სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დადებითი ტენდენცია 8-10 დღე გაგრძელდება, თუმცა სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის
    თამარ მუკბანიანი
    09.12.2019

     ლარმა ყველაზე კრიზისული პერიოდი გადალახა და გამყარება დაიწყო. 10 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2.94-ია, თუმცა "ბლუმბერგის" სისტემაში დოლარი უკვე 2.92 ლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური ტენდენცია დაიწყო, რაც დაახლოებით 8-10 დღე გაგრძელდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე ლარი 2.88-2.90 ფარგლებში დასტაბილურდება და ამჯერად მეტ გამყარებას აღარ უნდა ველოდოთ. 

    ნოემბრის პოლიტიკურად დაძაბულმა მოვლენებმა, ეკონომიკაზეც მოახდინა გავლენა. მიუხედავად, სებ-ისა და მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, ლარი ჯიუტად 3,0-იანი ნიშნულისაკენ მიწევდა. დეკემბრის პირველი კვირის შემდეგ ეს ტენდენცია შეჩერდა. ახლა ყველაფერი ეკონომიკის შედეგ განვითარებასა და ფუნდამენტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა სპეციალისტები მორიგ გამყარებას უკვე პროგნოზირებენ. 

    "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეს დროებითი გამყარებაა, რომელიც კიდევ 10 დღეს გაგრძელდება. ლარმა ყველაზე კრიტიკული პერიოდი უკვე გადალახა, მაგრამ ეკონომიკაში პოზიტიურ გავლენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. 

    "ლარისათვის ეს არის დროებითი გამყარების პროცესი, უფრო ზუსტად კი გაუფასურება შეჩერდა. ვფიქრობთ, 16-17 დეკემბრამდე პროცესი გაგრძელდება და იმდროსთვის ეროვნული ვალუტის გამყარება ისევ დამუხრუჭდება. საერთოდ, ლარის კურის 2.85-ზე დაბლა უნდა იყოს, რომ რეალურად რაიმე პოზიტიურ გავლენას ველოდოთ ეკონომიკაში.

    ვვარაუდობდით კიდეც, რომ ლარი 3.0-იან ნიშნულს არ გადალახავდა და არც 2020 წელსაა მოსალოდნელი მსგავსი რამ. პირიქით წლის დასაწყისში მორიგი გამყარებაა მოსალოდნელი“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ. 

    ჯერჯერობით არაფერი სასიკეთო არ ეტყობა არც პროდუქციის ფასებს და არც ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია მკვეთრად გაძვირდა.

    ნოემბერში მნიშვნელოვნად შემდეგი პროდუქტები გაძვირდა: ბოსტნეული და ბაღჩეული - 9.3%, რძე, ყველი და კვერცხი - 2.7%, პურპროდუქტები - 1.3%, ყავა, ჩაი და კაკაო - 2.1%, თამბაქოს ნაწარმი - 3.4%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.1%.

    ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ახლო პერიოდში ლარის საგრძნობლად გამყარებას არ ვარაუდობს. მისი აზრით, სებ-ის ნაბიჯები შედეგს საშუალოვადიან პერიოდში, კერძოდ კი, გაზაფხულიდან გამოიღებს. ახლანდელი მდგომარეობა არა მხოლოდ შიგა, არამედ ქვეყნის გარეთ დოლარის სიმყარითაცაა გამოწვეული. 

    "სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სურვილია წელი 2.80-იანი ნიშნულით  დაასრულოს, მსგავსი ოპტიმიზმი არ მაქვს. მით უფრო, რომ 20 დეკემბრიდან ლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდება. როგორც სებ-ი პროგნოზირებს, მეც მგონია, რომ თებერვლამდე არც ინფლაცია შემცირდება დიდად და არც ლარი გამყარდება შესაბამისად. 

    ეს არ არის მხოლოდ ქვყნის შიგა ვითარებით გამოწვეული. ამ ყველაფრის ახსნაა ისიც, რომ მსოფლიო ბაზრებზე  ბოლო დროს დოლარიც გამყარებულია”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯგერენაიამ. 

    მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები, ბიზნესმენების ნაწილი და ორი ყველაზე მსხვილი ბანკის ანალიტიკური ცენტრები ლარის ბუნებრივ ნიშნულად 2.75-ს მიიჩნევენ, როგორც ჩანს, ეს პერსპექტოვა ჯერ კიდევ შორეულია. 

    ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ შესაძლოა, 2.90-ის ფარგლებში დაკორექტირდეს, თუმცა ხუთპროცენტიანი გამყარება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ისაუბრა.

    „რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, პირველ რიგში, ლარში დენომინირებულ კრედიტებზე მოქმედებს და ბევრად ნაკლებად აისახება უცხოურ ვალუტაში განთავსებულ კრედიტებზე. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება ბუნებრივად უნდა მოხდეს. ამან ლარის კურსის დაბრუნებას და დაკორექტირებას უნდა შეუწყოს ხელი გამყარების მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, შიძლება, ვთქვათ, რომ ლარის კურსი 2.90-ს და ზემოთა დიაპაზონს არ გასცდება, გარდა ერთი გარემოებისა – თუ გლობალურ სივრცეში დოლარის გამყარების ფაქტორი არ გაძლიერდა. 

    დღესდღეობით დოლარის გამყარება მთელ მსოფლიოში შეინიშნება, თუმცა მას ხელისშემშლელი პირობებიც აქვს ჩინეთსა და აშშ-ის შორის სავაჭრო კონფლიქტიდან გამომდინარე. თუ გლობალურად დოლარმა გამყარება დაიწყო, ლარის დღეს არსებული პოზიციების შენარჩუნება და მით უმეტეს, განმტკიცება გაჭირდება“, –აღნიშნაკაკულიამ.

    ეროვნულმა ვალუტამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდიდან მოყოლებული არაერთხელ დაამყარა ანტირეკორდი და ისტორიაში პირველად მიუახლოვდა სამიან ნიშნულს, რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი თავგამოდებით შეეწინააღმდეგა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×