამართლო“,  - განაცხადა ლილი დარასელიამ.

    ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, რომელი სტრუქტურა უფრო სანდოა ამ მხრივ. დამსაქმებელს ყოველთვის შეუძლია დასაბუთება თუ რატომ არ უფორმებს კონტრაქტს სტაჟიორს. ასეთ დროს "დასაქმებული" ვერანაირ პრეტენზიას ვერ გამოთქვამს და უწევს სამსახურის დატოვება. სწორედ ასე მოიქცა გიორგი კეკელიძე, რომელიც იხსენებს ერთ-ერთ კომპანიაში, როგორ მუშაობდა 1,5 წელი  უფასოდ, მხოლოდ დასაქმების პერსპექტივით.

    "ფუნდამენტურია ეს პრობლემა. უმუშევრობის შიში გვაიძულებს, რომ წლები ვიყოთ შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო. წელიწად ნახევარი ვიყავი სამსახურში ჩემივე პროფესიით სრულიად უფასოდ. პერიოდულად უფროსი მეუბნებოდა, რომ ძალიან მალე შტატში ჩავჯდებოდი. ამასობაში მივხვდი, რომ დრო უსაშველოდ გაიწელა. როდესაც კონკრეტულად დაველაპარაკე სამსახურში აყვანაზე, მითხრეს, რომ ჯერ არ ვაკმაყოფილებდი იმ კრიტერიუმებს, რომელსაც დასაქმებული ანაზღაურებადი კადრი უნდა აკმაყოფილებდეს. 

    აქამდე მეგონა, რომ მართტლა რამეს ვერ ვაკეთებდი სწორად, თუმცა მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში არ იყო. თურმე ასეა ბევრგან და ეს ქვეყანის პრობლემაა. აქ არც კანონია და დამსაქმებელსაც, რასაც უნდა იმას აკეთებს“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას. 

    სტუდენტებისთვის მოსახერხებელი სამსახურების გამოჩენამდე კი, ახალგაზრდები სწავლის პარალელურად სამუშაოს ძებნას აგრძელებენ და ფაქტია, რომ არასასურველ პირობებსაც თანხმდებიან უფასოდ და წლები აკეთებენ ანაზღაურების გარეშე სხვადასხვა ტიპის საქმეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (03.12.2019)
    ხალხო,როგორც იმსახურებთ,ესენიც ისე გექცევიან.მოითხოვეთ და მოგეცემათ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×